ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
24 თებერვალი, 2024


იმედგაცრუებები- როგორც ასეთი

ეს რასაც დავწერ რამდენიმე იმედგაცრუებაზეა ( რაც მახსოვს ჯერ , თორემ ჩემი ამბავი რომ ვიცი, მალე ესენიც დამავიწყდება.)
რატომ ვწერ? ალბათ იმიტომ რომ
1. მომავალ წელს კვლავ შემახსენოს თავი.
2. რავი, იქნებ ვინმეს დააინტერესოს

პირველი მტკივნეული: ( ძალიან მოკლედ)
ერთ არსებას დავუმეგობრდი ( მარტივი პერიოდი არ მედგა) , გადავუშალე გული, სული, ოჯახში შევიყვანე, გავაცანი ხალხი, საჭირო თუ არასაჭირო, ჩემი რესურსები არ დავიშურე მისთვის ( ყველაზე მეტად დროით რესურსზე რომ მწყდება გული) , თავად ურიგო პოეტი არაა, მაგრამ ურიგო ადამიანი კი ნამდვილად აღმოჩნდა და ყველანაირ ასპექტში დამანახა რომ უვარგისი იყო, თუმცა მეგობრობის სახელით ვხუჭავდი თვალს, სანამ არ აღმოვაჩინე რომ მატყუებდა მთელი 3 წელი. ტყუილში გამოჭერილმა კი ყველაფერი იკადრა :). აქ ოღონდ მთავარი ეს კი არაა, არამედ ის რომ, სხვა , საერთო "მეგობრებმა" რომ გაიგეს ეს ამბავი, მიზეზით:  ჩვენთვის არაფერი დაუშავებიაო,  დიდი რამე რა მოხდაო, შეცდომები ყველას მოსდისო და ა.შ. და ა.შ ეს ამბავი ჩვეულებრივად მიიღეს და მასთან ჩახუტება განაგრძეს.

მეორე -  გასაბრაზებელი
ერთმა დიდმა ორგანიზაციამ კონკურსი გამოაცხადა ფინანსური განათლების მიმართულებით . რადგან  ჩვენს სკოლაში 2012 წლოდან ვასწავლით ფინანსურ წიგნიერებას,  ეს ჩემი პროექტი იყო, რომელიც დღემდე ჩემმა პედაგოგებმა მოიტანეს და უფრო შეამკეს და გაალამაზეს, ვთხოვე და კონკურსში ჩემმა პედაგოგმა გადააგზავნა მასალა ჩემი ხათეით ( მისი დამსახურება იყო ამ პროექტის სრულფასოვნება) და ფინალში გავედით. მაგრამ ვერცერთი საპროზო ადგილი ვერ ავიღეთ სხვა კონკურსანტებს შორის, რომელთაც ან 2 დღიანი, ან ერთდღიანი და ან ჯერ კიდევ განსახორციელებელი კომპლექსური დავალებები ჰქონდათ წარმოდგენილი ( არადა ეს კომპ. დავალება უკვე მოაშვთეს და ყველა მიხვდა რომ თავად სახელი  დიდი სისულელე იყო და რეალურად პროექტს აკეთებინებდნენ ბავშვებს საშინელი სახელწოდებით).
ძალიან გავბრაზდი და ხმამაღლა ვთქვი- რასაც ვერასდროს ვპატიობ ჩემს თავს და იმედგაცრუებული საკუთარ თავზე დავრჩი, რადგან უნდა მქონოდა უსამართლობის მოლოდინი- არ მქონდა ვარდისფერ სათვალეებში მიბრძანების უფლება. ჩემი პედაგოგიც ვანერვიულე - ადამიანი, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა გამარჯვებას. ჭკუა ვისწავლე? არა მგონია, კვლავაც გავალ და სხვასაც გავუშვებ კონკურსებზე, ასე უფრო შევეგუები უსამართლობას და იქნებ მომეკვეთოს ფრთები ოდესღაც მაინც, თუნდაც ბოროტი, უვიცი, მიკერძოებული და არაკომპეტენტური ხალხის წყალობით .

მესამე - ცხელ-ცხელი და გულდასაწყვეტი

საყვარელი პოეტი მყავდა, რომლის გაცნობის და რომელთან დამეგობრების ბედიც მარგუნა უფალმა. მას რომ ჩემი მოთხრობები მოსწონდა არ ვიცოდი და თავად რომ მომწერა, უბედნიერესი ვიყავი იმ დღეს. რომ გავიგე რომ მისი კრებული არ არსებობდა ბუნებაში, ძალიან დამწყდა გული და დავიწყე ამაზე ფიქრი. მინდოდა მოსწრებოდა კრებულს - აი ეს განცდა მქონდა და მის პესიმიზმს მივაწერდი. ვიმუშავე და ვამუშავე, პარალელურად დასაბეჭდ თანხებზე და რედაქტირებაზე ვფიქრობდი.შევაწუხე ხალხი და  ამ დროს პოეტების სამეგობრო რომ უნდა დამხმარებოდა - ზოგი აბუჩად იგდებდა მის ლექსებს და ზოგი მე - გემოვნებას მიწუნებდა. იმ კონდინციამდე მივიყვანე რომ მხოლოდ რედაქცია მჭირდებოდა და ამ დროს კეთილისმსურველებმა გაჩერება მირჩიეს- ახლა უკეთესებს წერს და დააცადეო. ამასობაში ეს ადამიანი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მერე მთელი ბრძოლები და ომები იყო მისი სახელის დასაცავად- თუმცა ეს სხვა ისტორიაა. მთავარი ისაა რომ გამოიცა მისი წიგნი და ძალიან ბედნიერი ვარ რომ გამოიცა, მიუხედავად იმისა რომ არსად, არაფერში "ვწერივარ", არც მის საღამოში, არსად საერთოდ  - ეს არაა აქ მთავარი. მთავარი ისაა რომ ის ვერ დაესწრება თავის წიგნის პირველ სიოს და ეს ჩემი ბრალია.
The End

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები