ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2024


თუმც მარტოობა ძნელია...

გაფრინდნენ ჩემი მტრედები,
გადაუფრინეს მთებს...
მარტო ვარ, მარტო ვბერდები,
ვიხსენებ განვლილ წლებს.

თუმც მარტოობა ძნელია,
კი ვუმკლავდები ჯერ...
ეს გულიც ვიდრე წრფელია,
გულწრფელ სტრიქონებს ვწერ.

შორს გამიფრინდნენ მერცხლებიც,
გადაუფრინეს მთებს...
თუმც მემატება მეც წლები,
მზე კვლავ მინათებს გზებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები