ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ძველმანდო
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2023


სიკვდილის მეორე დღე

დილაა - მჩატე და უჩვეულო:
მომსვლელ-წამსვლელით,
შეშფოთებული,
ელდანაცემი,
თვალცრემლიანი სახეებით,
დაბნეული მეზობლის ბავშვებით.
არაფრით გამოირჩევა ბუნება:
არც თოვს,
არც ცივა,
არც წვიმს,
არც ცხელა.
უცხო მიწიდან ძმა დაბრუნდება,
მე კი საჩემო სიკვდილს ვეჩვევი,
ამპარტავანი და უდარდელი,
ახლგაზრდა და მკვდარი ვწევარ.
კიბეზე ახლა ფეხის ხმა ისმის,
კიბეზე ამ წამს ნათია შედგა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები