ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2024


მინდა გეამბორო ბაგეზე

მინდა გეამბორო ბაგეზე,
კოცნის დაგამჩნიო კვალი...
გული სიზმარშიც კი დაგეძებს,
სწვავს თვით სიყვარულის ალი.

მინდა გეამბორო ბაგეზე,
კოცნის გემჩნეოდეს კვალი...
ლექსებს ვკითხულობდეთ ღამეზე,
ვიყოთ სიყვარულით მთვრალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები