ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2024


მარტი და ქალი

ქალი მარტსა ჰგავს, ლამაზღიმილა,
როს უციმციმებს თვალებში ია,
როს გაგითენებს ცისკრას  ოჯახში
და ემსგავსება ის დილას მზიანს.
ანჩხლი ქალიც ხომ მარტს მოგვაგონებს
მოიღუშება, შავ ღრუბლებს შეჰყრის,
ჭექა-ქუხილიც ხშირად გაისმის
მოჰყვება ზოგჯერ გავარდნაც მეხის.
ქალიც მარტივით ცვალებადია,
ხან სითბოს აფრქვევს, სიცივეს ხანაც
და ამიტომაც ამბობენ ალბათ,
მარტი და ქალი ერთმანეთს ჰგვანან.
მარტი ხომ მაინც მშვენიერია,
ლამაზი არის ქალიც ყოველი,
ქალი მზეა და ქალი ვარსკვლავი,
ამ სამყაროში სითბოს მთოველი.
და თუ ხშირ-ხშირად იცვლის ხასიათს,
ესეც უხდება, ის ხომ ქალია,
ხან გაიღიმოს, ხან მოიწყინოს,
ხან იკეკლუცოს, მისი ვალია.
მარტი მიწას რთავს გულმოდგინებით
და ეს ნათქვამი მცდარი როდია,                                                 
ქალი ოჯახს რთავს, გჯეროდეთ, გწამდეთ
ქალი სამყაროს დედაბოძია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები