ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
1 ნოემბერი, 2023


წყვდიადის დედოფალი

დედაჩემო, წყვდიადო, ერთადერთო, ბნელო არარაობავ.
მინდა გავცოცხლდე, წავიდე აქედან, ამ სიბნელიდან, ჩამოვკიდო არაფერი არაფერზე და არაფერი გავყო შიგნით.
ხო, დედა, ეს თვითდაბადებამდე დაწერილი წერილია

ყველა ჩემიანი, ყველა ბავშვი დაიბადა, უკვე. ყველა მათგანმა ნახა სინათლე, - ჩემს გარდა, რომელსაც არც ძალიან არ უნდა მიუახლოვდე, რომ არ ამოიხრუკო, და არც ძალიან არ უნდა ჩამოშორდე, ძვლებში რომ არ გაგტეხოს ყინვამ.

მინდა მღალატობდნენ, მტკენდნენ, ომებში ვნატრობდე მშვიდობას, არ ვიცოდე ვინ ვიყო, რისთვის, რატომ, და პირველივე შესაძლებლობაზე, როგორც ჭეშმარიტი მაცოცხლებელი ენერგია ითხოვს, ვანადგურებდე ყველაფერს, რაც გასანადგურებლად შემიპატიჟებს, ნიშანს მაინც მომცემდა თვალით, როგორც ხდება ხოლმე:
- სიცოცხლე შენებაშია! მტრობა დამანგრეველია! სიყვარული აღმატებულია! - და ჩუმად, ძალიან ჩუმად, ეს მქადაგებელი შემოგღაღადებს -  გამანადგურე, გთხოვ.
    ყოველ წამს მემახსოვრები, ყოველ წამს შემაშინებ, რომ ერთ დღეს, გათხრიან სამარეს, როცა უკვე აღარავის დავჭირდები და ჩემიანები იტყვიან, კი, ეს ტიპი სუნთქავს, მაგრამ რათ გინდა, მკვდარიაო, და ჩამომაგდებენ შენს გვერდით, რომ მარადიულობა ასე უაზროდ გაიწელოს, არაფრის კეთებაში, არაფრის სმაში, არაფრის ჭამაში. 
   
    ამას მირჩევნია დუელში მოვყვე, დამიზნება მოვასწრო მტრისთვის, მაგრამ ტყვიამ გაჭედოს, მან კი ღიმილით მითხრას, რომ ჯერ არ მომკლავს, რომ ჯერ კარგად უნდა დატკბეს ჩემი სამარცხვინო მარცხით, მთელი პროცესიის წინაშე, სულ ხელებით დამცინებდნენ.
მირჩევნია.

    შენთან ყოფნას ყველაფერი მირჩევნია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები