ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
14 იანვარი, 2024


ქაღალდის ადამიანები ( ნაწილი XII )

- მე მხოლოდ დღევანდელ ღამეზე ვფიქრობ. თქვენთან წავიდეთ, ახლავე მოვშორდეთ აქაურობას უფლისწულო. - კიდევ უფრო ახლოს მიიწია და ყურში ჩასჩურჩულა - ... და გპირდებით, რომ კაბასაც კი საკუთარი ხელით გავიხდი.
- იცი მაინც რა მქვია?
- თადეოზი.
- რა არის სიყვარული? - ჰკითხა თადეოზმა.
- ამ შეკითხვას რატომ მისვამთ, უფლისწულო?
- რა არის სიყვარული?
- არ ვიცი, არასდროს მყვარებია. ჩვენთან ასე არ არის. ხელს მოგკიდებენ და იმას მიგათხოვებენ, ვისაც ჩვენი ოჯახი გადაწყვეტს.
- სად ჩვენთან?
- ლიტონში.
- ლიტონში?
- დიახ, აქ ასეა მიღებული. ქალს აზრს არავინ ეკითხება. მას არ აქვს უფლება ვინმეს შეეწინააღმდეგოს, რადგან ქალია. ირგვლივ ყველას ისე აბარებენ პატრონს, რომ დღემდე არ უყვართ თავისი ქმრები, უარეს შემთხვევაში კი ქორწილამდეც არ იციან ვინ არის მისი თანამეცხედრე. ვერ ვხვდები რატომ მეკითხებით ამ ყველაფერს? თქვენ გყვარებიათ საერთოდ ვინმე, უფლისწულო?
- მეე?
- დიახ. ვინმე თავდავიწყებით შეგყვარებიათ?
- არა, რადგან მე თვითონ არ ვიცი რა არის სიყვარული. ჩემს სიცოცხლეში არავის შემოუხედავს ისე, რომ რაიმე მეგრძნო. საკუთარ მშობლებსაც კი არ ვუყვარვარ, არც საკუთარ ძმას, არც არავის დედამიწის ზურგზე. სამაგიეროდ შემიძლია გითხრა თუ რა არის უსიყვარულობა.
- და რა არის უსიყვარულობა?
- სიცარიელე, სიჩუმე, მარტოობა, ტანჯვა, რომელიც არც კი იცი თუ რატომ გარგუნა ბედმა. ერთადერთი რისი სურვილიც მკლავდა ის იყო, რომ მამაჩემს ვყვარებოდი, მაგრამ არც ეს გამომივიდა. - უპასუხა თადეოზმა.
- არც კი ვიცი რა გითხრათ?!
- უბრალოდ მითხარი, რომ გიყვარვარ.. -მხრებზე ძლიერად მოკიდა - მითხარი, რომ ძალიან გიყვარვარ, თვალებში შემომხედე და მომატყუე, რომ გიყვარვარ.
- მგონი ბევრი დალიეთ და...
- მითხარი რომ...
- მიყვარხარ, თადეოზ.
- უფრო ძლიერად.
- თადეოზ მე შენ მიყვარხარ...
- უფრო ხმამაღლა...
- მე შენ მიყვარხარ....
- უფრო... - თვალებში ცეცხლი აენთო.
- მე შენ მიყვარხარ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად. მიყვარხარ, თადეოზ, ძალიან მიყვარხარ. უზომოდ, უსაზღვროდ მე... - იმდენად ძლიერად მიიკრა ტუჩებზე, რომ ქალს სუნთქვაც კი შეეკრა. იმ წამს თადეოზისთვის არაფერი იყო მის ტუჩებზე უფრო აღმატებული. მისმა ჩახუტებამ ვნების სურვილი ერთიანად აუნთო მთელ სხეულზე, თბილმა ჟრუანტელმა თითქოს გული გაულღვოო და დაამშვიდა კიდეც, თუმცა მოულოდნელად ქალს ხელი ჰკრა, შეშლილი სახით წამოიჭრა და მაგიდიდან დანას ხელი დაავლო.
- მაშინებ...
     


    რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, დარბაზს თვალი სწრაფად მოავლო და როგორც კი მეფის მრჩეველი აივანზე შენიშნა ეშმაკივით თავზე დააცხრა. იქიდან ყველანი სასწრაფოდ გაყარა, ფარდები გადმოწია და ბასრი პირი პირდაპირ ყელზე მიაბჯინა.
-  უფლისწულო...
-  ხვალვე მიხვალ მეფესთან და ეტყვი, რომ ტახტის მემკვიდრედ გამომაცხადოს.- გამძვინვარებული სულ უფრო მეტად უჭერდა ყელზე. - შეწინააღმდეგება არც კი გაბედო, თორემ გეფიცები აქვე მოგკლავ....
-  უფლისწულო თქვენ  არ გესმით.
-  არ გეხუმრები. თუ ხვალ აბელი ლიტონის მეფედ არ დამასახელებს, გპირდებით, რომ თითოეულ თქვენთაგანს ცხენებს გამოვაბამ და მთელს ქალაქში ვათრევინებ. თქვენი ბინძური სისხლით მოვრწყავ ლიტონის მიწებს.
-  თადეოზ, მან გადაწყვეტილება უკვე მიიღო. - ძლივსღა აღმოთქვა. - მან უკვე იცის...
-  რა თქვი?
-  გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მეფე თქვენი ძმა, ენეოსი გახდება, რადგან ასეთია მისი ნება. მის სიტყვას ყველამ პატივი უნდა ვცეთ, მათ შორის თქვენც უფლისწულო...
თადეოზის სხეული კანკალმა აიტანა, დანა ფრთხილად დაუშვა და მრჩეველს საყელო უსიამოვნოდ შეუსწორა.
- როგორც უფროსი ვაჟი სრულიად გამართლებულია მისი არჩევანი. სანამ ენეოსს ვაჟი ეყოლება ტახტის სრულუფლებიანი მემკვიდრე თქვენ ხართ, ასე რომ ემოციებს ნუ აყვებით უფლისწულო...
-  ენეოსმა შეიძლება ოცი წელი იმეფოს, როგორც მამაჩემმა.
გაავებული თადეოზისგან გამოხსნილი მრჩეველი, ქვის მოაჯირს ძლიერად მიეყრდნო. ცდილობდა რამენაირად გამოსავალი მოენახა, რომ საბოლოოდ დასხლტომოდა ხელიდან, თუმცა აზრებს ძლივსღა უყრიდა თავს.
- მოდით მოვლენებს ნუ გავასწრებთ.
მის სიტყვებზე თადეოზმა გულიანად გადაიხარხარა, რაც არც თუ ისე კარგად ენიშნა მრჩეველს. დანა ჯიბეში გადამალა და მთელი ძალით გადაეხვია. შეშინებულმა  ხელები შემოხვია თადეოზს და მასთან ერთად ისტერიულ სიცილს აჰყვა. ის კიდევ სულ უფრო ძლიერად უჭერდა ხელებს, თითქოს მის გაგუდვას ლამობსო. - დიდება მეფეს! -  ირონიულად გადასჩურჩულა და დარბაზისკენ დაიძრა. მისი შებრუნებისთანავე გულიანად ამოისუნთქა, გაოფლილი შუბლი ხელით შეიმშრალა, რა დროსაც თადეოზი ელვის სისწრაფით მოუბრუნდა, სხეული ძლიერად აიტაცა და აივნიდან გადააგდო. სხეული ეზოს ფილაქნებზე მოწყვეტით დაეცა. კმაყოფილებით სავსე უფლისწულმა კი მშვიდად გადახედა მოხუც მრჩეველს და სხვა დანარჩენებისკენ მარტო დაბრუნდა. - დიდება მეფეს! - შესვლისთანავე მაგიდებს შორის სწრაფად გაიარა, ქალს ხელი მოკიდა და ცარიელი დერეფნისკენ გაემართნენ.


- რაზე ესაუბრებოდით მრჩეველს?
თადეოზს პასუხი არ გაუცია, საძინებლის კარები ძლიერად გადაკეტა და ქალს პირზე ხელი ააფარა
- ახლა ყურადღებით მომისმინე კახპავ. შენ არც ლიტონის საკუთრება ხარ, არც აქაურის ცოლი და საერთოდ არავინ. ჩვეულებრივი ქალი ხარ, რომელიც ბიჭების გასართობად მოიყვანეს აქ, მონა, რომელსაც არაფერი დაუნახავს ხომ გაიგე? დღეის ამას იქით შენ ჩემი საკუთრება ხარ... - პირდაპირ საწოლზე მიაგდო და კაბა ერთიანად შემოახია - მხოლოდ ჩემი საკუთრება! -  განრისხებული თადეოზის შემყურე, შიშვლად დარჩენილი ქალი საწოლზე ათრთოლებული იკუნტებოდა. მისი უნაკლო სხეული კიდევ ერთხელ შეათვალიერა და ბედნიერი ვნებას მიეძალა, რადგან მხოლოდ ამ ქალს შეძლო მასში გაჩენილი ცეცხლის ერთიანად ჩაქრობა. თავისკენ ძლიერად მოიზიდა, თმა ბოლომდე გაუშალა, ხოლო სველი ტუჩების ნაზმა სირბილემ, მკერდის საუცხოობაც კი გადაუფარა. ფეხები წელზე კიდევ უფრო ძლიერად შემოხვია თადეოზს და საბოლოოდ მთლად მის ზემოდან მოექცა.  მოზღვავებული სიამოვნებისგან აღგზნებული სხეულები თითქოს ვერც კი კმაყოფილდებოდნენ ერთმანეთის ტკბობით. ზურგზე ხელი ნელა აუცურა, წინ ჩამოშლილი თმა მოუშორა და მკლავებში მთლიანად მოიქცია. ალბათ მოკვდავთა შორის არც კი დაიარებოდა მასზე უფრო მხურვალე ქალი და ეს ქალი მისი იყო.



                                                                                                                                ***

                გამთენიისას ქალის განწირულმა კივილმა სასახლის კედლებში ელვის სისწრაფით შეამოაღწია. მრჩევლის უსულო სხეულს შეშლილივით ურტყავდა წრეებს, სახეს იხოკავდა და დასახმარებლად სხვებს უხმობდა, თუმცა თავადვე იცოდა, რომ მოხუცი უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო. მსახურთუხეცსის გამოჩენისას კი მუხლებზე დაემხო და მანტიაზე შემოეხვია. მალევე კარზე კაკუნმაც არ დააყოვნა, უფროსი ძმა თურმე თადეოზს თავისთან ეძახდა, რომელიც ამ დროს საძინებლის სარკმლიდან წყნარად გადაჰყურებდა ეზოში შეგროვილ ხალხს და არაფრის თქმას არ ჩქარობდა. ვეზირის კითხვას მოკლედ უპასუხა, ხოლო როგორც კი მიხვდა, რომ კართან აღარავინ იდგა მის ახლადგაღვიძებულ ქალს მშვიდად გახედა.


- არც კი მიკითხავს შენთვის... - მის წინ ჩამოჯდა და შიშველ ფეხზე ნაზად აკოცა. - რა გქვია?
- დარა.
- ლამაზი სახელია. ახლა კი შეგიძლია ჩაიცვა და წახვიდე. ვინ იცის... შეიძლება მეფედ კურთხევის შემდგომ ისევ შევხვდეთ ერთმანეთს. ჩემი ნახვა ხომ გინდა?
- ის შენ მოკალი... - მისკენ წამოიმართა და თვალებში ჩახედა, რა დროსაც პასუხის ასარიდებლად თადეოზი უსიამოვნოდ გაეცალა. - ის შენ მოკალი.
- შენ არავინ არაფერს გკითხვას თქო და უმჯობესია ჩაიცვა.
- ის მოხუცი აივნიდან გადააგდე და წინა ღამით მე მეფერებოდი. ღმერთო ჩემო, თადეოზ...
- იმ მოხუცმა ზომაზე მეტი დალია, მერე ალბათ ჰაერზე გავიდა და სასმელმაც სძლია.
- არ მინდა ჩემი მამაკაცი ასეთი იყოს. - უპასუხა დარამ, რომელსაც მისი არც ერთი სიტყვის არ ეჯერა.
- შენი მამაკაცი დღეს შეიძლება მეფედ აკურთხონ და მერე ვინ იცის?! იქნებ ის მიიღო რაც ყველაზე მეტად გსურს.
- რას გულისხმობ?
- ისიც იმ შემთხვევაში თუ ენას კბილს დააჭერ და მაშინ გპირდები, რომ დუმილს საკადრისი საფასურიც ექნება.
- ... და ამით რას მივიღებ თქვენო აღმატებულებავ?
- თავისუფლებას. დაბრუნდები იქ, სადაც შენი მშობლები, და-ძმა და შესაძლოა საყვარელი მამაკაციც კი გელოდება.



                                                                                                        (გაგრძელება იქნება)



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები