| ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 15 ნოემბერი, 2023 |
არ მინდა ვიცოდე ხვალ რა დღე მექნება, როგორი დილა და როგორი საღამო, არ მინდა ვიცოდე რა გზით დამეწყება ნაბიჯი მძიმე ან... ან იქნებ საამოც. არ მინდა ვიცოდე სად წავალ ორშაბათს, სამშაბათს იწვიმებს თუ დარი დააჭერს, არ მინდა რომ ვიგრძნო ქორწილში ამ შაბათს მშვიდად ვიქნები თუ უბრალოდ "გავაფრენ". არ მინდა ვიცოდე ეს თვე რას მომიტანს, არც შემდეგ თვეების გაფილტვრა არ მინდა, არ მინდა ვიცოდე დღეს პალტოს მოვიცვამ თუ შიშვლად წავიდე?.. თავად თქვას ამინდმა! არ მინდა ვიცოდე ვინ ვის გადაუვლის ან იქნებ პირიქით, შურს სითბო იპყრობდეს... არ მინდა ვიცოდე როდის წამომივლის, თუკი წამომივლის არ მინდა ვიცოდე!.. ----- ბევრი რამ არ მინდა, არ მინდა ვიცოდე სად გადის საზღვარი არ მესმის, არ ვიცი, მე წიგნის ფინალსაც არ მინდა ვიცნობდე, განსაცდელ შეგრძნებებს მომპარავთ ამის თქმით. არ მინდა ვიცოდე ხვალ რა დღე მექნება სამსახურს სხვას ვნახავ თუ რაც მაქვს დავკარგავ, არ მინდა, არ მინდა, არ მინდა შეხება არ მინდა ოცნება, რომელიც გამძარცვავს. წინასწარ თქმაც არ მსურს, ვაი არ ასრულდეს, არც გეგმა არ მინდა მომავალის საწერად, არ მინდა იმედი, მოდი და გაცვრუვდეს, არ მინდა ვიცოდე ჩემი ბედისწერა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რას მიქვიან "არ მინდა" ადამიანი იმისთვის მოევლინა, რომ უნდა იცხოვროს რწმენით, სიყვარულით და იმედით.
რას მიქვიან "არ მინდა" ადამიანი იმისთვის მოევლინა, რომ უნდა იცხოვროს რწმენით, სიყვარულით და იმედით.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|