ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2023


ერთი ძველი ლექსი

სავსე თვალებით, გულის თრთოლვით,
დილის ჩაიზე გეახლები
და ჩემში იქნება თოვლი. თოვლი...
თეთრი თოვლი და ვენახები.

ჩემში იქნება დილის გემო...
ერთი სისხლი გვაქვს, ერთი გენი,
ხმელთაშუაზღვის ლურჯო გემო,
იძირებოდა გემი, გემი.

სახლებს არ უყვართ ნესტი, სურო...
მაგრამ სახლებმა შეგვიყვარეს!
ახლა სადა ხარ , სულო, სულო?!
სულში რა უნდა ყვავებს, ყვავებს?!

განზრახ იხსნიან როცა ღვედებს,
ღმერთო, იხსნიან როცა ძარღვებს,
ღმერთო, სუყველას გადმოგვხედე-
მეც, ამ უკანასკნელ მამაძაღლსაც.

თოვლის გუნდა თუ ღრუბლის ქულა.
თეთრი ფრინველის თეთრი მართვე.
ქარში მკერდი და მკერდში გული,
გულში -  მეგობრის მისამართი

წვიმა გისველებს გამხდარ წვივებს,
მსხვრევად და ჩიტის წვივებიანს
სულში რა უნდა წვიმებს, წვიმებს?!
და მაინც, მხოლოდ წვიმებია.

ასე ძახილით, ასე გვემით,
სავსე თვალებით, გულის თრთოლვით,
იძირებოდა გემი, გემი...
გემი იყო თუ თოვლი, თოვლი...

განახევრდება მთვარე ბადრი-
კაცი იპოვის ცივ სამარეს.
ჩვენ კი, ავდგებით დილით ადრე
შაქარლამა და სამოვარი.

სავსე თვალებით, გულის თრთოლვით,
დილის ჩაიზე გეახლები
და ჩემში იქნება თოვლი. თოვლი...
თეთრი თოვლი და ვენახები.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები