***
საუბრიდან მეორე დღესვე, ნათანაელი ჩვეულებრივზე ადრე გაემზადა მეუფესთან შესახვედრათ. ეტყობოდა, რომ რაღაცაზე განსაკუთრებით ღელავდა, თუმცა არც დამიანესთან მოისურვა ამაზე საუბარი და არც ის, რომ საკუთარ თავს გამოტყდომოდა. ქურთუკი ჩამოხსნა, თბილად გამოეწყო და ტაძრისკენ მიმავალ გზას რუდუნებით დაადგა. დამიანესა და დესპანების შეხვედრა საკმარისი მიზეზი გახდა იმისთვის რომ ლიტონის საბჭო განახლებულიყო, რომელიც უკვე ოთხ საუკუნეზე მეტია რაც არსებობს. იგი მეფე აბელ II -ეს პერიოდში დაარსდა და მას შემდეგ უწყვეტად განაგრძობს მოღვაწეობას. საბჭო სხვადასხვა კლასის ადამიანებისგან შედგება, რომლებსაც გარკვეული მისიები აკისრიათ ლიტონში სიმშვიდის დასამყარებლად და დიდი საიდუმლოს სამარადჟამო შენახვისათვის. ამჯერად, ათანასე საბჭოს მთავარი მაგისტრია, სადაც მასთან ერთად მეუფე, გრებრერები, მილდადი და ბედის მწერლებიც არიან. ბედის მწერლები ანუ წერა-მწერალნი სწორედ ისინი არიან, რომლებიც ყოველი დაბადებული არსების ბედს წერენ. ადამიანის ან სხვა სულიერი არსებების დაბადების მომენტში ადგილზე იმყოფებიან და დაბადებისთანავე შუბლზე აწერენ მის ბედს, მომავალს, უმთავრეს მოვლენებს, რაც აუცილებლად უნდა მოხდეს მათ ცხოვრებაში და აგრეთვე სიკვდილის თარიღსაც. ბედის მწერლები სულეთის ბინადარნი არიან, გარდაცვლილთა სამეფოს მცხოვრებნი, რომლებიც მუდმივად იყურებიან არსებათა "ბედის წიგნში", ხოლო ადამიანის ცხოვრების ბედით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, დროამოწურულ ადამიანებთან აგზავნიან "შემხვედრებს" ანუ იგივე მგრებრებს, რომლებიც სარეცელზე მყოფ ადამიანებთან სულის წასართმევათ მიდიან, რათა გარდაცვალების შემდგომ სიკვდილის საუფლოში გადააბრძანონ. ბედის მწერლებთან ერთად მგრებრებიც დიდი ხანია, საბჭოს უცვლელი წევრები არიან და ეს მას შემდეგ მოხდა რაც მეფე ენეოსის ცოლმა და ლიტონის დედოფალმა ხალხი საქვეყნოდ შეაჩვენა. რაც შეეხება ნათანაელს, ის „გვედერების“ (უცხოელი) პატრონად მოიაზრება, რომელიც უცხოელ სტუმრებს მოსალოდნელი ხიფათისგან იცავს და ქვეყნიდან მათ მშვიდად გაყვანაზე ზრუნავს, მაგალითად როგორიცაა დამიანე და ანა. საბჭო კი ფარულად მხოლოდ იმ შემთხვევაში იკრიბება თუ რაიმე მნიშვნელოვანი საშიშროების წინაშე დგება ქვეყანა. როდესაც მოხუცი ტაძრის ეზოს უახლოვდებოდა უკვე საგრძნობლად გათენებულიყო. გზა უმალვე გადაკვეთა და მის მიმდებარედ ხის სახლში დაუკაკუნებლად შეაღო კარი. შესვლისას ცოტათი სახტადაც დარჩა, რადგან იქ შეკრებილი სახეების ნაწილი უკვე კარგა ხანია თვალით არ ენახა. მასიური ხის მაგიდის ირგვლივ დაახლოებით ოცამდე ადამიანი შეკრებილიყო. ახალგაზრდა მილდადი ცხადია, ახალი წევრია ამ საბჭოში ან აუცილებელი მიზეზით მოიწვია ათანასემ. საბოლოოდ ნათანაელი მეუფეს სიახლოვეს ჩამოჯდა, ხოლო მაგისტრი მაგიდის წევრებს კიდევ ერთხელ მიესალმა და სიტყვა ნათანაელს დაუთმო, რომელსაც ბევრი რამ ჰქონდა მათთვის სათქმელი. მოხუცი ჩვეულებრივზე მეტად ღელავდა, თუმცა ძალ-ღონე მოიკრიბა და ფეხზე წამოდგა.
- მოგეხსენებათ ლიტონში ანასთან ერთად, დამიანეც დიდი ხანია ცხოვრობს, თუმცა ამ უკანასკნელმა უკვე ღია პრობლემები შეგვიქმნა, როდესაც დესპანების რისხვას სულ ცოტათი გადაურჩა. ბიჭი ძალიან ჯიუტი და თავქარიანია, თუმცა ეგეც რომ არ იყოს უკვე შეამჩნიეს და დიდი ალბათობით ძებნასაც დაუწყებენ... თუკი ეს მოუხერხდებათ ის აუცილებლად მეფე თადეოზის ხელში აღმოჩნდება, რომელიც მიძინებული ვულკანის გამოფხიზლების ტოლფასი იქნება ჩვენთვის. გუშინ საღამოს იძულებული გავხდი წყევლის შესახებ ყველაფერი მეამბო, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული რომ ამით შეშინდება, მითუმეტეს მილდადს დესპანების მოკვლა მოუწია, რაზეც დესპანები ან უარეს შემთხვევაში ქერუბიმები ძიებას დაიწყებენ და საბოლოოდ ვშიშობ „ლიტონის საბჭოსაც“ ფარდა აეხდება. ეს ხელს შეგვიშლის, რომ ციხე-სიმაგრიდან „ბედის წიგნი“ მოვიპაროთ და წინააღმდეგ შემთხვევაში, გზააბნეული სულების ქალაქად ქცეული ლიტონი ვერასდროს განთავისუფლდება მათგან. ეს ყველაზე ჯიუტი და თავქარიანი გვედერია ვისი დამორჩილებაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩემთვის, ამიტომაც შევიკრიბეთ დღეს და ვიმედოვნებ გამოსავალს აუცილებლად მოვნახავთ. - ეს ჩვენი უკანასკნელი შანსია რომ „ბედის წიგნი“ მოვიპოვოთ და თუ ეს არ გამოგვივა თითოეული სული სამუდამოდ ლიტონში დაიდებს ბინას. 1804 წელს დედოფლისა და მეფე ენეოსის სიკვდილით დასჯის მერე, ქვეყანას მეზობელი სამეფოდან საპასუხო იერიშით შემოესივნენ და ნახევარი ლიტონი გადაწვეს და ააოხრეს. ხალხის ნაკლებობითა და მოსალოდნელი შემოსევების გამეორების შიშით შეპყრობილი თადეოზი, დესპანებთან ერთად შეიპარა მათ აკლდამაში და იქიდან „ბედის წიგნი“ მოიპარა, რითაც მიცვალებულთა საუფლოში წარგზავნილი სულები სამოთხის ნაცვლად ლიტონში აღმოჩდნენ და ისინი ამ სამყაროში იქამდე იქნებიან გაჭედილები, სანამ „ბედის წიგნი“ ჩვენ, ბედის მწერლებს არ დაგვიბრუნდება. შეუძლებელია ასეთი ძალაუფლების მქონე წიგნი უბრალო ადამიანის ხელში აღმოჩენილიყო, თუმცა თადეოზმა ამით ლიტონის მოსახლეობა რიცხობრივად გაზარდა და შემდგომი შემოტევებისას ჯეროვნადაც აჯობა მოწინააღმდეგეს. აქ მყოფი სულები ადამიანებივით ცხოვრობენ, თავს ლიტონის მოქალაქეებად თვლიან, რადგან არაფრით არ ახსოვთ წარსული, თუმცა ისინი აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ უზენაეს საუფლოში რათა ქვეყნიერების დარღვეული ბალანსი ერთიანად აღდგეს. - იქნებ პირიქით მოვიქცეთ მეგობრებო? - გახარებული წამოენთო ერთ-ერთი გრებრერი - მივცეთ უფლება დესპანებს, რომ შეიპყრონ დამიანე, რომელიც გაგვაგებინებს „ბედის წიგნის“ ადგილ მდებარეობას და ვინ იცის... იქნებ ბოლო მოუღოს კიდეც „ცოცხალ მიცვალებულს“... - თუ დესპანები წაიყვანენ, თადეოზი აუცილებლად მოკლავს მას... -გააწყვეტინა ათანასემ - მე მაინც მგონია ეს ბიჭი სწორედ ის გვედერია, რომელიც მოკლავს „ცოცხალ მიცვალებულს“ და ქვეყანას საუკუნოვანი წყევლისგან იხსნის. - განაგრძო გრებრერმა - ამასობაში „ბედის წიგნი“ ბედის მწერლებს დაუბრუნდებათ, რომელსაც ან გავანადგურებთ ან სამუდამოდ ჩვენთან დავიტოვებთ. - ის სულები, რითაც სავსეა ჩვენი ქალაქი აუცილებლად უნდა დაბრუდნენ სამოთხეში. წარმოიდგინეთ სამი საუკუნეა ღვთის რჩეული საუკეთესო ადამიანებიანები საუფლოს მაგიერ ლიტონის ქუჩებში დაეხეტებიან და არც კი იციან რა გადახდათ თავს. - შეწუხდა მეუფე, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში თვალი არ მოუშორებია მდუმარე ნათანაელისთვის. ის კიდევ თავაუღებლივ იჯდა და საბჭოს საუბარს განაჩენივით უსმენდა. უგუნებოდ მყოფი ნათანაელი არავის თვალს არ გამორჩენია, რომელიც სხვებთან შედარებით გაცილებით უფრო ღელავდა, დამიანეს ბედზე. - მე თუ მკითხავთ დამიანე უფრო საშიშროებაა ვიდრე ლიტონის მხსნელი. -უპასუხა მილდადმა - და რომ არა მე, დამერწმუნეთ თქვენი ქალაქის მხსნელი დიდი ხნის მკვდარი იქნებოდა. - არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო, თუმცა მე მას ვერ გავწირავ. როგორც ბატონმა მაგისტრმა თქვა „ცოცხალი მიცვალებული“ აუცილებლად ბოლოს მოუღებს მას, როგორც რიგით გვედერს.- ნათანაელს პასუხის მოლოდინშიც კი არ აუწევია თავი. - მაშ დავავალოთ, ნათანაელს რომ სახლი გაუშვას ბიჭი... - დამიანეს კოსმოსური ცენტრის ინტერესი აქვს. არ მგონია მარტივად დათმოს ის - უპასუხა მილდადმა და უსიამოვნოდ გახედა, ნათანაელს.- ზუსტად ვიცი, რომ თქვენ ამის შესახებ იცოდით. - თუ მას ქალაქიდან გავუშვებთ, წყევლისგან თავის დახსნის შანსსაც დავკარგავთ.- გრებრერს სასოწარკვეთა დაეტყო ხმაში. - მე ღრმად მწამს, რომ ის, ის არის. - ხომ გითხარით, მისი ერთადერთი ინტერესი კოსმოსური ცენტრის ხელში ჩაგდებაა. ნუ ააგებთ მასზე ფუჭ იმედებს მითუმეტეს მაშინ, როდესაც ერთი თვის წინ ჩამოსულმა მოასწრო და ყველაფერი თავდაყირა დააყენა... - ნათანაელ?! - უმჯობესია სახლში გავუშვათ. დესპანებისთვის მისი გადაცემა სიკვდილის ტოლფასი იქნება. - უპასუხა მან - თქვენ არ გესმით... - ჯიუტად განაგრძობდა გრებრერი - თანამედროვე სამყარო სამი საუკუნეა ჭაობში ეფლობა, რადგან საუკუნეების წინ დედოფლის შეჩვენებამ და მოპარულმა წიგნმა ყველანაირი ბალანსი დაარღვია. ადამიანების მფარველი ანგელოზები დღეს სამოთხის მიღმა არიან დარჩენილები ლიტონში. ისინი ჩვენს მოქალაქეებთან ერთად განაგრძობენ ცხოვრებას ისე, რომ ვერც კი ხვდებიან თუ რამხელა მისია აკისრიათ. ყოველი კატაკლიზმები, ომები, არეულობები და ტრაგედიები, იმიტომ ხდება, რომ ყველანი აქ არიან, ჩვენთან. მაშ ვისთვის ლოცულობს უბრალო მოკვდავი თუ მისი მფრაველი ანგელოზი დღეს ლიტონშია გამომწყვდეული? ბედის წიგნის დაბრუნებისას ჩვენც მშვიდად დავტოვებთ ამ სამყაროს, ბედის მწერლებთან ერთად. - მხოლოდ ბედის წიგნსა და უდანაშაულო დედოფლის სიკვდილს ნუ დააბრალებთ ამ ყველაფერს, გრებრერ. ადამიანებმა თავად გაუშვეს ღმერთი სკოლებიდან, მათი სულები სიძულვილით აივსო, ხოლო წიგნის კითხვას მალე ნახევარი კაციობრიობა მიივიწყებს. -ჩაერთო მეუფეც. - და რას მეუბნებით, რომ კაცობრიობის ხსნის ერთადერთი იმედი, დამიანეა? არანაირი თავისუფლება არ მიღირს უცოდველი ბიჭის სისხლად.
(გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა მუხა. ცოტა ვშიშობდი, რამდენად გავამართლებდი მაგიური რეალიზმის ჟანრში. ფაქტობრივად, პირველი მცდელობაა და ამიტომ გაცილებით ფრთხილად ვწერ. მადლობა მუხა. ცოტა ვშიშობდი, რამდენად გავამართლებდი მაგიური რეალიზმის ჟანრში. ფაქტობრივად, პირველი მცდელობაა და ამიტომ გაცილებით ფრთხილად ვწერ.
1. მოგვყები , ვკითხულობ და ბევრსაც ვფიქრობ ავტორო , როგორი სხარტი , მხატვრული მისტიკური აზროვნება გაქვს. მოგვყები , ვკითხულობ და ბევრსაც ვფიქრობ ავტორო , როგორი სხარტი , მხატვრული მისტიკური აზროვნება გაქვს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|