დაკვირვებით წავიკითხოთ პაოლო იაშვილის ლექსი წიგნიდან „ლირიკული დღიური“.
ჯერ სიყვარული ასე ფართო და ასე მთელი
მე არ მიგრძვნია – და ეს სიბრძნე დამბუდებია,
მოშვერილი ვარ შენზე გულით და როგორც გელი
ჩემი თვალები უკეთესი საბუთებია.
ჩემი დაბნევა, ელდა, ყოველ წუთის ცეტობა
როცა არ მესმის, რას ამბობენ, რად მეძახიან,
უხერხულობა, ყველა დარდი, ყველა შეცდომა
ეს ყველაფერი სანატრელო შენი დაღია.
მოუსვენრობა ვერაფერმა ვეღარ გახარა
გამოჩნდი იმ დროს – იჭვები რომ მებადებიან
ნუ გეშინია ჩემო კარგო თმაში ჭაღარა
ეს სინათლეა სიყვარულს რომ შემატებია.
ოცდა ჩვიდმეტი წელიწადი ისე გაცურდა
როგორც მხატვარის მეგობრობა საყვარელ ფერთან.
იყავი ჩემთან გამტანელთან და ვაჟკაცურთან
ამ დიდ დღეებში ყოველ წამში ვიაროთ ერთად.
ნუ ჩაგაფიქრა ჭირვეული ჭორის ხროებმა
ჩემთვის სიჩუმე ღამეში რომ მოიზანტება
საშინელია როგორც ომის მოახლოება
საშინელი, როგორც ჩემთვის ტყვიის მზადება.
ეს ლექსი არ მიეკუთვნება ჩემი საყვარელი, თუ რჩეული ლექსების რიცხვს. მაგრამ სავსეა პოეტური წინათგრძნობებით, რომლებიც საოცარი სიცხადით ახდა.
ლაკონური ვიქნები და პირდაპირ სათქმელზე გადავალ:
„ოცდა ჩვიდმეტი წელიწადი ისე გაცურდა ...“ წერს პოეტი. 1937 წელი რეპრესიების ყველაზე მძიმე წელი იყო. ამ წელს პაოლო იაშვილს ბევრი მეგობარი დაუპატიმრეს და მასაც ხშირად იბარებდნენ დაკითხვებზე. ლექსში თავის ეჭვებსა და შეგრძნებებზე წერს „იჭვები რომ მებადებიან“, „საშინელი, როგორც ჩემთვის ტყვიის მზადება“. პაოლო იაშვილმა იგრძნო, რომ მისი დაპატიმრება, წამება და განადგურება ახლოვდებოდა, დაასწრო დაპატიმრებას, გადადგა ცოდვილი ნაბიჯი და 1937 წლის ზაფხულში მწერალთა სახლში თავი მოიკლა.
აქ მახსენდება ისრაელთა პირველი მეფე საული, რომელიც ფილისტიმელებთან ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა. კვდებოდა, მაგრამ ფილისტიმელები ახლოვდებოდნენ და იცოდა მომაკვდავს აწამებდნენ, ათრევდნენ, შეურაცხყოფდნენ და, მათგან დამამცირებელ სიკვდილს, ისევ თავისი საჭურველთმტვირთველისგან სიკვდილი არჩია. სთხოვა, იშიშვლე ხმალი და მომკალიო. მაგრამ საჭურველთმტვირთველმა ვერ გაბედა. მაშინ იშიშვლა საულმა თავისი ხმალი და ზედ დაეცა. ეს ამბავი გამახსენდა, რადგან ორივე შემთხვევაში ერთგვარად „იძულებითი“ თვითმკვლელობებია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პაოლო იაშვილმა იწინასწარმეტყველა, არა მხოლოდ პირადი ტრაგედია, არამედ მეორე მსოფლიო ომის მოახლოებაც. „საშინელია, როგორც ომის მოახლოება“ . დავუბრუნდეთ ისევ 1937 წლის მოვლენებს. ტიციან ტაბიძემ უარი თქვა პაოლო იაშვილის საჯარო გაკიცხვაზე და ისიც რეპრესიებს ემსხვერპლა.
პაოლო საკუთარ თავს ასე ახასიათებს: „იყავი ჩემთან გამტანელთან და ვაჟკაცურთან“. ეს სიტყვები მას, თავად რეპრესირებულმა, დიდმა ქართველმა მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა დაუდასტურა. გაიგო რა პაოლოს თვითმკვლელობის ამბავი, თქვა, „ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობაო“.
მზია თვალაბეიშვილი 2023-2024
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. აი, რეპრესირებული ტიციან ტაბიძის ბედ-იღბლის შესახებ კი არაფერი ვიცით. დახვრიტეს? გადაასახლეს? გააციმბირეს? გზაში დაიღუპა? ცოცხალი იყო? სად არის მისი განსასვენებელი ადგილი? არსებობს სხვადასხვა ვერსიები, მაგრამ დანამდვილებით, დასაბუთებულად არაფერი ვიცით.
ისე რა საოცარი სახელები ჰქონდათ ტაბიძეებს - გალაკტიონი და ტიციანი. სახელებიც ხომ ბევრ რამეს განაპირობებს.
აი, რეპრესირებული ტიციან ტაბიძის ბედ-იღბლის შესახებ კი არაფერი ვიცით. დახვრიტეს? გადაასახლეს? გააციმბირეს? გზაში დაიღუპა? ცოცხალი იყო? სად არის მისი განსასვენებელი ადგილი? არსებობს სხვადასხვა ვერსიები, მაგრამ დანამდვილებით, დასაბუთებულად არაფერი ვიცით.
ისე რა საოცარი სახელები ჰქონდათ ტაბიძეებს - გალაკტიონი და ტიციანი. სახელებიც ხომ ბევრ რამეს განაპირობებს.
5. დავივიწყოთ, ნინო, არ იღელვოთ. აქ ჩემს სახელს ხშირად ძალიან უცნაურად წერენ. ერთხელ ოფიციალური წერილი მივიღე და მწერდნენ ქალბატონო აზია. სამადლობელი მივიღე და ემზია ეწერა. ხანაც ბატონი ვგონივარ :)))
დავივიწყოთ, ნინო, არ იღელვოთ. აქ ჩემს სახელს ხშირად ძალიან უცნაურად წერენ. ერთხელ ოფიციალური წერილი მივიღე და მწერდნენ ქალბატონო აზია. სამადლობელი მივიღე და ემზია ეწერა. ხანაც ბატონი ვგონივარ :)))
4. ქ-ნო მზია, მილიონ ბკდიშს გიხდით, თქვენი სახელი რომ არასწორად დაწერილა. ჩავასწორე და პირველ პოსტში ხომ ოგივეა, მეორეც დადებულა და თან იმავე შეცსომით ქ-ნო მზია, მილიონ ბკდიშს გიხდით, თქვენი სახელი რომ არასწორად დაწერილა. ჩავასწორე და პირველ პოსტში ხომ ოგივეა, მეორეც დადებულა და თან იმავე შეცსომით
3. ნინო, მოკლე ჩანაწერის სახით მქონდა და აქ გამოქვეყნების წინ დავასრულე.
ნინო, მოკლე ჩანაწერის სახით მქონდა და აქ გამოქვეყნების წინ დავასრულე.
2. ქ- ნოზია, საწყენია, კონკურსისთვის რომ ვერ მოგვაწოდეთ. დევს ჯგუფში ,, ცისფერყანწელთა ხსოვნისათვის”, მაგრამ არ მგონია, დაინახოთ, თუ ჯერ გაწევრიანების თხოვნა არ გაუგზავნეთ.
https://m.facebook.com/groups/1499408613677978/permalink/3643080309310787/?mibextid=K35XfP ქ- ნოზია, საწყენია, კონკურსისთვის რომ ვერ მოგვაწოდეთ. დევს ჯგუფში ,, ცისფერყანწელთა ხსოვნისათვის”, მაგრამ არ მგონია, დაინახოთ, თუ ჯერ გაწევრიანების თხოვნა არ გაუგზავნეთ.
https://m.facebook.com/groups/1499408613677978/permalink/3643080309310787/?mibextid=K35XfP
1. საინტერესო პუბლიცისტიკა. საინტერესო პუბლიცისტიკა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|