| ავტორი: ოთარ ცისკაძე ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 23 ნოემბერი, 2023 |
„მგზნებარე პილიგრიმის“ (The Passionate Pilgrim) ციკლი ორიგინალში მოიცავს 20 ლექსს. 1599 წელს გამომცემელმა უილიამ ჯაგარდმა დაბეჭდა წიგნი, რომელშიც ავტორად მიუთითა უილიამ შექსპირი. მასში ზოგიერთი ლექსის ავტორის ვინაობა გაურკვეველია. ინგლისელი გამოჩენილი კრიტიკოსების აზრით წიგნში ლექსები რიგითი ნომრებით: 1;2;3;5;16 (შესაბამისი სათაურებით: "When my love swears that she is made of truth" ; "Two loves I have, of comfort and despair" ; "Did not the heavenly rhetoric of thine eye"; "If love make me forsworn, how shall I swear to love?"; "On a day (alack the day)") უცილოდ მიეკუთვნება შექსპირის კალამს. გაურკვეველია ავტორების ვინაობა შემდეგი ლექსების: 4;6;7;9;10;13;14;15;17;18 (შესაბამისი სათაურებით: "Sweet Cytherea, sitting by a brook"; "Scarce had the sun dried up the dewy morn"; "Fair is my love, but not so fair as fickle"; "Fair was the morn when the fair queen of love"; "Sweet rose, fair flower, untimely pluck'd, soon vaded"; "Beauty is but a vain and doubtful good"; "Good-night, good rest, ah, neither be my share"; "It was a lording's daughter, the fairest one of three"; "My flockes feed not, my ewes breed not"; "When as thine eye hath chose the dame" ); მე-8 და მე-20 ლექსების ავტორია რიჩარდ ბარნფილდი ("If music and sweet poetry agree"; "As it fell upon a day"); მე-11 ლექსის - ბართოლომეუ გრიფინი( "Venus, with young Adonis sitting by her"); მე-12 ლექსის - ალბათ ტომას დელონეი ("Crabbed age and youth cannot live together"); მე-19 ლექსის - კრისტოფერ მარლოუ ("As it fell upon a day"). ეს მონაცემები მოყვანილია ვიკიპედიაში. შექსპირის თარგმანების რუსული აკადემიური გამოცემის VII ტომში (1949 წ.) შესულია „მგზნებარე პილიგრიმის“ 21 (!?) - ლექსი - ერთით მეტი, ვიდრე ორიგინალში (მთარგმნელი ვ.ს.დავიდენკოვა-გოლუბევა), კომენტარებში მითითებულია, რომ ზოგიერთი ლექსის ავტორის ვინაობა სათუოა. გამოჩენილი რუსი მთარგმნელის ვილჰელმ ლევიკის თარგმანში შესულია „მგზნებარე პილიგრიმის“ 15 ლექსი.
მოგეხსენებათ, შექსპირი დაიბადა 1564 წელს, გარდაიცვალა 1616 წელს. უილიამ ჯაგარდმა წიგნი გამოსცა 1599 წელს. შექსპირს არსად არ უარუყვია ამ ლექსების ავტორობა.
„მგზნებარე პილიგრიმის“ ავტორების ვინაობის დადგენა ინგლისელ მკვლევარებს მივანდოთ. მე კი შევეცდები ყველა ლექსის თარგმნას და მკითხველი ნუ დამძრახავს, თუ ავტორად მივუთითებ უილიამ შექსპირს, ისევე, როგორც უილიამ ჯაგარდმა მიუთითა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. საინტერესი პუბლიცისტიკა . წარმატებები თარგმნისა და პირადულში. საინტერესი პუბლიცისტიკა . წარმატებები თარგმნისა და პირადულში.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|