მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
დიდება უკრაინას !!! * * * Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
შენგელია ჯანო
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2023
**^**
მახსოვს თოვლი რომ მოვიდა
ჩიტს ვუგებდი კაკანათს,
მერე უცებ ორღობიდან
ქარმა დაიკაკაკანა.
რომ ავხედე ნაღვლიანად
ზეცას ნაკავადონევს,
როცა გვერდით ჩამიარა
ციცქნა საქალბატონემ.
(ალბათ სულსაც მოვიძრობდი)
ფეხქვეშ თუ დაიფენდა.
და თვალებში ჰორიზონტი
უცებ გადარძისფერდა.
რომ ვერაფრით დავიჯერე
-ნუთუ ასე დაქალდა?
ვით ჯარისკაცს ტყვიის ჯერში
მუხლიც ამიკანკალდა..
და თან ვერაფერი ვერ ვთქვი
თოვდა, თუმც არ მციოდა,
მზით დამწვარი ღრუბლის ფერფლი
ფიფქად ჩამოდიოდა.
აწითლებდა ყურს ზუზუნით
ქარის სუსტი ფლეიტა,
დამრჩა დარდი საგანძურად
მისი ნაკვალევიდან..
დრო გავიდა მაგრამ ,,წიე“
სულის დარად მომყვება,
უკარება თვალსაწიერს
ქალი ვაშლებლოყება..
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
1.
კარგი სასიმღერო რამ არის.
კარგი სასიმღერო რამ არის.
მუხა.
2023-11-19 00:41:35
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
08.09.2024 05:13:52