ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2024


შვილმკვდარი დედების

შვილის საფლავთან იდგა ქალი თავზე ჰიჯაბით,
იქვე ელავდა რამდენიმე ძველი ნიჩაბი,
ცისფერი კუბო გაჩხეროდა მიწის აორტას,
ტიროდა ქალი და მსხლის ხეზე მთვარე ყვაოდა.

მიკიოტები გაჰკიოდნენ, თითქოს შიშობდნენ,
როცა ნელ-ნელა დაემსგავსა ქალი ღვთისმშობელს.
ის აღარ იყო მოვლენილი კაცის ნეკნიდან,
ის იყო დედა! - ღმერთს რომ უკვე თავად შექმნიდა...

სხვადასხვა მრწამსის, რელიგიის, ლოცვის,
ვედრების -
ემსგავსებიან შიგადაშიგ ერთურთს
დედები.
იმედივით რომ გაიტაცებს ქარი
ლიანებს,
როცა შვილების მწუხარება
აერთიანებთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები