ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ძველმანდო
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2023


მეტამორფოზი პოეტურად

იყო ჟამი,
ახლგაზრდა და მიმზიდველი,
- გართობის, გიტარის, სმის, მოწევის, დიაცთა მოყვარული და მეოცნებე,
ერთი სიტყვით პოეტი-რომანტიკოსი გახლდათ - სულით მეამბოხე.
გამოხდა ხანი.
პოეტი დაღვინდა,
პოეტი იმ ერთადერთს შეხვდა,
პოეტი დაქორწინდა,
პოეტი გამრავლდა,
პოეტს ღიპი მოეკიდა,
პოეტი შემელოტდა,
პოეტი შეჭაღარავდა,
პოეტი ძველებურად აღარ იცვამს,
პოეტი ახლა ბევრს კითხულობს,
პოეტი ახლა კითხვის დროს სათვალეს იკეთებს,
პოეტი ოჯახთან ერთად ხშირად დადის დასასვენებლად.
ამ წუთას იგი ჟურნალისტის წინ, ხელნაკეთ ხის სკამზე ზის,
სერიოზული სახით, მეტად ინტელექტუალური მზერა-გამომეტყველებით
(აქ ჩემს ქართულის მასწავლებელს მაგონებს),
და დინჯად მოგვითხრობს:
რუსთველზე,
ბაირონზე,
პასტერნაკსა
თუ ბარათაშვილზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები