ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: საბავშვო
1 ნოემბერი, 2023


ყველა პატარა ნინოს

პატარა ნინოს
ტაატით დაატარებდა ღმერთი.
ხელებს უთბობდა,
თმას უზრდიდა,
ხამლს უკერავდა,
დასჭირდებაო მალე.
ნინო გაიზარდა,
ჯერ სუსტი მაჯებით,
დაატარებდა ლოცვანს.
ღმერთს ევედრებოდა,
არ მომცეო ძალა უხეში,
ქარივით მსუბუქ დღეებს ჩამაბარეო,
ან ფრთები მომეც,
მივიდეო აღთქმულ მიწაზე.
სიზმრები ჰქონდა
გამოუთქმელ სინათლით ნაჭედი.
იცოდა, არ უნდა დანებებოდა ქარტეხილებს.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები