ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2024


* * *



ჩემს ხელისგულზე მიეძინოს როგორც ლებარდეს
ზღვისკენ ყურებას მის მოსმენას ძილისწინ ვურჩევ
ყველაზე ლურჯი ოკეანის ყველაზე ლურჯი
ყველაზე ლურჯი ხომალდების დაბრუნებამდე

აეროპორტში ჩამოსხდომა უკვე იწყება
და ჩემოდნებით აწყდებიან უძინარ თბილის
ყველაზე თბილი მოგონების ყველაზე თბილი
დაუვიწყარი გაღიმების დასავიწყებლად

შენ გული გწყდება სადგურიდან როცა მაცილებ
და შემდეგისთვის სულ მპირდები სახლის ალუჩას
გლდანის ქუჩებში იბარებენ ჯართად მაცივრებს
და მაცივრების დამთავრებას ბოლო არ უჩანს

შენ ვერ ისწავლე შინ დარჩენა ასე მოლურჯო
გზებით დადიხარ გფარავს შენი ბრინჯაოს ღმერთი
და იცი თეთრი თებერვლის თვის ყველაზე თეთრი
პირველი თოვლის მოსვლასავით მოსვლა ბოლოჯერ

შენი ვარსკვლავი ხელის გულზე დამადებინა
ვეტყვი გეძებდი ღამის ცაზე ვარსკვლავებს შორის
ყველაზე შორი გალაკტიკის ყველაზე შორი
ყველაზე შორი ვარსკვლავების დაბადებიდან

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები