თავადი ვიცლავ მესამე (1265 an 1268 წელი- 1325) ერთ-ერთი უკანასკნელი მინენზენგერი და ერთადერთი შუასაუკუნეების პოეტი ბალტიის ზღვის სანაპიროდან. იგი უძველესი სლავური თავადური გვარის წარმომადგენელია, რომლებიც წარმართობის დროს რიუგენის მხარეს მართავდნენ. ეს წმინდა წელი ეს წმინდა წელი მაიძულებს იმას ვუმღერო ვინც მე და ეს ქვეყნიერება შექმნა. დამეხმარე რომ მოვინანიო და ცოდვებისგან დამძიმებული სული გავათავისუფლო! დიდხანს ვატარე ეს ტვირთი, მომხსენი! შენ მე სუსტი გამაჩინე მე ასე მგონია და უფალო იყოს ნება შენი! მე თუ შენთან ედემში უღირსი ვარ ვიცლავის გვარს ნუ აქცევ ბეჩავად! ჯვარცმის მერე შენი სისხლით მომისყიდე! ღვთისმშობელო თხოვე შენ შვილს შემეწიოს! გერმანულიდან თარგმნა გიორგი ვარამაშვილმა.