ახლა მენატრები ღმერთის სახელივით, რადგან უღმერთობის გზანი იშვიათი, ისე დაილია წლები სანთელივით, აღარ გიყვარვარ და ასე ვიტყვი აწი, თუ კი განშორება ჩემი შეცოდებით, ასე გაილია წლებთან უებარი, აღარც ტირიხარ და აღარც გეცოდები, აღარ გისმენია ჩემი საუბარი, ვზივარ გავყვირივარ გზები გაილია, მარტო მეოცება შენი გაღიმება, თუ კი სადღეგრძელო შენი დაილია, არა არ ყოფილა ვიცი გარიგება, ღმერთო მენატრები ღმერთის სახელივით, ამბავს გიყვებოდი თითქოს ფიქრიანად, ასე დარჩენილი ჩემი მნახველივით, როდის გაიფიცა ასე ერთიანად, მჯერა გაფიცულებს თუკი დაემსგავსეთ, მასე დიდი გულიც სავსე დაგირჩებათ, ნავსი გატეხეთ და თავად გაინავსეთ, მჯერა დაიჯერებთ ჩემგან გაგიჟებას, რადგან იშვიათი ჩემი ამბავია, ისევ ჩამიქროლა წლებმა სადარდებლად, გრძნობა გადარგული თურმე ნარგავია, მე რომ შემეყარა ასე საწამებლად, გეტყვი სათქმელივით გული გასკდომაზე, რახან განთიადმა სევდა დამაწია, წოლა რომ ვარჩიე მაღლა ახტომაზე, ვახ რომ ვეკითხები ,თუ კი დამაცდიან, მე რომ უთქვენობით ლეშად გალეშილი, აღმა დაღმა დადის თურმე ირონია, ისე აიარე უბნის ქვაფენილი, თითქოს დიდგორისთვის შენაც გიომია. თ.გუბელიძე
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მადლობა შეფასებისთვის ჯი-კო. მადლობა შეფასებისთვის ჯი-კო.
2. სევდიანი, ღრმა და ლამაზი ლექსია. სევდიანი, ღრმა და ლამაზი ლექსია.
1. რას იზამ ,სიყვარულსაც და ცხოვრებასაც ბრძოლა უნდა. რას იზამ ,სიყვარულსაც და ცხოვრებასაც ბრძოლა უნდა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|