ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2024


საუბრები დედასთან - ანუ, საკუთარ თავთან

გონება დამიგდე დედაჩემო
გონება სხარტი და უსწრაფესი
უნდა მოგიყვე ჯოჯოხეთზე
უნდა მოგიყვე მოსაცმელზე
რომელსაც ვმალავ

გონი დააცქვიტე დედაჩემო
გული გამოთიშე ცოტა ხანი
მინდა ისმინო ჩემი გლოვა
დანაშაულია ჩემი ვალი
რომელსაც ვმალავ.

ერთი შემომხედე დედაჩემო
იქნებ გამისწორო ერთხელ თვალი
შენი შვილი ვარ დედაჩემო
რომელსაც გულზე ხელით სვავდი
და ახლა მალავ.

ყნოსვა მოიმარჯვე დედაჩემო
იგრძნობ ჩემი ბალიშების შმორსაც
დამჭკნარ ყვავილების სურნელს
საკმეველისა და თაფლის ბოლსაც...
და  შეისმინე

    - თვალი გაახილე ფართოდ
    დამინახე სხეულს მიღმა
    ჩემს ასტრალურ სხეულს ვათბობ
    რომ არ მიმატოვოს იმან
    ვისაც ვმალავ.

    თუ კი დამინახავ ასეთს
    მოყოლაც არ დამჭირდება
    გონება დამიგდე დედი
    გული აღარ დაგჭირდება
    და დამალავ

    და დამალავ ჩემთან ცრემლებს
      რომ მახსენებს დანაშაულს
      ვერ გამოვდექ შენ ნაირი
      და გაფრინდა სამუდამოდ
    ჩემი კატო.

    ჩემს ჯოჯოხეთს დედა არ ჰყავს
    არც ძირი აქვს და არც კარი
    ოღონდ ასე დამინახე
    და არ ვიგრძნო შენს თვალებში,
    რასაც მალავ - შემიბრალე!

დიდხანს მინდა მყავდე დედაჩემო
არ უსმინო ზოგჯერ ჩემს ხმას აწი!
დე, გთხოვ ცრემლებს ნუ დამალავ!
შენ დარდებსაც ნუ დამალავ!
ოღონდ მყავდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები