ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2023


მსურს: მყავდეს ვინმე გამხსენებელი

რომ ვყოფილიყავ მსახიობი და
რომ მეთამაშა ჰამლეტის როლი,
შევიშლებოდი ალბათ ჭკუიდან,
გაჭირდებოდა ჩემი კონტროლი.

ვმადლობ ღმერთს, არ ვარ დანიის პრინცი
და ოფელია სატრფოდ არა მყავს,
საკურთხეველთან ვერ დავდე ფიცი,
მაგრამ დავდივარ მაინც ამაყად...

რადგან ქართველად დამბადა ღმერთმა,
ვარ უშურველად გმირთა მქებელი,
როცა შეწყდება ამ გულის ფეთქვა,
მსურს: მყავდეს ვინმე გამხსენებელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები