ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2024


მტრის ამოცნობა

დიდხანს იდექი მდინარის პირას,
არა იმისთვის, რომ  სამყაროს ხმები გაგეგო,
- მტრის გვამს ელოდი.
ბოლოს და ბოლოს წყალმა გვამი ჩამოატარა.
დაჟინებით აშტერდები ნაცნობ ფიგურას.
გიახლოვდება, გიახლოვდება...
და საბოლოოდ, შემცბარი და გაოგნებული
შენივე თავს ცნობ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები