ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
25 იანვარი, 2024


ქაღალდის ადამიანები ( ნაწილი XIV )

-    მერე და მზად ხარ, რომ სამუდამოდ ამიტანო?
-    კი. - თადეოზის კითხვას მოკლედ უპასუხა და კიდევ უფრო მეტად მოეხვია.


                                                                                                                  ***


        აბელის გარდაცვალების ამბავი სწრაფად მოედო მთელ სამეფოს, სადაც ხმები იმაზეც დაირხა, რომ მეფე თავის სიკვდილით არ მომკვდარა და ის მოკლეს, თუმცა ეჭვი არავის ჰქონია რომ ეს ყველაფერი თადეოზმა მოაწყო, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისათვის რომ ორივე მკვლელობა ოსტატურად გადაემალა განრისხებული ენეოსისთვის, ვინც დღენიადაგ  მამისა და მრჩევლის მკვლელს დაეძებდა მაგრამ ძმის მოხერხებულობით საბოლოოდ მაინც ჩიხში შედიოდა, სადაც ის დაჟინებით არწმუნებდა, რომ დამნაშავე მრჩევლებს შორის უნდა ეძებნა და არა უბრალო ხალხში. ქერუბიმებით დაწყებული ყველანი ფეხზე დააყენა, რასაც მალევე დესპანების არმიის ჩამოყალიბება მოჰყვა, ხოლო მეთაურად ისევ თადეოზი არჩია, რაც გაცილებით უმარტივებდა საქმეს უმცროს ძმას, რადგან მთავარი ძალაუფლება მოულოდნელად სწორედ მის ხელში აღმოჩნდა ამიტომ ახლა ყოველი წამი მნიშვნელოვანი იყო ნებისმიერი ეჭვის გასაფანტავად.


      გვიან შემოღამებულს სასახლესთან ეტლი მძიმედ შეჩერდა, საიდანაც დესპანებმა ერთ-ერთი მრჩეველი ხელებშეკრული გადმოიყვანეს, ტომარა თავზე მყარად გადაუნასკვეს და ეზოს გავლისას კიბეებით პირდაპირ სასახლის ქვემოთ დაეშვნენ მიწისქვეშეთში, სადაც ყინულივით ცივი და სხეულის ხრწნისგან გაჟღენთილი დერეფნის ბოლოს თადეოზი ელოდა დიდი მოთმინებით. ხის სკამი დილეგის შუაში დადგეს, თავიდან ტომარა მოაშორეს და ზედმეტი ხმაურის ასაცილებლად კარებიც გადაკეტეს. რა დროსაც დაბნეული და შეშინებული ახალგაზრდა მრჩევლის პირისპირ თადეოზიც გამოჩნდა სიბნელიდან. სკამის ირგვლივ კარგა ხანს იარა ირონიული შეძახილებით, ხელში პატარა შუშის ბოთლს მოუსვენრად ათამაშებდა და თან ახალგაზრდა მრჩეველს „პატარა მკვლელს“ ეძახდა, რომელიც ხმა ჩაწყვეტილი მისჩერებოდა მას და დარწმუნებული იყო რომ იმ ღამით დილეგიდან ცოცხალი ვეღარ გააღწევდა, მაგრამ რაც ძალიან უცნაური იყო თადეოზი არაფრის თქმას არ ჩქარობდა. თითქოს აკვირდებოდა თუ როგორ აევსო თვალები სულ უფრო მეტი შიშით და ნერვიულად ათამაშებული ტუჩებით ახალგაზრდა კაცს და ელოდა სანამ ბოლომდე არ გატეხდა სულიერად, მაგრამ საბოლოოდ ნერვებმა მაინც უმტყუნა და მკერდში ძლიერად დარტყმისას, ხის სკამზე მიბმული მრჩეველი მოწყვეტით აღმოჩნდა ცივ იატაკზე. სახით პირდაპირ ქვის მოზრდილ ნატეხებზე დაეცა და ერთიანად ამოვარდნილმა მტვერმა კინაღამ ხველებისგან დაახარჩო, რაც სულ უფრო მეტ სიამოვნებას ჰგვრიდა ამ სცენის შემყურე თადეოზს. დაძრული ხმალი ქარქაშში ჩააგო და მის წინ ჩაიმუხლა. კაცმა, როგორც იქნა ამოისუნთქა და სულის მოსათქმელად წყალი ითხოვა, მაგრამ მის სიტყვებზე თადეოზი ერთიანად შეიშალა, თვალებში ჩამდგარი სისხლი ქსელებივით გაევლო და სქელი ქამრის შეხსნისას სარტყლით დაუნდობლად დაუწყო გაშოლტვა, რომელსაც იქამდე ურტყამდა სანამ ხელებზე სიწითლეები არ დააჯდა, მჭიდროდ გადაჭერილი ქამრისგან. ბოლოს ფეხით მაინც შეამოწმო ხომ არ შემომაკვდაო, ხოლო როცა დარწმუნდა, რომ ცოცხალი იყო კიდევ ერთხელ შეაფურთხა და მისი სხეული დესპანებს გადაულოცა. სკამი ისევ დააბრუნეს და თავი ძლიერად გადაუწიეს უკან, რომ მისი არც ერთი სიტყვა არ გამორჩენოდა მრჩეველს.


- მამაჩემი როგორ მოკალი?
- უფლისწულო, რას ბრძანებთ? - ცივმა ჟრუანტელმა ერთიანად დაუარა ტანზე. - მეფე აბელი მამასავით მყავდა. მე მის ხელში გავიზარდე.
- ... და საპასუხოდ მოკალი ხომ?
- არ ვიცი ვინ რა გიამბოთ, მაგრამ ეს ტყუილია...
- იქნებ ისაც ტყუილია, რომ წინა ღამით მოხუცი მრჩეველი სწორედ იმიტომ გადააგდე აივნიდან, რომ მეფის მოწამვლა დაგავალა? - კითხა თადეოზმა.
- მან ნახევარი ქვეყნიერება გაწყვიტა და ვისღა უნდა ეძია შური გარდა დიბეკრონისა? დამერწმუნეთ უფლისწულო, სასახლეში არ მოიძებნება კაცი, რომელიც მეფეს სასიკვდილოდ გაიმეტებდა, მათ შორის მე. - მის სიტყვებზე თადეოზს ეშმაკურად გაეღიმა.
- მართალი ხარ! ის მე მოვკალი. ისიც და მოღალატე მრჩეველიც, რომელსაც სხვათაშორის შენსავით შეშინებული თვალები ჰქონდა, სანამ აივნიდან გადავაგდებდი. არ მიყვარს დაუმორჩილებელი და ჯიუტი ადამიანები, მითუმეტეს იქ, სადაც მე ვარ მთავარი. მე ვარ ლიტონის სამეფო...
- თქვეენ? - ახლა კი დანამდვილებით მიხვდა მრჩეველი, რომ ეს ყველაფერი წინასწარ მოუწყეს.
- მოკლედ! ამ პატარა ბოთლს თან გაგატან - სახესთან აუთამაშა -  ერთს სავსეს და მეორეს ცარიელს. რამდენიმე დღეში კი შეგიპყრობთ, ისევ აქ მოგათრევთ და შენც აღიარებ, რომ მეფის სიკვდილი მრჩეველმა დაგაბარა, რომელსაც მეტი არაფერი უთქვამს. შენ მიდიხარ, წამლავ მეფეს, ხოლო როდესაც მიხვდები რომ დიდი შეცდომა დაუშვი ისევ უკან ბრუნდები დარბაზში სადაც მრჩეველთან უთახმოება მოგდის აივანზე, ხომ გამიგე? თქვენ დიდხანს კამათობთ. ამ ყველაფერზე პასუხს ითხოვ, თუმცა ის შენს ლაპარაკს ყურადღებას არ აქცევს და გარწმუნებს, რომ ასე იყო საჭირო. მერე შენ ბრაზდები და ჩვენ მოხუც მრჩეველს აივნიდან აგდებ. რა ხდება შემდეგ? - ხელები გაშალა და დესპანებს გადახედა... - მრჩეველიც კვდება და შენ შეშინებული და დაბნეული შინ ბრუნდები, მაგრამ გავიწყდება აი ამ ბოთლების გადაყრა და სწორედ ამით მივხვდებით, რომ მამა შენ მომიკალი... - იმ ღამით თადეოზი შეურაცხადვით იქცეოდა.
- უფლისწულო...
- აღარ გაგიმეორებ, ახლა მიდიხარ და ეს ბოთლები თან მიგაქვს. ორი დღე ლიტონში ჯერ ხმა გავარდება, რომ მეფე მოწამლეს, ხოლო შემდეგ შენ შეგიპყრობთ და სამაგალითოდ დაგსჯით. თუ ჭკუას მოუხმობ მხოლოდ გილიოტინა გერგება, რაც წამებში დასრულდება და ვერაფერს იგრძნობ, ხოლო თუ ჩემს ხასიათს გამოცდი და დამალვას დააპირებ, დილამდე არ დავიღლები შენი გაშოლტვით... გპირდები! - ბოთლები ჯიბეში ჩაუცურა და დესპანებს ხელით ანიშნა, რომ აეხსნთან.
- თქვენი დიდი პატივისცემის მიუხედავდ, სჯობს ახლავე ავიყვანოთ - უთხრა ერთ-ერთმა დესპანმა, სანამ მრჩეველს დილეგიდან გაიყვანდნენ. - შესაძლოა ნებისმიერ წამს ყველაფერი გამოაშკარავდეს.
- მართალი ხარ... - თავი-თავზე მიადო და შუბლზე აკოცა თადეოზმა. -სადაცაა გათენდება და ვითომ ჩვენ მთელი ღამე ვეძებდით მას... აბა რაა.. - სიხარულისგან ტაში შემოკრა, თუმცა მოულოდნელად, როგორც სჩვევია აფთარივით ეცა ხელებშეკრულ მრჩეველს და უმოწყალოდ დაუწყო ცემა. სახეში მთელი ძალით ურტყამდა მუშტებს, სანამ მისი პირიდან სისხლმა ფანტანივით არ ამოასხა. ხელები ზედვე შეაწმინდა და ჩამოშლილი თმა უკან გადაიწია.


- ფრთხილად იყავით უფლისწულო, აქვე არ შემოგაკვდეთ.
- არა! მისნაირებს გადარჩენის იმედი აცოცხლებთ. - უპასუხა თადეოზმა.
- დილითვე ვაცნობოთ ენეოსს?
- უთენია გავახაროთ ჩემი ძმა, მაგრამ იქამდე ერთი პატარა საქმე დაგვრჩა კიდევ.
- რას გულისხმობთ, უფლისწულო? - კითხა დაბნეულმა დესპანმა, რომელსაც დარწმუნებით სჯეროდა, რომ ყველაფერი უკვე გარკვეული იყო.
- თავგანწირვა. წარმოიდგინე მე მამაჩემის მკვლელი ვიპოვე, მან წინააღმდეგობა გამიწია და გაქცევა სცადა, რის უფლებასაც მე არ მივცემდი. - უპასუხა თადეოზმა და საკუთარი ხმალი მუცელში გაიყარა. - მტკივნეული ყოფილა... - შეშლილივით ამოიხრილა და უგუნოდ დაეცა ძირს, რა დროსაც შეშინებულმა დესპანებმა სასწრაფოდ გაარიდეს იქაურობას. ჭრილობა ღრმა აღმოჩნდა და ამიტომ ნაჭერი რამდენიმეჯერ ძლიერად გადაუჭურეს და სწრაფი ნაბიჯებით კიბეებისკენ დაიძრნენ. მხოლოდ ახლა მიხვდნენ ყველანი თუ რა მოხერხებული სპექტაკლი გაითამაშა თადეოზმა იმისთვის, რომ გამთენიისას ყველანაირი ეჭვი გაექარწყლებინა სამეფოში. თითქოს მამისა და მრჩევლის „მკვლელმა“ მისი სიცოცხლეც კინაღამ იმსხვერპლა და რომ არა გამოჩენილი თავდადება ქვეყნის მოღალატე ხელიდან სამუდამოდ დაუსხლტებოდათ.



                                                                                                                          (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები