დრო-ჟამს გარდაუვალ დღეთა უწყებანი, თავი უსამართლო ისევ დავისაჯე, ედემს შეპარვია სიტყვა უქებარი, ანდა რისთვის ვიბრძვი, რატომ გავისარჯე,
ერთი ქარბუქია,ბევრი განშორებით, წყება დაძველებულ გზათა ირონია, თუ კი დაილევა სიტყვა დაშორების, თქვენი გამეფება ჩემად მიომია,
მე მაქვს დალეული წყება ნაფიქრალი, გზებმა დაგვაცადა, სიტყვა სათქმელია, ერთვის განშორება, თანაც ზღვა ფიცარი, ზეცის მარტოობა მიწის სარქველია,
მესმის იტყუება დრო და გვამარტოვებს, ისმის მერამდენე გულში გარიჟრაჟი, მე ვარ გულისპირი შენ რომ ამათხოვრე, ვიცი ახლა მეტყვი ისევ შემიყვარდი.
თ.გუბელიძე
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მართალია,აბა ახლა გულის გარიჟრაჟის დროა? მართალია,აბა ახლა გულის გარიჟრაჟის დროა?
1. მესმის იტყუება დრო და გვამარტოვებს
ჩვენ, ჩვენ ვიტუებთ დროს და ჩვენ თავსაც.
მესმის იტყუება დრო და გვამარტოვებს
ჩვენ, ჩვენ ვიტუებთ დროს და ჩვენ თავსაც.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|