საით მიდიხარ დაილია წლები უშენოდ, საით მიდიხარ მილეულა დღენი ნაცარით, აღარც საცნობი გამოხედვა ყვირის უჩვენოდ, დაკიდეს კიბე ,მაგრამ ჩემთვის მხოლოდ ბაწარი, ავდარი გარეთ ,სუსხიანი ქართან ჭიდილი, აღარც მოყვასის გამოწვდილი ხელი ბავშვური, ალბათ რაც დამრჩა გაქცევა და სწრაფად სირბილი, აღარ დავრჩები თუნდაც იყოს საქმე ლაჩრული, ლაშარის ხატებს,მირთმეული ლომისის კარებს, ატარებს წვიმა საწვიმარში, მრუდედ სარგოა, ვეტყვი იმ ალთა დატყვევებულ ჩემით მაგ თვალებს, და გამოხედვა ჩემიანად ისევ სანდოა, სანაგვის პირას დაცემული დროშები მესმის, მაგრამ არაფრით გაქცეული ჩვენი ერთობა, თუ კი საყდართან ავაზაკი შურდულით გესვრის, მაშინ ჯობია დაიჩემო ამბად ღმერთობა, რაც არ გაგონებს,გასაგონი მხოლოდ ეცადა, და თან უეკლოდ აღმართები აღარ ყვავიან, თუ კი გაზაფხულს გაღვიძება შენაც გეწადა, მაშინ იჩქარე გაღვიძება ოღონდ ძალიან. თ.გუბელიძე
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. სევდიანი ლექსი,კარგად შესრულებული. სევდიანი ლექსი,კარგად შესრულებული.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|