ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2024


ნიშანი და გარიგებაც

ხე წამხდარი,ოცნებების სასაფლაო,
დადგეს ცრემლად უხილავი შემოდგომის,
ხის ფერია გარიჟრაჟის საიქაო,
არჩევანი ავდარიდან გადადგომის,
ცის ფერ ლანდებს უნიათოდ ლესენ ქართან,
ცას შეხებულ შემოსილა სალი ბასრი,
არ უნახავს სახილავი ამ ჩემ თვალთა,
ვერ ვივარგეთ ვერ გავტეხეთ მგონი ნავსი,
რახან დარი გადირია სააქაოს,
ავდარივით ჩუმი წყების შეგონება,
წყევლით ვერვინ ვერაფერი გაიქარვოს,
თუ მტერი ხარ ზვავი მთად ნუ გეგონება,
რახან ვტირი,სატირალი მაქვს მე კიდეც,
ასახვევი ჩასახვევი მორჩეს კმარა,
ავიარე მე ცხოვრების ის რომ კიბე,
რომ იტირებს შემოდგომა ამ ერთ წამად,
რახან ტვირთავს, თეთნულდიდან შხარას ვეტყვი,
რაკი გვებრძვის უკეთური თითქოს ზეცა,
აირიოს მტრის დარგულის ყველა ფესვი,
და გავიგო განგმირული მათი კვნესა.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები