ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
28 იანვარი, 2024


გავმწარდი, გავცეცხლდი, ჩემო უკრაინა!

#ლექსები

ნინო დარბაისელი

გავმწარდი, გავცეცხლდი, ჩემო უკრაინა!

ომი  - მტერთან და სიკვდილთან ჭიდილია.
ვის -  მამა იფარავს, იფარავს ვის - მესია.
ზოგისთვის - სარფია, შანსი, იდილია,
რადგან იარაღი  - მაგარი ბიზნესია!

კვდება  - ჯარისკაცი.  სად ხარ, იარაღო,
მტერს რითი შეებას, შიშველი ხელებით?
შენი გაწირო და მომხვდური ალაღო?
ბრძოლას ვინ მოიგებს მარტო გახელებით?

გავმწარდი, ბოროტი ფიქრები მესია:
ვისთვისაც  ეს ომი - კარგი ბიზნესია,
ახლობლებს რომ ჰკითხო,
უკეთილესია,
უმზრუნველესია,
უგულჩვილესია…
რაა შეწყალება! ის  - გასასრესია!

მტერი - გარეული,
მტერი - შინაური, 
მიწიერ ჯოჯოხეთს პირი უკრა ვინა!
მაინც გაიმარჯვებ,
ყველას მოერევი
ჩემო უკრაინა,
ჩემო უკრაინა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები