ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
18 იანვარი, 2024


ქართული ტყის ნობათი

ერთმანეთს ეჯიბრება
ნოდარი და ნომადი,
უფრო კარგად ვინ იცის
ქართული ტყის ნობათი.
კენკრა მრავალნაირი
მწარეც ტკბილილი სურნელით,
კოწახური, მოცხარი,
მთის მოცვი და კუნელი.
ფხალეული ულევი
დანდური და ჭიჭვი
ეკალა კი ისეთი
ქორფა არსად ხიჭვით.
სოკოების გარჩევას კი
ცოდნა უნდა ნამდვილი
ეს კალმახა ხეზე ცოცავს
ვერ იპოვა ადგილი.
წამლად გამოგადგრბათ
ტყისმცენარე მრავალი,
ძიძო, სალბი, ბირკავა
სურო ხეზე მავალი.
პანტა მსხალი, პანტა ვაშლი,
კვრინჩხი, ზღმარტი შინდი
ზამთარშიც კი ასხიათ,
არ აქვთ ყინვის შიში.
დამალულან წაბლები
ეკლიანი ჯავშანით,
ხელით მისიგამრჩევი
ვერ იქნება ჯაბანი.
გადამფრენი ფრინველები:
გედი, ფსოვი, ლაკლაკი
მაღლა თქვენ დაინახავთ
ცას  მათ მიერ დაკლაკნილს.
ღალა,გნოლი და როჭო,
ტყის ქათამი მრავალი
თუ მწევარი კარგია
ინადირებს მავანი.
მარტო უნდა ინატრო,
მუხლი გქონდეს ძლიერი,
ამ
მთა-ბარის პატრონი
არ დარჩები მშიერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები