ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
1 აპრილი, 2024


ბეღურა

ამბავს ყვება შარშანდელს
შერჩენილი ფოთოლი,
თურმე ერთი ბეღურა
მას სტუმრობდა ობოლი.
როცა იყო პატარა
გადმოვარდა ბუდიდან,
ქალაქელი ბიჭუნა
ზრუნავდა და უვლიდა.
დეპრესია დაეწყო
ვერ იგუა გალია,
დააბრუნეს სოფელში
შეეცოდათ ძალიან.
ბუდე ვეღარ იპოვა,
შეიკედლეს მერცხლებმა,
დღემდე მშობლებს დაეძებს
და იმედიც გრძელდება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები