ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაშა-გელაძე
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2023


სარკეები

როდის იცოდნენ მეზობლებმა ,
სად დადიოდა შენი სარკე ,
ფეხები რომ გამოიბა და შენი წინაპრების ,
აფრიკიდან ჩამოტანილი მეჩეთი დარგო.
იქვე წყალს მიასესხა ქოთნის შავი მიწა ,
ქვებზე აზელილი განდის სუნელი ,
და გამოძერწა ისტორია.
მიდი და კითხე ,
ისე და იმდენს გიპასუხებენ ,
იქნებ ჩაამატო რამე შენს ლექსებს .
ზამთარში რომ დაიწყებენ გამოღვიძებას .

სად გაქრნენ თოკები ,
მთებზე დასაფენად რომ გამოჭრეს ნიბელუნგებმა
და წლების მიყოლებით ხის ტოტებზე გადაინაცვლეს ,
ავსულები როცა შეისხეს ?!
კითხე .
გეტყვიან.

სად დაკარგე , გადახსნილი , ვარდისფერი შენი მაჯები ,
ბევრი გზის იქით ალერგიებს რომ ამძაფრებდნენ
და როდესაც ამბობ მამაშენზე ,აქვე არისო ,
მიდი და კითხე
თუ გიპასუხებს ,
იქამდე ნახე .

ჰო , არც მე ვიცი …
ან რაც მე ვიცი ,
რატომ მითხარი ,
თუ უნდა გსდიო უკუნითი უკუნისამდე .
ჩამოივლის ერთხელ ქარი
და მე გავატან ,
როგორც შენ სიტყვა გაატანე ,
გამოზამთრებულს .
ჩამოივლის გადაღლილი ხალხების მიერ
და სულს დატოვებს ,
რთულსაც და მძიმეს .
შეაძვრინე იმ სარკეში , ასე რომ მალავ
და გამოკეტე .
როდის იცოდნენ მეზობლებმა ,
რას გაიგებენ .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები