ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანნა მანიანი
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2024


ცხოვრება, განზრახ

Განზრახ, აღამებ დღეებს,
Აღარ ითვლი არც დარჩენილთ,
Აღარც განვლილთ,
Თუმც რა აზრი აქვს?!
Ვერმოხელთებული წუთები წიკწიკებენ,
Მაჯის საათიდან, ტელეფონის ეკრანიდან
Და იცი არაფერია შესაცვლელი,
Წიკ, წაკ…

Განზრახ გარბიხარ,
Არ უყურებ გზას გასავლელს,
Აღარც განვლილს,
Თუმც რა აზრი აქვს?!
Დიდი ხანია აღარსად გვეჩქარება.
Მდორე დღეების ქუჩები კი
Ჭაობად გაკრავს და დაგახრჩობს
Რომ არ გაიქცე.

Განზრახ წერ,
Დიდი ხანია მიგატოვეს სიტყვებმა,
Და ლექსებსაც, ნაძალადევი იარებივით
Ატყვია სტრიქონები.
საკუთარი ფიქრების სიმყიფე გაფრთხობს,
Და წერ, არაფერზე,
Თუმც ფიქრობ, არაფრის წერა აჯობებდა.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ხურსი, გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს