ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2023


თანაკლასელის გახსენება

დავასაფლავეთ თანაკლასელი,
გული სავსეა სევდა - ტკივილით...
და მენანება ჩემი კლასელი,
რომ აღარ ესმის მიწის ყივილი.

აღარ დასცალდა სიცოცხლით ტკბობა,
არ უგემნია ნაჟური ვაზის,
მაგრამ ეტრფოდა ახალგაზრდობას,
ანბანს ლოცავდა თვით ფარნავაზის.

მოვიხსენიებ მე მას ლოცვებში,
ვიდრე შეწყდება ამ გულის ფეთქვა...
სანთელს დავუნთებ სვეტიცხოველშიც,
აი, ეს არის, - რაც მსურდა მეთქვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები