ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2009


ჯერ წვიმები..

ჯერ წვიმები დაიჭირა,
მერე დადგა დარი.
მერე ისევ გაზაფხულდა.
გადამწვანდა ნარი.
მერე ისევ აბობოქრდა
სულში ქარიშხალი.
ისევ გახდა საოცნებო,
სათაყვანო ქალი.
მერე დიდმა სიხარულმა
აამღერა ქნარი.
დარდმა, დიდმა სინანულმა
გაიხურა კარი.
ისევ დადგა გაზაფხული.
ისევ ხარობს ქალი.
ძლივსღა ჩადგა -ბობოქარი
და სისინა ქარი.

ისევ იმედით მინდა ვიწვოდე...

მწვანედ შეფოთლილ ხეებს-
ვადარებ სიცოცხლეს ჩემსას.
ლურჯი აპრილის ფერებს-
სიყვარულს ვადარებ შენსას.
გაყინულ სულში ცდილობ-
იპოვო შენი ბინა.
ობოლი სულის ძახილს-
ვინღა მიუხვდეს ვინა?
გვიან აყვავდა ვარდი,
გვიან დაიწყო წვიმა,
გვიან წავიდა მარტი-
და აღარ გალღვა ყინვა.
გაზაფხულს ველოდი თითქოს-
მეგონა გათბა გული.
მეგობრის ნათელ ღიმილს-
დავეძებ განწირული.
სიყალბეს ნუ გაბედავ!
სულს ვერ დამალავ-ცოდვილს.
მე ავად ნუ შემხედავ-
და ნუ დამადებ ბორკილს.
ნურც შეეცდები-ჩემში
ჩააქრო წმინდა გრძნობა-
და მარად ერთგულებაში-
მოიგო  დიდი ბრძოლა.
-და მე იმედით ვცოცხლობ-
რისი იმედით?-გიკვირს?
რწმენას ვიბრუნებ თითქოს-
და ესეც ძალზედ მიკვირს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები