ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
15 მარტი, 2024


ჩვენ სამნი

გამარჯობათ ურაკპარაკელებო, დიდი ხანია ერთმანეთს არ შევხვედრილვართ და ძალიან მომენატრეთ.  ,,ჩვენ სამნი“ იწერება ჩემი facebook დახურული ჯგუფისთვის ,,ელენეს პიესები“ ის, ასე პატარ-პატარა ეპიზოდებად გამოდის ყოველდღე. ტექნიკური ხარვაზების გამო ძალიან ნუ განმკითხავთ, ესაც ერთგული მკითხველებისთვის შევკრიბე და აქამდე გამოსული ყველა  ეპიზოდები აქ არის. გისურვებთ წარმატებებს!


ჩვენ სამნი

_ ბიჭო, რას უყურებ ამდენი ხანს მაგ ტელეფონში? ადექი, მივხედოთ საქმეს!
_ შეხედე, რა ქალია...
_ შენ რა, თამთა გევასება?
_ ხო, რავი დიდი ხანია რა.) აი, სიამოვნებით დავპატიჟებდი სადმე ლამაზ ადგილას, მისთვის საყვარელ მუსიკაზე ვივახშმებდით, ვისაუბრებით.. 
_ კარგი რა, ვერ ხედავ რომ ბავშვია?
_ ვინ? თამთა? ძმაო შეხედე, მარტო მის გამოხედვას...
_ ეე, ბიჭო სად ხართ აქამდე?!
_ აბა მე რა ვიცი, ამას ტელეფონი ხო ვერ გავაშვებინე ხელიდან.
_ აუ, შემეშვით რა!
_ რა სჭირს?
_ მიდი და კითხე. 
_ შენ რაღა დაგემართა?
_ მოდი, მე და შენ მაინც მივხედოთ საქმეს თორე ზოგიერთები ამაზე საერთოდ არ ფიქრობენ.
**
გამარჯობათ. ჩვენ სამნი ვართ და ეს ამბავიც ასე იწყება. თამთა 25 წლისაა და ამბობს, რომ სანდო ადამიანები აღარ არსებობს. მე გუგა ვარ და ვფიქრობ, რომ ცხოვრება ზედმეტად ხმაურიანია. ეს კი ანრია, რომელსაც წლებია თამთა უყვარს. ყველგან, სადაც არ უნდა იყოს ჩართული აქვს მისი პროფილი. უყურებს მის სურათებს, ვიდეობს.. ამბობს, რომ ადრე თუ გვიან ის შეძლებს და გამოუტყდება თავის გრძნობებში, მაგრამ არ დადგა ეგ დღე, რომ ჩვენც დავისვენოთ და თვითონაც. სამსახურში მაგის ყოფნასაც აზრი არ აქვს. ან ზის და უყურებს მის ისტორიას, (დეიზს) ან ხმას ამოიღებს და ისევ სხვაგან არის. თან ბიჭო, როგორ არ ეზარება, იცის აბსოლიტურად ყველაფერი. რას ჭამს, რას სვამს, რომელია მისი საყვარელი სასმელი? სად და ვისთან ერთად ატარებს შესვენებაზე დროს? მე რო მაგის ადგილას ვიყო, აქამდე ვიმოქმედებდი.
საღამოს ბიჭები ფეხბურთის საყურებლად შევიკრიბეთ და ანრისაც დავურეკე. ბევრი ლუდი, ცოტა მისაყოლებელი და ეკრანზე შენი საყვარელი გუნდი რომ თამაშობს. აი, კაცს ამაზე მეტი რა უნდა ახარებდეს? აჰა მოვიდა, მაგრამ ცოტა უცნაურად გამოიყურებოდა. ტელეფონი ჯიბეში ჩაუდია და დასჯილი ბავშვივით, სადღაც კუთხეში ჩამოჯდა.
ეს ესაა დამთავდა ფეხბურთი და ბიჭებმა ლუდის დამატება გადავწყვიტეთ.
_ ე, ბიჭო ადექი, რა სახე ჩამოგტირის?
_ ბიჭებო, მე უნდა გავიდე რა.
_ რა ხდება? ვერ ვუშველით ამ კაცს?
_ ვერა ძმაო, სანამ ეგ თავის სამყაროშია ჩვენ ვერაფრით ვერ ვუშველით.
**
რამოდენიმე დღის შემდეგ, სამსახურში ვიღებთ მოსაწვევებს ერთი ძალიან საინტერესო კომპანიიდან. როგორც ჩანს რაღაც პროდუქტის წარდგენა იქნება. საღამოს მეორე ნაწილი კი დაეთმობა ელექტრონულ მუსიკას. ერთი შეხედვით მე ვერ მომხიბლა ამ ამბავმა, მაგრამ როგორც კი ანრის ანთებული სახე დავინახე მაშინვე მივხვდი, რომ თამთაც იქ იქნებოდა. ხო, კარგი ჯანდაბა ამ ერთხელ ძმაკაცის გამო წავალ. ან ახლა რა უნდა იყოს ისეთი, რომ მე არ მომეწონოს?
სამსახურის მერე უცებ სახლში ავირბინე, მოვწესრიგდი, გამოვიცვალე და წავედით. აი, ხო ვამბობდი, რომ არ მოვიწყენდი? თანაც იქ იმდენი ნაცნობი შემხვდა გაღიმებით უფრო დავიღალე, ვიდრე საუბრით. შენ ანრი ეძახე და საღამოს პირველი ნაწილი დასრულებული არ იყო, რომ ორივე სადღაც გაუჩინარდა. საინტერესოა ახლა რაზე საუბრობენ?
**
_ კარგია, რომ აქ ხარ.
_ ხო, კარგი საღამო გამოვიდა.
_ ეს იმიტომ რომ შენ ხარ აქ?
_ რატო მე და არა სხვა? აქ, ხომ უამრავი ხალხია.
_ შენ იმიტომ, რომ განსაკუთრებული ხარ.
_ სასმელი გათავდა.
_ წავალ და მოვიტან.
_ არა, დარჩი! შენ იცი, რას ვაკეთებ როცა ვგრძნობ რომ ადამიანს საშინლად მოვწონვარ?
_ რას?
_ ... _ თამთამ მოულოდნელად აკოცა.
_ სად მიდიხარ?
_ უკვე გვიანია, სახლში უნდა დავბრუნდე.
_ მოიცადე, ცოტა ხანს კიდევ დარჩი.
_ არა, უნდა წავიდე.
_ კარგი, მაგრამ მიპასუხე: რატომ მაკოცე?


-2-

- გუგა, როგორ ხარ?
- კარგად შენ?
- შენი უჩინარი მეგობარიც აქ ყოფილა. _ თამთამ თავისთვის ჩაილაპარაკა.
- რა თქვი?
- არა, შენ არაფერი.)
**
ანრის იმ საღამოს შემდეგ თამთა აღარც უხსენებია. პირიქით, თავს არიდებდა კიდეც მასზე საუბარს. თითქოს დასრულდა მათი ამბავი, მაგრამ რას გაიგებ. სახლში ახალი მისული ვიყავი და არ ვიცი რატომ გადავხედე თამთას პროფილს. ერთი შეხედვით საინტერესო ვინმე ჩანს, მაგრამ ზედმეტად დასტრესილია. აზიარებს სხვადასხვა ფსიქოლეგების სიტყვებს და გეგონება ცხოვრება უკვე თავზე ჩამოენგრა. ბოლოსაც რომ ვნახე მარტო მომეჩვენა, ყველაფრით მარტო. თამთას ვიცნობ წლებია, საყვარელი გოგოა და თანაც ძალიან მონდომებული. მართალია იდიალური მეგობრები არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ მაინც დამაფიქრა მის მდგომარეობამ. ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი კარგად აქვს. რო შეგხვდება მაშინვე მისი ენერგეტიკა შენზეც გადმოდის, მაგრამ საკმარისია ზურგი შეგაქციოს გრძნობ, რომ რაღაც ძალიან აწუხებს. კარგი, გავანებე თავი მის პროფილს და ისევ ხვალინდელზე დავიწყე ფიქრი. უფროსმა წამოსვლამდე დაგვიბარა, რომ ხვალ ყველა დილის 9_ზე ოფისში უნდა ვიყოთ. არადა ფეხბურთია, ამ თამაშს კი ნამდვილად ვერ გავმაზავდი. ამის შემხედვარე კი გახდა კიდეც ღამის
2_ საათი და როგორ გინდა ახლა დაიძინო? ასეთ დროს ერთი გარდამტეხი მომენტი არსებობს. ფიქრი ჩაძინებამდე და გაიხედავ და უკვე დილაა.
იმ დღესაც არ მოვიდა ანრი სამსახურში. ასე დავაცადეთ რამოდენიმე დღეც და ისევ ჩვენ მივაკითხეთ სახლში.
**
_ წამოდი, ბიჭები ბარში ვაპირებთ წასვლას.
_ თქვენ წადით რა, მე თავი არ მაქვს.
_ კი, მაგრამ რა მოხდა ეგეთი?
_ დაივიწყე რა ეგ თემა ვაფშე.
_ მე კი დავივიწყებ, მაგრამ შენ ახლა ადექი და გამოდი გარეთ. როდემდე უნდა იჯდე სახლში? ტეხავს ძმაო.)
_ მოდით, დღეს უჩემოდ წადით და შემდეგში უეჭველი წამოვალ.
_ კარგი ბატონო..!
**
ნეტა გამაგებინა რა მოხდა იმ საღამოს, რომ ეს ასეთ დღეშია? ანრი საერთოდ მოწყდა გარე სამყაროს. სამსახურში ეგ არ დადის, სოციალური ქსელიც დახურა და მგონი თვითონაც დაკარგულია. ოხ, ეს ქალები.. და მერე იტყვიან მარტო ჩვენ გვაქვს გრძნობები და მარტო ჩვენ განვიცდით. აჰა შეხედეთ ამ კაცს, ჩამოდნა სადაცაა. არა, თქვენ საიდან დაინახავთ, მაგრამ მაინც. რამოდენიმე დღის შემდეგ თამთა მწერს და მეკითხება რაღაც კომპანიის შესახებ და მეც ვითომ გამეგებოდეს ამ საქმიდან რამე ძალიან ოფიციალური პასუხი დავუბრუნე. ეგ იყო და ეგ..
არ გაჩერდა..! ბევრი ლაპარაკი, რომ უყვარდა ვიცოდი, მაგრამ წერაც როგორ არ ეზარება? ისე საინტერესო ვინმე კი ყოფილა. ფათერაკებით აღსავსე თავგადასავლები გამოუვლია და ახლა მესმის რატომაც არის ასეთი ემოციური. ბიჭო თან რო არ გინდა მოწყდე ისეთი საუბარი იცის და მეც რო მისი ჭკუის გამხდა. 25 წელი მაინც და მაინც პატარა არ არის, მაგრამ თავის ასაკზე ბავშურია კიდევ. ბევრი ვიცინეთ, იმან თავისი გაიხსენა, მე ჩემი.. იმ საღამოს როდის ჩამეძინა არც მახსოვს, ალბათ დილის 5_ საათზე ძლივს შეველიეთ ერთმანეთს. მეორე დღეს, როცა ვიცოდი ჩვენთან ოფისში მოსვლას არ აპირებდა დავინახე. ხო დავინახე, როგორ ახლოს იდგა ანრის წინ და რაღაცაზე ძალიან ხმადაბლა საუბრობდნენ. მახსოვს იმ მომენტში ძალიან უცნაური შეგრძნება დამეუფლა, თითქოს გავბრაზდი და არ ვიცოდი ეს როგორ გამომეხატა. ეს იყო და გაუაზრებლად დავიყვირე ,,ანრი მიხედე საქმეს!" ორივემ ისე გაოცებით შემომხედა გეგონება მე კი არა ვინმე საშინელებათა ფილმის გმირს უყურებდნენ. ხო, ვერ მოვთოკე ვერ ემოცია და ვერც ხმა. წასვლამდე თამთას ერთი ორი მეც გამოველაპარაკე:
_ აბა მოსვლას არ აპირებდი?
_ ასე გამოვიდა. კარგი, მე უნდა წავიდე.
_ კარგი წადი.
_ ხო, მივდივარ.
_ ხო და წადი.)

- 3 –


გამარჯობათ. მე თამთა ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ჩემი მეგობარი აუცილებლად მეტყვის: ,,იქნებ შეწყვიტო, სანამ ეს ყველაფერი ძალიან შორს წავა". მეც ძალიან ჩვეულებრივად ვცდილობ ავუხსნა, რომ ჩემსა და გუგას შორის არაფერი მოხდება. ,,აი, ერთ დღეს გამიხსენებ.. მასზე ძალიან შეყვარებული იქნები და როცა ისევ უკან დახევას გადაწყვეტ გაგიჭირდება." ვინ გუგა? შანსი არაა, მე შემიძლია ჩემი თავი ვმართო იქამდე, სანამ ამის შესაძლებლობას მე მივცემ. აი, თუ მივუშვი მერე მეც არ ვიცი რა შეიძლება მოხდეს. გუგას მიმართ ადრე რაღაცეები ხდებოდა ჩემში, მაგრამ შევეშვი მაგაზე ფიქრს, რადგან ვიცოდი, რომ აზრი არ ჰქონდა. ვინ ანრი? კარგით რა, რა ანრი? კარგი ადამიანია, საყვარელი, მაგრამ მას თავისი ცხოვრება აქვს, ჩემგან რადიკალურად განსხვავებული. იმ საღამოსაც ცოტა დავლიე, სასიამოვნო საღამო იყო და ნუ ხო ვაკოცე, მაგრამ ეგ მხოლოდ კოცნა იყო და მეტი არაფერი. ასეც, რომ არ იყოს იმ საღამოს შემდეგ თვითონაც თავი შორს დაიჭირა ჩემგან. იმ მომენტში არ მესიამოვნა, მაგრამ დრო რომ გავიდა უფრო დავაფასე ეგ მიდგომა. ეგრე რომ არ ყოფილიყო დღეს ალბათ ძალიან ბევრჯერ ვატკენდით ერთმანეთს. ვფიქრობ, სულ სხვადასხვა ადამიანი ვიყავით და დღეს უბრალოდ დარჩა ის საღამო, როგორიც იყო.)
**
_ უკვე მიდიხარ?
_ ხო, აბა დარჩა რამე რაც არ მინახავს?
_ დარჩი და ცოტა ხანში ძალიან კარგი მუსიკა იქნება. აი, ისეთი შენ რომ გიყვარს.
_ და რომელია მუსიკა, რომელიც მე ძალიან მიყვარს?
_ ეგ ხომ ისედაც ყველამ ვიცით, შენ თავს ყველაზე კარგად გრძნობ მაშინ თუ გემრიელი სასმლია და Dj კარგ მუსიკას უკრავს.
_ ხო და სხვაგაშორის მეც ვაკეთებ ახლა ახალ მუსიკას.
_ მართლა? შენ ყველაფრით როგორი ნიჭიერი ყოფილხარ.
_ ერთხელ ამოდი ჩემთან სტუდიაში და მოგასმენინებ.
_ სიამოვნებით.
**
მინდოდა, რომ იმ საღამოს ყველაფერს კარგად ჩაევლო. შევუკვეთე პიცა, გავხსენი ღვინო, რომელიც მეგობარმა გასულ კვირას ამომიტანა. აი, უკვე მზად ვიყავი ყველაფრისთვის და მირეკავს გუგა:
- მანქანას ვერ ვაჩერებ, გარეთ ადგილი არ არის.
- დამელოდე, ჩემს პარკინგზე გაგაჩერებინებ.
მანქანა გავაჩერეთ და ამოვედით სტუდიაში. ისიც ასე ერთი ბოთლი ღვინით მოვიდა. ,,ასე გამოდის, რომ ამ საღამოს ნახავ რა შემიძლია ორი ჭიქის შემდეგ?" ცოტა ვიცინეთ ამაზე და ამასობაში გაშინაურდა კიდეც. აკვირდებოდა კლავიშებს, მიკროფონს, ყურსასმენებს... და ალბათ ყველაფერს რაც ჩემს სტუდიაში იყო. მეც სანამ მეორე ჭიქაზე გადავიდოდით ჩავრთე ის მუსიკა, რომელზეც მუშაობა უკვე დამთავრებული მქონდა. სახეზე ეტყობოდა, რომ ძალიან მოეწონა, მაგრამ ვერაფრით წამოვაყენე ფეხზე, რომ ცეკვა ჩემთან ერთად გამეგრძელებინა. აი, მეც ცოტა სული მოვითქვი და მასთან პირისპირ ჩამოვჯექი.
_ გისმენ, მომიყევი შენს შესახებ, ვინ ხარ? რატომ მოხვედი? _ ამ დროს მასთან კიდევ უფრო ახლოს მივიწიე.
_ გაინტერესებს, აქ რატომ მოვედი?
_ მე ყველაფერი მაინტერესებს შენს შესახებ.
_ მე გუგა ვარ და არ მიყვარს მაღალი მუსიკა, მაგრამ აქ მოვედი იმისთვის რომ ეს მომესმინა.
_ მე თამთა ვარ და ძალიან მიყვარს ადამიანი, რომელიც პირდაპირ ამბობს სათქმელს.
_ მაპატიე, არ მინდოდა..! _ გუგამ მეორე ბოთლის გახსნის დროს ღვინო გადამასხა.
_ კარგი არაფერია. წავალ, შხაპს მივიღებ და დავბრუნდები.
_ რას გააკეთებ?
_ ხო, თორე ნამდვილად არ მინდა თავზე ღვინის სუნი ამდიოდეს.
_ შენ რა, სტუდიაში საშხაპეც გაქვს?! _ ამას ოდნავ ხმამაღლა სტუდიის ოთახიდან მეკითხება.
მე დავიწყე შხაპის მიღება და ჯანდაბა წყალი არ ცხელდება. ,,გუგა, შეგიძლია აივანზე გახვიდე და წყლის გამათბობელს გრადუსები მოუმატო?" გაოგნებული, ჯერ ეძებდა აივანს სად იყო და როგორ იქნა იპოვა. ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც მე ვუთხარი და ახლაც წარმომიდგენია მისი სახე, როგორ ზის და მელოდება. მიკვირს, როგორ ეყო ამდენი ნებისყოფა. ახლა მეორე პრობლემა: ტანსაცმელი გარეთ დავტოვე და შიგნით მხოლოდ ერთი პატარა პირსახოცით ვიყავი. ,,გუგა, ახლა გამოვდივარ და თუ რამე მოხდება ყველაფერზე მარტო მე არ ვარ პასუხისმგებელი!" ვყვირი ხმამაღლა და როგორც კი ერთი ფეხი გადმოვდგი საშხაპედან მაშინვე გავიქეცი ტანსაცმლისკენ. წესით აქ ადამიანი ბევრი რამის დანახვას ვერც მოასწრებდა. ,,რას აკეთებ, გააფრინე?" გუგა ადგა და ოთახში ყველა ფარდა გადაწია.
_ შეგიძლია შარვალი მომაწოდო? _ მე ამ დროს დივანს უკან ვარ ამოფარებული, ზედა ტანს კი იმ პატარა პირსახოცით ვიფარებდი.
_ მიდი და აიღე.
_ აუ, კარგი რა.
_ და საერთოდ მე მივდივარ აქედან!
_ არ მეგონა ასეთი სუსტი ნებისყოფა თუ გქონდა. _ მეც ავდექი და ავიღე შარვალი.
_ შენ არ ხარ ნორმალური. გეფიცები, არა ხარ ნორმალური!

-4-

გამარჯობათ.მე ვარ 40 წლის და ახლა ვიცნობ ჩემს თავს. ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ გამომივლია და თუ აქამდე მითქვამს ,,ადამიანი ვერაფრით ვეღარ გამაკვირვებს" ეს მარტო ერთმა პატარა გოგომ მოახერხა. თავიდან ხო მასზე გაფიქრებაც ზედმეტი იყო, მაგრამ ახლა მასთან ერთად მეც მისი ჭკუის ვხდები. აქვს საოცარი ფანტაზიის უნარი და შანსი არაა რამე მოუნდეს, მეც მაშინვე ვიღებ ყველანაირ გამოწვევას. მუსიკოსია, მე ბევრი ვერაფერი გამეგება მაგ საქმეში, მაგრამ უნდა ვაღიარო უდაოდ ნიჭიერია. ორი დღის წინ, ჯერ მომწერა და გამაფთხილა, რომ დარეკვას აპირებდა. მახსოვს სამსახურში ვიყავი და როგორც კი მისი ზარი დავინახე ტელეფონზე პატარა ბავშვივით ფორიაქი დავიწყე. მოვწყდი ბიჭებს, სამსახურს და საკმაოდ შორს ვიყავი გასული, რომ ვუპასუხე. ისიც ისეთია მაშინვე მიხვდა ხმაზე, რომ კიბეზე ჩავირბინე. მასთან ერთი-ორჯერ ასაკზეც კი დავიწუწუნე, მაგრამ მას რო ჰკითხო ეს ერთ-ერთია, რაც ჩემში ყველაზე მეტად მოსწონს. ვერაფერს მოატყუებ, შანსი არაა ეს არ გამოგივა. თამთა შეიძლება დააკვირდეს ყველა შენს გამოხედვას, გრძნობს ყველა შენს მოქმედებას, თუ მითუმეტეს მის მიმართ არის განხორციელებული. უყურებს და იმახსოვრებს ისეთ დეტალებს, რაც მეც კი აღარ მახსოვს. ერთი შეხედვით ბავშურია, მაგრამ რაც ბოლო პერიოდში აღმოვაჩინე ზოგჯერ ყველაზე შეშლილი მგონია. გადატანილი აქვს მძიმე დღეებიც, მაგრამ ისე იწყებს ამაზე საუბარს, მშვიდად, გაწონასწორებულად.. რომ გაოცებული ბოლოს მაინც მე ვრჩები. არ ვიცი, ახლა რომელი ფაქტი უნდა მაოცებს. ის რომ 40 წლის კაცი 20 წლის ბიჭს დავემსგავსე, თუ ის, რომ თამთა არის გოგო, რომელიც ძალიან მხიბლავს.
**
_ შენ სულ ეგრე მგზავრობ?
_ ეგრე როგორ?
_ აი, შენი ფეხები...
_ ა, ხო ჩამოვწევ თუ გინდა?
_ არა, იყოს! შენ თუ კომფორტულად ხარ.
_ სად მივდივართ?
_ ქალაქ გარეთ, ერთი ძალიან ლამაზი ადგილი აღმოვაჩინე და ვფიქრობ მოგეწონება.
_ მგონი ვიცი ეს ადგილი.
_ მართლა?
_ ხო, უბრალოდ მე, რომ ვიყავი მაშინ ეს ტბა გაყინული იყო.
_ ვისთან ერთად იყავი?
_ ანრისთან ერთად.
_ ჩამოყავი შენ ეგ ფეხები და ახლა რასაც გეტყვი კარგად დაიმახსოვრე. ვინც აქამდე იყო შენს ცხოვრებაში Ok, მაგრამ ამიერიდან შენ ჩემი გოგო ხარ.
_ გადააყენე მანქანა.
_ მოიცადე, ცოტაც და მივალთ.
_ გადააყენე მანქანა თუ არ გინდა ავარიაში მოვყვეთ...)
**
ის დღე იყო მართლაც ყველაზე დასამახსოვრებელი. მეც ყველანაირად ვეცადე მისთვის შემერჩია ადგილი, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობდა. თითქოს ყველაფრისგან მოწყვეტილი იყო იქაურობა, მაგრამ დაბინდებისას ჩვენი ფანჯრებიდან მაინც მოჩანდა ხმაურიანი ქალაქი. გარშემო დასახელება კი იყო, მაგრამ მაინც ისეთი სიმშვიდე იყო, თანაც რა ჯობია, როცა საყვარელი ქალი შენს მკლავებშია მოქცეული. ახლა, ამაზე მეტი რა უნდა ინატრო კაცმა..? მოკლედ, რომ ვთქვათ საჩემო ადგილიც იყო. არ ვიცი, ალბათ ადამიანი რაღაც კონკრეტულ ასაკში კონკრეტულ ეტაპს გადის. მე კიდევ დავიღალე ხმაურით და ახლა სიამოვნებით დავჯდებოდი და ისევ ისე მოვუსმენდი თამთას დაუსრულებელ თავგადასავლებს. ალბათ ისევ შემეკითხებოდა ჩემი პროფესიის შესახებ და მეც ვუპასუხებდი, რომ ,,მე არ ვმუშაობ ჩემი პროფესიით". მთხოვდა კიდევ ერთხელ გამეხსენებინა პირველი ნაბიჯები, როცა დამოუკიდებელი გავხდი. 40 წელი ცოტა არ არის და ხო, მეც მქონდა თავგადასავლები.
_ ყველაზე უხერხული მომენტი, რაც ქალთან ყოფნის დრო დაგემართა?
_ ისეთი არაფერი.
_ მიდი რა, მომიყევი.. _თამთა ჩამომეკიდა.
_ ერთხელ ერთ გოგოს ძალიან მოვწონდი და თანაც ისე, რომ სხვა ქვეყნიდან ჩემს გამო ჩამოვიდა.
_ მერე?
_ მერე დავხვდი, სასტუმროში წავიყვანე.
_ მერე?
_ თამთა, თუ დამაცდი ბოლომდე მოგიყვები.
_ კარგი ხო. _ აქ, ძალიან ბავშური სახე მიიღო.
_ მერე ის, რომ დავტოვე და წამოვედი.
_ და აქ უხერხული მომენტი, რომელი იყო?
_ მთელი გზა ტელეფონში მისი გინება მესმოდა.
_ ვახ.
წამოსვლამდე კიდევ ერთხელ გადავხედე იქაურობას და ვგრძნობდი, რომ ეს აღარ განმეორდებოდა და თანაც თამთასთან ერთად აქ აღარ ამოვიდოდი. ისევ ისე, ჩავკიდე ხელი და წავედით ქალაქისკენ. წასვლამდე მისი გამოხედვაც კი სხვანაირი იყო. თითქოს ბედნიერი იყო ის დღე, რომ ერთად გავატარე, მაგრამ მაინც სევდიანი. მთელი გზა მანქანაში წყნარი მუსიკა მქონდა ჩართული. ორივე ჩუმად, რაღაცაზე ჩაფიქრებულები გავყურებდით გზას.
_ მასე ნუ მიყურებ.
_ კარგი..
_ არა, შემომხედე.
და სწორედ ეს გამოხედვა იყო, რომელიც ჩემზე ასე კარგად მოქმედებდა. ხელი ჩამკიდა და მეუბნება ასეთ სიტყვებს. ,,მადლობა დღევანდელი დღისთვის.. ბოლოს აღარც მახსოვს ასეთი ბედნიერი, როდის ვიყავი..." თამთა ყოველთვის გამოირჩეოდა ყურადღებით. არასდროს არ ენანებოდა სითბოს და სიყვარულის გამოხატვა და მე ამას სულ ვგრძნობდი მისგან.
_ წასვლის დროა და როგორ ფიქრობ შევხვდებით ისევ ერთმანეთს?
_ ხო, აბა რა..
_ მომენატრები.
_ კარგი, გეყოფა ახლა სენტიმენტალური ამბები და სახლში რო ახვალ მომწერე.)


-5-
დილით თავის ტკივილით გავიღვიძე და მერე გამახსენდა, რომ წინა ღამეს ძალიან ბევრი დავლიეთ. ასეთ დროს, როგორც წესი წყალით სავსე ბოთლი თავთან უნდა იდგეს და მერე, როგორმე შხაპის მიღება შევძლო. გუგას გაღვიძებას აზრი არ ჰქონდა და ისევ მე მივიტანე სხეული მაცივართან. ეს იყო და მეგონა გადავრჩი, მაგრამ ვგრძნობ, როგორ მეცლება ფეხებში ძალა. მტკიოდა ალბათ ყველა კუნთი, მიშრებოდა ყელი, ტრიალებდა ყველაფერი... მახსოვს, გვიან ზამთარი იდგა, მაგრამ ნუში უკვე გაყვავებულიყო. ალაგ-ალაგ ნარცისებიც ამოსულან. არადა ამისთვის მეტისმეტად ადრე მეჩვენებოდა, თუმცა როდის იყო გაზაფხულს ლოდინი უყვარდა?
,,დილამშვიდობისა..! როგორ გეძინა?" გუგა მეკითხება და ისიც თავს ძლივს წევდა ბალიშიდან. ამის შემდეგ ალბათ კიდევ ნახევარი საათი დამჭირდა გამეაზრებინა რამდენი დავლიე და მერე წარმოდგენაც არ მინდა, რისი გაკეთება შევძელი. გუგა წამოდგა, ეს იყო ჩაიცვა და თქვა ,,კარგად ვარ" და ისევ უკან გადაეშვა ზურგით საწოლზე. იხსენებდა ყველაფერს, როგორ ვითვლიდი ღვინის ბოთლში ჭიქების რაოდენობას, როგორ ვცეკვავდი მაღალ მუსიკაზე და მერე, როგორ ვუხსნიდი სიყვარულს სადღეგრძელოებით.
- -
_ რას გაუმარჯოს?
_ ტკბილ მოგონებებს!
_ შენ რა უკვე დათვერი? არადა მგონი მეორე ჭიქაა.
_ ცდები ეს ჯერ მესამეა.
_ შენთვის რომელია ტკბილი მოგონება?
_ არ ვიცი, ეგრე ბევრია და ვერ გამოვარჩევ.
_ ჩემთვის ეს მომენტი იქნება ხვალიდან ტკბილი მოგონება, რომელსაც ვიცი ხშირად გავიხსენებ.
_ მაინც რომელი?
_ აი, ცოტა ხნის წინ შენივე პაროდია რომ გააკეთე.
_ ხო, ეგ მართლა ძალიან სასაცილო იყო.
_ აუ, მუსიკას აუწიე რა ცეკვა მინდა.
_ კარგი, მოდი ჩვენს მიზნებს გაუმარჯოს.
_ მე&შენ და ჩემ მიზანს გაუმარჯოს!
_ ეგ არის შენი მიზანი?
_ იყო და დღეს უკვე მიღწეულია.
_ მაშინ გეთანხმები მიაღწიე შენს მიზანს.
_ და კოცნა?
_ აი, ახლა, ეგ ჩემი მიზანია..!
**
,, რა გინდოდა? რატომ დაიწყე?!" გუგა ამას ზოგჯერ ხმამაღლა მეკითხება და მეც ვპასუხობ, რომ ,,შენ ხარ ადამიანი. ჩემი ადამიანი!" აქამდე მეც გამოვირჩეოდი მცირე სასიყვარულო ურთიერთობებით, თუმცა თავი ბედნიერ ქალად არასდროს მიგრძვნია. გუგამ კი ეს ძალიან მოკლე დროში მოახერხა. მას აქვს ქარიზმა, რომელიც მხიბლავს და არის ძალიან პუნქტუალური. ყველა საქმეს, რასაც ხელი არ უნდა მოკიდოს აკეთებს ხარისხიანად. აკეთებს იშვიათად, თუმცა პროდუქტს რომელსაც თავად ქმნის საბოლოოდ მაინც კარგი გამოსდის. ამას ყველა ვერ შეძლებს და გუგას აქვს მაგის ნიჭი. არ ვიცი, გითხრათ თუ არა მაგრამ მისი ასაკიც ერთ-ერთია, რაც ჩემში ხიბლს იწვევს. მე არასოდეს ვარ გამჭვირვალე მეგობრებთან, არ ვსაუბრობ ოჯახის წევრებთან ჩემს შიშებზე, ნაკლზე, შეცდომებზე... გუგა კი არის ადამიანი, ვინც თამთა გაიცნო ისეთი, როგორიც სინამდვილეშია. ახლაც, როცა ვცდილობ ამბავის გადაკეთებას მაშინვე ამ სიტყვებს ამბობს: ,,ნუ მასწავლი შენ თავს". ყველაფერი იმაზე კარგად იყო, ვიდრე წარმოვიდგენდი. დღეებს, რომელსაც ერთად ვატარებდით უფრო და უფრო ზღაპარს ემსგავსებოდა. იქ, ყველაფერი იმდენად ფერადი იყო, რომ შეუძლებელი იყო კიდეც, რომ ცუდზე გეფიქრა... მე ყველაფერთან ერთად რეალისტი ადამიანი ვარ და ყოველთვის მქონდა შეგრძნება, რომ სადღაც მაინც იდგა დასარული. სადღაც, მაგრამ ვერ გამეგო სად..?
**
_ მეშინია, რომ ოდესმე ეს ყველაფერი დასრულდება.
_ ნუ ფიქრობ იმაზე, რაც არ მოხდება.
_ აი, ხო შეიძლება ერთ დღეს გადაგიყვარდე?
_ კარგი რა, გაუშვი მაგ საყვარელი თავიდან ცუდი ფიქრები.
_ ჩამეხუტე.
_ მოდი ჩემთან!
**
ის დღე იყო და მეგობართან ლაბორატორიში შევიარე. ცოტა უცნაური მეგობარი მყავს. ძალიან უყვარს მარწყვის ტორტი და ახლა ხსნის კაფეს, რომელსაც არქმევს ,,დესერტების ლაბორატორიას". დღესაც, რო ვეკითხები ეს რატომ დაარქვა? მპასუხობს: ,,ინფორმაციას ვერ გავცემ, კონფიდენციალურია." კაფეში შევედი თუ არა მისი სახის გამომეტყველება მაინც და მაინც არ მომეწონა. ,,ეს შენი გუგა არ არის?" ვხედავ მის პროფილს მაჩვენებს. მეც ძალიან მშვიდად თავი დავუხარე. ,,ხო და გადაეცი, შეეშვას ...." მეუბნება გოგოს სახელს, რომელიც არც ისე უცხო იყო ჩემთვის. თავიდან კარგად ვიცინე ამ ყველაფერზე, რადგან ვერასდროს წარმოვიდგენდი გუგას თუ სიმღერა შეეძლო. ის დღე იყო ვეცადე ემოციას ძალიან არ ავყოლოდი და მეორე დღეს ტელეფონზე ისევ მხვდება ზარი ჩემი მეგობრისგან. ერთ ამბავს დაემატა მეორე, მესამე და მივხვდი, რომ ტყუილში ყოფნას ისევ საუბარი სჯობდა.
**
_ არ ვიცოდი შენ სიმღერაც თუ შეგეძლო...
_ ვერ ვხვდები, რას მეუბნები?
_ (და ტელეფონში ვურთავ თავისივე ხმას) ეს შენთან საიდან მოხვდა? ნუ ხო, გასაგებია...
_ არაფერს იტყვი?
_ რა უნდა ვთქვა, არაფერია აქ სათქმელი.
_ თუ მეტყვი, რომ ეს გოგო მოგწონს გავიგებ...
_ კარგი რა, რა მომწონს?
_ გუგა, ჩვენ ხომ შევთახმდით, რომ თუ ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ვინმე სხვა, ამას ჯერ ჩვენ ვეტყვით ერთმანეთს?
_ ხო და ეგრეა, არაფერი არ შეცვლილა...


-6-
შუადღე იყო და მახსოვს საღამოს მეგობრები ბარში ვიკრიბებოდოთ. დილიდან თავს მაინც და მაინც კარგად არ ვგრძნობდი. როგორცი კი შხაპის მიღება დავიწყე ტანის ლოსიონის სუნზე ცუდად გავხდი. ჭამითაც ვერაფერს ვჭამდი, მაშინვე გული მერეოდა. ერთადერთი რაც შვებას მაძლევდა ჯდომა ან ძილი იყო. ბევრი არც მიფიქრია, ის საღამო სახლში დავრჩი. დილით, რო მეგონა 10_ საათია, ვიღვიძებ და შუადღის 2_საათი იყო უკვე. მახსოვს, როგორც კი საწოლიდან ფეხი გადმოვდგი თავბრუ დამეხვა. ტელეფონს დავხედე და მამაჩემის გამოტოვებული ზარები დამხვდა. კარებზე კი ჩემი მეგობარი იყო და ისე აკაკუნებდა გეგონება კარები ჩამოიღო და ეგ არის. როგორ მივედი იქამდე მართლა არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს მაგდას სახე, როგორც კი კარები გავაღე.
**
_ ცოცხალი ხარ?! გირეკავ დილიდან, სამსახურში შენ არ მოხვედი, მოვედი და რა არის ეს? ბოშა ქალს გავხარ... _ მოვიდა და ჯერ პირი ერთი წუთითაც კი არ გაუჩერებია.
_ მაგდა ჯერ ამოისუნთქე და მერე ვეცდები, შენს ყველა შეკითხვას პასუხი გავცე.
_ გისმეს.
_ არ ვიცი, მგონი მოვიწამლე. გუშინდელის მერე გული მერევა და სულ ძილი მინდა.
_ კარგი, წავალ და წამალს ამოგიტან. გინდა კიდევ რამე?
_ არაფერი, უბრალოდ მინერალური წყალი მიყიდე.
არ იყო გასული 15 წუთი და მაგდა ბრუმდება ორსულობის ტესტით. ზუსტად მახსოვს ჩემი რეაქცია, როდესაც ტესტმა დადებითი აჩვენა. დავიწყე კანკალი, ტირილი, სიცილი... ჩავიკეცე და ჩემს თმას მჭიდროდ ჩავჭიდე ხელი. იქამდე ვიყავი ჩაკეტილი ოთახში, სანამ არ დავიწყე საკუთარ თავში იმის გარკვევა: გამიხარდა თუ პირიქით, ჯერ არ ვიყავი მზად ამისთვის? ვერაფრით მოვიცდიდი და მეორე დღესვე წავედი კლინიკაში, როგორც კი ქალმა ჩემს მუცელს აპარატი შეახო მაშინვე გავიგე გულისცემის ხმა. ეს ხმა იყო, რომ აზანზარებდა კედლებს. ვუყურებდი ეკრანს და ერთადერთი რაც ექიმს ვკითხე ,,კარგად არის?" მიპასუხა: ,,გილოცავთ, თქვენ ხუთი კვირის ორსული ხართ!" ოთახში მარტო მე ვიყავი, არც კარების მიღმა არავინ მელოდებოდა. ხელში მეჭირა ჩემი შვილის სურათი და ნამდვილად არ ვიცოდი, საით უნდა წავსულიყავი. მახსოვს პირველად, როდესაც გუგას ეს ამბავი ვუთხარი უფრო ყურადღებიანი გახდა. ,,კარგია, ახლა უფრო მოვეფერები შენს მუცელს". ხშირად მეკითხებოდა რამე ხო არ მჭირდებოდა, ან როგორ ვიყავით ჩვენ ორნი? გადიოდა დღეები და სარკეში ჩემი თავი უფრო და უფრო მომწონდა. ჩემი სახე უფრო დამშვიდებული იყო, თვალის უპეებიც ამოვსებული და არც უძილება მაწუხებდა ძალიან. ერთადერთი რაზეც მთელი გული ვიტირე შემწვარი ქათამი იყო. ხო, აი ასე როცა კურიერმა KFC მომიტანა და ჭამა დავიწყე გავიაზრე, რო ქათამი მანამდე ცოცხალი იყო და მე იმ დროს ვჭამდი. ტელეფონზე გუგას ზარი და კითხვა ,,რა წამოგიღო?" ჩემთვის უდიდესი ბედნიერების ტოლფასი იყო. მეც ვპასუხობდი, რომ ,,თეთრი შოკოლადი". გუგა იცოდე, რომ დღემდე მაქვს შოკოლადის შეფუთვა შენახული. ხო, ასე ვიცი, მიყვარს მსგავსი ნივთების შენახვა. მას შემდეგ მეც და ჩემ შვილმაც ბედნიერი ერთი კვირა გავატარეთ. მეორე ვიზიტმაც ექიმთან კარგად ჩაიარა. ალბათ იყო გასული ორი დღე და დამეწყო საშინელი წელის ტკივილი. ღამე იყო და დავაბრალე გადაღლილობას. ის ღამე დავიძინე და მეორე დღეს ვურეკავ ექიმს და ისიც მაშინვე მეუბნება, რომ აუცილებლად უნდა მოხვიდე კლინიკაში. ექიმი ისევ ისე ეხება აპარატით ჩემს მუცელს, ჩამოვარდა წყვდიადი სიჩუმე. ექიმები უყურებენ ერთმანეთს და მეც მათ თვალებში იმედგაცრუებას ვხედავდი. ,,რა ხდება? გულისცემა რატომ არ ისმის?" დაბნეული ვეკითხები ექიმს. ,,მიდი, კიდევ ერთხელ სცადე". ახლა ისევ თავიდან, ისევ გაიმეორეს ის მოქმედება და კვლავ ის საშინელი სიჩუმე. ,,ვწუხვარ, მაგრამ ორსულიბა შეწყვეტილია." ვერ დავიჯერე, შეუძლებელი იყო დამეჯერებუნა რომ მე და ჩემ შვილმა მხოლოდ რამოდენიმე კვირა გავატარეთ ერთად. მითხრეს აბორტი, მაგრამ კლინიკაში არ გავჩერდი და მაშინვე დავბრუნდი სახლში. მერე მქონდა საკუთარ თავთან დიალოგი:
_ შენ შეგეშინდა. ხო, შეგეშინდა პასუხისმგებლობის აღების.
_ არა, მე ვიყავი მზად ამ ყველაფრისთვის.
_ ტყუილია!!! შენ შეგეძლო, ბედნიერი ყოფილიყავი შენს შვილთან ერთად, მაგრამ გულს და გონებას არ მიეცი ამის უფლება...)
რამოდენიმე დღის შემდეგ მირეკავს ექიმი და მეუბნება: შენ თუ არ მოიშორებ ნაყოფს სისხლი მოგეწამლება. ეს ნაბიჯი ყველაზე რთული იყო ჩემს ცხოვრებაში. და თუ ვამბობდი ,,ამას არასოდეს გავაკეთებ." გახდა საჭირო, რომ ეს გამეკეთებინა. ამ მდგომარეობას ახლა ყველა ქალი გაიგებს... ყველა თუ არა, უმრავლესობა მაინც. ასე მეგონა ჩემგან არაფერი დარჩა და ეს სხეულიც უმოძრაოდ იწვა საწოლზე მომდევნო ერთი კვირა. ტკივილმა კიდევ ერთხელ მაგრძნობინა თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სიცოცხლეს. და თუ გტკივა ესეიგი ცოცხალი ხარ და ჯერ კიდევ უძლებ.
**
_ გუგა, მიხარია რომ ჩემს ცხოვრებაში ხარ.
_ და სულ შენთან ვიქნები..!


-7-
_ ვა, ნახეთ ეს ვინ მოსულა!
_ ხო, სამსახურს ადრე მოვრჩი და ვიფიქრე მაგდას ნამცხვრებს ერთად გავსინჯავდით.
_ მაგან მაინც გახსნა ხო დესერტების ლაბორატორია?
_ ხო და შენ წარმოიდგინე ერთი კვირაა რაც გაიხსნა და დღეს რო გავიარე ყველა მაგიდა დაკავებული იყო.
_ ყოჩაღი გოგოა მაგდა.
_ დანარჩენები სად არიან?
_ ანრის თუ კითხულობ, სამსახურიდან წავიდა.
_ მართლა?
_ ხო, გამოგვიცხადა მივდივარო და წავიდა.
_ იმედია კარგად არის.
_ ეგრე ძალიან თუ გაინტერესებს დაურეკე და კითხე.
_ არ ვაპირებ.
**
კარგით, ვაღიარებ თავიდან ვიეჭვიანე და არ მინდოდა თამთას ცხოვრებაში ანრი ყოფილიყო და იმ სანაძლეოსაც მაშინ დავთანხმდი. ესაც მოვისმინე, როგორ განიხილავდნენ თამთას გარეგნობას და ჩემი ყურადღებაც სწორედ ამან მიიქცია. ანრი ამბობდა, რომ ადვილი არ არის ეს გოგო ხელში ჩაიგდო და თუ ასეა, მაშინ მფლობელი მიიღებდა იმ ძვირადღირებულ მანქანას, რომელიც ჯერ კიდევ არავის დაუმტვრევია. პირველივე შეხვედრისას, როდესაც მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით მაშინვე გამიჩნდა ცუდი შეგრძნება. მაშინვე მივხვდი, რომ ძალიან უმანკო გოგო იყო, რომელიც ჩემგან კი არა არავისგან იმსახურებდა ამას. მერე ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები და ისე კარგად ვგრძნობდი მასთან ერთად თავს, რომ ვერ გავიმეტე ეს ურთიერთობა დასრულებულიყო. რამდენჯერაც ვცადე ამეხსნა ყველაფერი იმდენჯერ მქონდა მისი დაკარგვის შიში და ვჩერდებოდი. ის საღამო იყო, ანრი მოვიდა სამსახურში დარჩენილი ნივთების წასაღებად და თურმე თამთაც კართან იდგა და გვისმენდა. მანამდეც ძალიან ბევრჯერ მეკითხებოდა ,,არის რამე რაც უნდა ვიცოდე?" თამთა ყოველთვის გრძნობდა, რომ რაღაცას ვუმალავდი.
**
_ ბიჭო, როდის ეტყვი თამთას ჩვენი სანაძლეოს შესახებ?
_ გაჩუმდი, შეიძლება ჯერ კიდევ აქ იყოს და არ გვისმენდეს.
_ ბიჭებო, არის რამე რაც უნდა ვიცოდე?
_ თამთა, შენ აქ რას აკეთებ? წამოდი, სახლში წაგიყვან.
_ თამთა დროა ეს შენც გაიგო.
_ ანრი მოკეტე!
_ არა, არ გავჩუნდები. ეს გოგო იმსახურებს სიმართლე იცოდეს.
_ გუგა შემეშვი! ანრი, შენ კიდევ გისმენ.
_ მოკლედ ბიჭებმა სანაძლეო დავდეთ. ჩვენ სამიდან, ვინც პირველი მოიპოვებდა შენს ნდობას ის მიიღებდა პორშეს.
_ ეს ის მანქანაა ხო, თქვენ უფროსმა რო ჩამოიყვანა?
_ ხო, ეგ არის.
_ თამთა მოიცადე, ყველაფერს აგიხსნი.
_ გუგა რას? რა უნდა ამიხსნა?
ის, რომ მთელი ეს პერიოდი იმ წყეული მანქანის გამო იყავი ჩემთან?
_ ხო, ვაღიარებ თავიდან ასე იყო, მაგრამ მერე შენს მიმართ გრძნობები გამიჩნდა. თამთა მიყვარხარ!
_ შენი ერთი სიტყვისაც არ მჯერა.
_ მოდი, ჩაჯექი მანქანაში და მშვიდად ვისაუბროთ.
_ შემეშვი!!!
**
ასეთი გამწარებული თამთა მე არასდროს მინახავს. მისი სტიქია ცეხლია და ისიც სწორედ ასე იწვოდა და გარშემოც წვავდა სამყაროს. ტიროდა? ამაყია, ცრემლს არასოდეს დაგანახებს, მაგრამ ხო ვგრძნობ არა, რაც ხდება შიგნით. არაკაცი უნდა იყო ასეთ გოგოს გული რომ ატკინო და მე ეს მოვახერხე. თამთა იყო გოგო, რომელიც პატარა ბავშვივით გამუდმებით ზრუნავდა ჩემს განწყობაზე. შეუძლებელი იყო ჩემ ცხოვრებაში რთული მომენტი და ის ყოველთვის იდგა ჩემს გვერდით. გადაღლილს, დაცლილს, უენერგიოსაც შეეძლო ყოფილიყო იქ, სადაც ვიყავი მე. ჰქონდა საოცარი ენერგია და როცა ოდნავ მაინც გატყდებოდა თავისთვის რჩებოდა მარტო. არასდროს თავზე არ მოგახვევდა მის პრობლემებს. საუბარიც ნაკლებად უყვარდა, მაგრამ ჩემთან ყოველთვის საკუთარი თავი იყო. ის საღამო შევეშვი, მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. არ პასუხობდა არცერთ ჩემ ზარს და შეტყობინებებს. ორშაბათს სამსახურში რომ მივედი სრული ქაოსი დამხვდა. ბიჭები წინ და უკან დარბოდნენ და ეძებდნენ მანქანას, რომელიც ავტოსადგომზე აღარ იდგა. ამიტყდა სიცილი და ამ ჩემს რეაქციაზე ყველამ მე შემომხედა. ,,რა გაცინება შე... მა, მანქანა მოიპარეს". რა მოიპარეს თამთამ წაიყვანა, დაამტვრევს და დაბრუნდებს რა. ეს სიტყვებიც ჩემთვის ძალიან მშვიდად ჩავილაპარაკე. ბიჭებიც თითქოს დამშვიდდნენ და ალბათ საღამოს 5_საათზე თამთამ დამირეკა. ამდენი ხნის შემდეგ ძლივს გამოვიდა კონტაქტზე. გამიხარდა, მაგრამ ვაი თავო უბედურო რა გიხაროდა? არ იცი გამწარებული ქალი რისი ჩამდენია, თუ მითუმეტეს მას შენი უფროსის მანქანით იყო. არაფერი, უბრალოდ მითხრა ლოკაცია სადაც იყო და მივედი. ჩემი მანქანა ცოტა მოშორებით გავაჩერე და ფეხით მივედი. არადა ახლა ვფიქრობ, სჯობდა პირიქით გამეკეთებინა. ერთადერთი რაც გამიკვირდა მანქანა ჯერ კიდევ მთელი იყო. ვუყურებ და საჭესთან ისეთი სახით ზის გეგონება ჩემი მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. გამისწორა მანქანა, სიჩქარეში ჩააგდო და მისცა გააზს. ჯერ იყო ერთ ადგილზე ატრიალა საბურავები და რო მეგონა აი, ახლა გამიტანს, აი ახლა, მაგრამ ეს არ გაუკეთებია. ჩააქრო მანქანა და ისეთი სახით გადმოვიდა ჯობდა მართლა გავეტანე.
**
_ აი, ხომ იყავი ღირსი ამეკაპოტებინე?
_ რა გექნა?
_ ნუ იცინი.
_ მაპატიე, მაგრამ შენ ძალიან სექსუალური ხარ.
_ ხო არა?
_ ისე გამიკვირდა, მანქანა მთელი როგორ არის.
_ რაო ბიჭებმა?
_ პანიკაში ჩავარდნენ, მაგრამ მე მაშინვე მივხვდი, რომ შენ გყავდა მანქანა.
_ სწორედ მიხვდი და ახლაც ისიც იცი ამის შემდეგ რას ვიზავ?
_ არ ვიცი, მაგრამ შენგან უკვე ყველაფერია მოსალოდნელი.
_ ისე კარგი მანქანაა, მაგრამ თქვენ სამიდან არცერთია ვის გამოც სანაძლეოს დავდებდი.
_ რა გინდა? პირდაპირ მითხარი.
_ ჯერ-ჯერობით ცოცხალი მჭირდები.
_ ხო და მიდი, აქ ვარ და გააკეთე რაც გინდა.
_ ჩაჯექი მანქანაში.
_ შერ რა მანქანის მართვა კარგად იცი?
_ დამშვიდდი, შენი მოკვლა რომ მინდოდეს ამას ცოტა ხნის წინ გავაკეთებდი.
**
ამ გოგოს ალბათ მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. ბოლო ორი წელია კი ერთად ვართ და ნამდვილად არ ვიცოდი მანქანის მართვა ასე კარგად თუ შეეძლო. თან რო ადგილებიც იცოდა, სადაც არანორმალური სისწრაფით იარა. აი, მესმის ადრენალინი, გაისწორა ბოლომდე და ის მანქანაც გაწურა ბოლომდე. გიჟია ხალხო, ეს ქალი და იქნებ ვინმემ გადმომხედოს. ,,შენ რა იფიქრე, რომ ამას ვერ ვხვდებოდი?" მეკითხება ამას და ისევ ისე მოასრიალა მანქანა თანაც ხრეშიან გზაზე. მალ-მალე ვამოწმებდი ღვედს, რომ ამოვარდნილიყო ხო დამთავრებული იყო იქ ყველაფერი. ,,აქ სადმე აირბაგი აქვს ხო ამ მანქანას? ხმამაღლა ვკითხულლლობ ამას და ისევ მოულოდნელად აჩერებს მანქანას. ,,აი, ახლა გადადი და მო...სი".
_ არა ხარ შენ ნორმალური. შეშლილი ხარ!!!
_ ახლა გამომართვის ეს გასაღები და წადი.
_ კარგი, დაჯექი მიგიყვან სახლამდე.
_ გუგა, ისე ნუ იქცევი თითქოს არაფერი მომხდარა.
_ რატომ მაკოცე?
_ ვინმე სხვა, ჩემსას შეეხება და ეს ყველაფერი უბრალოდ დასაწყისი იქნება.


-8-
მოემზადეთ, რადგან ახლა ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი დღეზე უნდა გიამბოთ. ყველაფერი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სამუშაო დღით დაიწყო. ავდექი, ყავა დავლიე, შხაპი მივიღე და კურიერმა მოიტანა კიდეც კაბა, რომელიც იმ საღამოს უნდა ჩამეცვა. სხვადასხვა ივენთები მიმყავს და პლიუს ამას კვირაში სამი დღე ბარში ვუკრავ. გავედი სახლითან, არეფერი საინტერესო, ისევ ტაქსის მძღოლის ისტორიებს ვუსმენდი მთელი გზა. ჩასვლამდე მთხოვა, რომ აღფრთოვანება აპლიკაციის საშვალებითაც გამომეხეტა. ზოგჯერ ამას ისე მეხვეწებიან უარსაც ვეღარ ვეუბნები. არადა რაც აქამდე მიმგზავრია 90%'ს არასდროს დავუტოვებივარ კმაყოფილი. ეს იყო მივედი და საგრიმიეროში დამხვდვნენ სტილისტები, ვინც იმ საღამოს ჩემს ვარცხნილობაზე და მაკიაჟზე იზრუნა. უყურებენ ჩემს კაბას, რომელიც სარკესთან ჩამოვკიდე და ერთ-ერთი ამბობს ასეთ რამეს: ,,ფთხილად იყავი, ამ საღამოს არავინ მოგიტაცოს". ის იყო საუბარს შევყევით თუ არა გავიხედე და კურიერს ჩემთვის მოაქვს თაიგული. ბარათს დავხედე და მაშინვე ყველამ მე შემომხედა. აინტერესებდათ ჩემი რეაქცია, მაგრამ მე არაფრით შევიმჩნიე. ის იყო პერიოდი, როდესაც ბოდიშს ერთი კი არა, არამედ სამნი მიხდიდნენ. იმ საღამომ კარგად ჩაიარა და ისეთი დაღლილი ვიყავი კაბა არც გამომიცვლია. ეგრევე გადავწყვიტე სახლში დაბრუნება. ჩემს აპლიკაციაში დაეწერა დრო ,,2 წუთში მოვა" და მეც გავედი გარეთ.
ვგრძნობ ელვის სისწრაფით ვიღაც მკლავში მწვდა და ძალდატანებით ჩამსვა მანქანაში. ერთადერთი, რასაც წამიერად მოვკარი თვალი მანქანის სალონი იყო და გავითიშე კიდეც. სავარაუდოდ ის იყო წამალი, რამაც მაშინვე დამაძინა. გონზე მოსვლის შემდეგ ვგრძნობდი, რომ ვერც ხელებს ვამოძრავებდი და ვერც ფეხებს. მთლიანი სხეულით საწოლს ვიყავი მიბნული. ერთადერთი რაც მაშინ მინდოდა, ჩემთვის აეხსნათ პირი და მთელი ხმით მეღრიალა. მას შემდეგ გავიდა ალბათ რამოდენიმე საათი და ვრძნობ, რომ ვიღაც ოთახში შემოვიდა. ჯერ თვალები ამიხსნა და შემდეგ პირი. სიმართლე გითხრათ არც გამკვირვებია იმ ადამიანის დანახვა, ვინც მაშინ ჩემს წინ იდგა.
**
_ გამარჯობა პატარავ, როგორ გეძინა?
_ შენი დე...ცც ანრი!!!
_ მშვიდად მშვიდად..! აქ გუგა არ არის და ვერ დაგიცავს. სამაგიეროდ მე ვარ აქ და შემიძლია შენზე ვიზრუნო.
_ არ შემეხო!! _ თავს გვერდით ვაბრუნებ.
_ მოდი ჩემთან. _ ცდილობს ჩემს კოცნას.
_ კიდევ ერთხელ შემეხები და გეფიცები ყველაზე უკანასკნელ კაცად გაგრძნობინებ თავს.
_ შენ რა მავნე ყოფილხარ. (ტუჩზე ვუკბინე და თანაც ისე, რომ სისხლი წამოუვიდა)
_ არ მიყვარხარ, არ ,,მევასები" და ამის შემდეგ რასაც ჩემში გამოიწვევ მხოლოდ ზიზღის შეგრძნება იქნება.
_ ის მაინც მითხარი არ გიზიდავ?
_ პირიქით, გულს მირევ.
_ რატომ გუგა და არა მე?
_ გუგას ადამიანობა მაინც შერჩა და ნანობს რაც დააშავა და შენ ყველაზე სუსტი ნებისყოფის ხარ. არ იცი ქალს, როგორ უნდა მოექცე. შენ ფიქრობ, რომ მომიტაცებ, საწოლზე მიმაბავ და რა? გიყვარვარ?
_ საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ.
_ არა, ანრი შენ არავინ არ გიყვარს, არც საკუთარი თავი! _ ხმას კიდევ უფრო ავუწიე და ვგრძნობ ყელი ძალიან გამიშრა.
_ უბრალოდ მინდოდა გყვარებოდი. _ გავიდა და კარებთან დაჯდა.
_ ანრი, ძალიან გთხოვ ნუ იმეორებ ერთიდაიგივეს. გაიგე, რომ მე შენ არ გიყვარვარ. შენ უბრალოდ გინდა, რომ შენი გავხდე და როგორც კი ამას მიიღებ მოგეშვება.
_ შენ მომცემ მაგის უფლებას?
_ არასოდეს! ეგ არასოდეს არ მოხება... _ ეგ იყო და გავიდა ოთახიდან.
**
ვერც ვიტირე, ვერც ვიყვირე... ვეღარაფერს ვეღარ ვაკეთებდი. აი, ასე მიბმული ვიყავი ალბათ კიდევ ორი საათი და თითქმის გაამთენიისას შემოაღო კარები. ხელიც, ფეხიც გამიხსნა და მითხრა: ,,შეგიძლია წახვიდე." მეც იმდენი ხანი ვიყავი მიბმული ფეხზე როგორც კი დავდექი ძალაგამოცლილი დავვარდი დაბლა. ,,სად არის ჩემი ჩანთა?" მარტო ამის კითხვა მოვახერხე და ვხედავდი გარშემო როგორ ბნელდებოდა ყველაფერი. ანრიც მიხვდა, რომ რაღაც ვერ იყო კარგად და მაშინვე ჩემი ჩანთიდან წამოყარა ყველაფერი. ნახა ნემსი და მეკითხება: ,,ახლა როგორ უნდა მოვიქცე?" ხელით ვანიშნე ნემსი სადაც უნდა გააეკეთებინა და ისიც არ დაიბნა. ასეთ დროს გადის რამოდენიმე წამი.. გგონია კვდები, მაგრამ როცა წამალი ორგანიზმში შედის მაშინვე თავიდან იწყებ სუნთქვას. ჩემით ვერაფრით ავდგებოდი და ისევ ანრი დამეხმარა ფეხზე წამოდგომაში. გავედით გარეთ, დილა იყო ალბათ იქნებოდა 6_საათი. სადღაც კუთხიდან მზეს ამოსვლა უკვე დაწყებული ჰქონდა. ერთი შეხედვით პატარა სოფელი იყო, მაგრამ ძალიან მშვიდი და ლამაზი. ანრიმ ყავა და სენვიჩები მომიმზადა. რა ირენიულია არა? რამოდენიმე საათის წინ მომიტაცა, საწოლზე მიმაბა და ახლა ისე იქცევა თითქოს არაფერი დაუშავებია. არადა არ იცის ძალას, როგორც კი მოვიკრიბავ მაშინვე ვაძღვევინებ ამ საქციელს. დავლიე ყავა და შევჭამე კიდეც, რადგან ჩემთვის არსებობს ორი რამ, რის გარეშეც ყოფნა არ შემიძლია: საჭმელი და შოკოლადი.
ჩამოვარდა სასიამოვნო სიჩუმე და მეც ასე ვიჯექი ჰამაკში და ვუყურებდი ცას, სადაც ჩიტებს ზეიმი ჰქონდათ გამართული. მათი გალობა სალამურის მშვიდ ხმას მოგაგონებდათ. მზეც ისე სწრაფად ამოვიდა გეგონება მთებში იწყებდნენ სირბილს. სოფელიც მაშინვე ახმაურდა. კარიდან-კარში ერთმანეთს ომახიანად ესალმებოდნენ, ზოგსაც სიმინდი მიჰქონდა დასაფქვავად. ბავშვებსაც ზურგზე მასზე ორჯერ დიდი ჩანთები მოუკიდებიათ და სკოლიაკენ გარბოდნენ. რა არის ზოგჯერ ცხოვრება არა? როცა ამდენ ცუდთან ერთად მაინც შეგიძლია კარგის დანახვა.
**
_ ვისია ეს სოფელი? _ მივუბრუნდი და ანრის ვეკითხები.
_ ამ სახლში მამაჩემის მშობლები ცხოვრობდნენ. მთელი ჩემი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული. ახლა არცერთი აღარ არის ცოცხალი და ეს სახლიც დარჩა ასე უპატრონოდ.
_ ლამაზი სოფელია.
_ ისე სხვათაშორის ერთადერთი გოგო ხარ, ვინც აქ ამოვიყვანე. ძირითად შემთხვევაში, აქ მარტო მაშინ ამოვდივარ როცა ქალაქს და საკუთარ თავს გავურბივარ.
_ ეგ არ ამართლებს შენს საქციელს.
_ ხო ვიცი, მაგრამ ზოგჯერ ვგიჟდები როცა შენთან ახლოს ყოფნა არ შემიძლია.
_ ძალიან გთხოვ, ნუ დაიწყებ ისევ ყველაფერს თავიდან.
_ რა დაგემართა დღეს დილით და რა იყო ის წამალი, რაც მე გამაკეთებინე?
_ ნარკოტიკი.
_ რა?
_ რა მოხდა, დაიჯერე?
_ არა, მაგრამ ძალიან დამაჯერებელი სახე გქონდა, როცა მაგას ამბობდი.
_ ისე მესმი შენი, რატომაც ხარ ეგეთი.
_ ხო, შენ ყველაზე კარგად გესმოდა ჩემი. რატომ?
_ ავადმყოფი ხარ!


-9-
გამარჯობათ. მე ანრი ვარ, 30 წლის და ბავშვობაში მეგონა, რომ სიყვარული მხოლოდ მენაყინეს არ შეეძლო. დღემდე მახსოვს კაცი ყვითელი ყუთით. ჩემს ქუჩაზე დადიოდა და თან ყვიროდა. ,,ნაყინი!!! ნაყინი!!!" რამდენჯერაც გვერდს ამივლიდა, ან დავინახავდი მაშინვე ვიწყებდი ოცნებას. ,,რა იქნება მენაყინემ ის ყვითელი ყუთი გახსნას და ნაყინები ბავშვებს უფასოდ დაგვირიგოს". ხო, მე ნამდვილი ოცნებები მქონდა. არასდროს არ ვიწყებდი იმაზე ფიქრს, რაც ჩემთვის მიუწვდომელი იყო. რთული გარდატეხის პერიოდი მქონდა, რადგან 16 წლის ასაკში დავკარგე ბაბუა, რომელსაც ჩემს აღზრდაში ძალიან დიდი როლი ეკავა. დღემდეც თუ რაიმე გადაწყვეტილების წინაშე ვდგები მახსენდება რჩევები, რომელსაც ბაბუა მაძლევდა. ეს სოფელი და ეს სახლიც ყველა იმ მოგონებას უკავშირდება, რომელმაც მე გამომზარდა. სკოლა რომ დავამთავრე მაშინვე სწავლა დავიწყე და წავედი კიდეც ქალაქში საცხოვრებლად. ახალი გარემო, ახალი სამეგობრო წრე... თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. ვიყავი ჩართული სხვადასხვა აქტივობებში და არც ვჩერდებოდი. მშობლებთან კონტაქტი არ მქონდა. ან თუ ვნახავდი ისიც იშვიათად. დედა და მამა, რომ დაშორდნენ მე და ჩემი ძმა ძალიან პატარები ვიყავით. მე სოფელში ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდი. ჩემი ძმა კი დედაჩემმა წაიყვანა. მერე გავიგე, რომ დედა მეორეთ გათხოვდა და ჩვენი ურთიერთობაც სწორედ მაშინ გაცივდა. მოკლედ რომ ვთქვათ საკუთარი თავის და მოხუცი ბებიის გარდა არავინ მყავდა. მუშაობა არასოდეს მეზარებოდა, მაგრამ როცა ერთ დღეს გავიგე ის ერთადრთიც აღარ მყავდა, ცხოვრებაზე ხელი ჩავიქნიე. 22 წლის ბიჭი ვიყავი და როცა სიცოხლე უნდა მყვარებოდა სმა დავიწყე. თავიდან ეს ყველაფერი გართობა მეგონა, მაგრამ მერე ვეღარც ვიაზრებდი რამდენად შავ-თეთრი იყო ჩემი ცხოვრება. დღე თუ მეძინა და მერე მთელ ღამეს ბარში სმაში და მოწევაში ვატარებდი დროს. ერთი გოგო იყო ჩემი კურსელი, ყოველთვის ზრუნავდა ჩემზე. ცდილობდა კიდეც იმ ჭაობიდან ჩემს ამოყვანას, მაგრამ მე ხელი ვკარი. მერე იყო რამოდენიმე ურთიერთობები.. თავიდან ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ ვერ მიგებდნენ. არავის ესმოდა ჩემი. ვერ ხვდებოდნენ, რომ ტვინის ბურღვა კი არა გვერდში მყოფი ადამიანი მჭირდებოდა. აი, როცა მესმოდა მსგავსი სიტყვები ,,ყველასთვის ერთი არსებობს მხოლოდ" აბსურდი მეგონა. ბავშვობაში რაღაც პერიოდი, მომიწია დედასთან ქალაქში ცხოვრება. ალბათ სამი წელი და თამთაც იმ სკოლაში სწავლობდა. მახსოვს ჯერ კიდევ ბავშვი, როგორ დადიოდა სკოლაში ხმაურიან მეგობრებთან ერთად. ის კი თავისთვის, ჩუმად მიაბიჯებდა ფეხს. არავის თვალში არ ხვდებოდა და არც გამოირჩეოდა რამით. ჩვენ კი ვართ ის თაობა, სადაც ფულიანი მამიკოს შვილები თითის საჩვენებლები იყვნენ. მახსოვს, როგორ ჩაუკუჭავდნენ ჯიბეში ქაღალდის ფულს და ჟურნალშიც მაშინვე მაღალი ნიშნები იწერებოდა. არც თამთა და არც მე არ ვიყავით ასეთი ბავშვები, მაგრამ ჩვენთვის მაინც გავატარეთ სკოლის პერიოდი. რომ გითხრათ ბავშვობაში დიდად იპრანჭებოდათქო მოგატყუებთ, რადგან თამთა სულ მახსოვს ან ბიჭის შარვალი ეცვა, ან ფართო მაისური. თმასაც არასდროს იშლიდა, ყოველთვის შეკრული, ან აწეული ჰქონდა. იმის შემდეგ თამთას პირველად რომ შევხვდი ვერაფრით ვიცანი, თუმცა ვგრძნობდი, რომ ჩემს წინ ძალიან ახლობელი ადამიანი იჯდა. ეს იყო ბიბლიოთეკაში. საკითხავი სათვალე ეკეთა, მუქი რუხისფერი თმა გაშლილი ჰქონდა და ძალიან დიდი ინტერესით რაღაცას კითხულობდა. თავიდან სანამ გავბედე მეკითხა რამე ვაკვირდებოდი მის სახეს, თვალებს, ყველა მის მოქმედებას. რაღაც მომენტში შეაწუხა თმამ და ფანქარი ჩაიმაგრა. ,,უკაცრავად" ძალიან ხმადაბლა ვუთხარი და მაშინვე შემომხედა. ,,ღმერთო ჩემო, რა ლამაზია". სწორედ ეს გავიფიქრე მაშინ და მივხდი, რომ სულ სხვა ადამიანი იყო. საერთოდ არ გავდა იმ გოგოს, რომელიც ჩემს პირველ სკოლაში სწავლობდა. მის ტანზე არასდროს მინახავს კაბა, მაგრამ იმ დღეს იისფერი კაბა ეცვა.
_ თამთა? _ გაოცებით ვიკითხე.
_ ანრი ხო? შენს ჩემს სკოლაში სწავლობდი. _ წამოდგა თუ არა მაშინვე ჩამეხუტა.
_ როგორ შეცვლიხარ. _ მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ თავი შევიკავე.
_ ხო, ძალიან დიდი დრო გავიდა. როგორ არაინ დანარჩენები? _ ,,ცოტა ჩუმად!" ქალმა მეორე მაგიდიდან შენიშვნა მოგვცა.
_ ძველებურად. _ მეც ძალიან ხმადაბლა ვუთხარი.
**
ეს იყო და მას მერე დავიწყე ფიქრი ,,ნეტავ როგორია?" ,,სად? ან რაზე სწავლობს?" დამიგროვდა ბევრი კითხვა გოგოზე, რომელიც თითქმის აღარც კი მახსოვდა. მერე გავიგე, რომ სწორედ იმ ბიბლიოთეკაში თითქმის ყოველ კვირას დადიოდა. თურმე რაღაც მასალებს აგროვებდა და მერე სტატიებს წერდა. ეს ასე საკუთარი ბლოგი ჰქონდა და იქ წერდა. მას მერე მეც დავიწყე იმ ბიბლიოთეკაში სიარული. ერთი-ორჯერ კინოშიც კი წავედით ერთად. ჩემს ცხოვრებაში ეგ ყველაზე ლამაზი პერიოდი იყო. მაშინ ისეთი პატარა და უმანკო იყო, რომ გულიც მალე უცრუვდებოდა ადამიანებზე. თამთა იყო პირველი ვის გამოც გადავდგი ნაბიჯი და მკურნალობა დავიწყე. წავედი კლინიკაში და გადავწყვიტე, რომ ჩემი შავ-თეთი ცხოვრება ბევრად ფერადი გამეხადა და ისიც თამთას გამო. მთელი იქ ყოფნის პერიოდში ერთი დღე არ გადიოდა, რომ მასზე არ მეფიქრა. რთული იყო რეაბილიტაციიც პერიოდი, მაგრამ ჩემ ნებისყოფამ იქ მაინც გაიმარჯვა და თითქმის ერთი წლის შემდეგ დავუბრუნდი ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მახსოვს, როგორც კი სახლში დავბრუნდი ოთახში დაგუბებულმა კვამლის და ალკოჰოლის სუნმა ძალიან ცუდად გამხადა. რამოდენიმე დღე დამჭირდა ალბათ, რომ იმ სახლიდან გამეტანა ყველაფერი, რაც ჩემს შავ-თეთრ დღეებს მახსენებდა. ზოდიაქოთი ქალწული ვარ და ჩვენი ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება წესრიგია. ჩვენ გვიყვარს, როცა ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და თუ ვინმე გადაადგილებას ან შეცვლას შეეცდება... უბრალოდ გაეცალეთ! ესაც ერთი ჯანმრთელი რჩევა ჩემგან.)
ახლანდელი დრო!
**
_ მიდი, გააღე კარები! _ ვღრიალებ ბოლო ხმაზე.
_ ბიჭო, რა გინდა ამ შუაღამისას?
_ სანამ სხვიგან გაიგებ ჯობია ისევ მე გითხრა.
_ რა დალიე ამდენი, რომ ფეხზე ძლივს დგახარ?
_ ძმაო, თამთა მოვიტაცე. _ ესაც პირველი დარტყმა და მაშინვე უკან გადავარდი.
_ აი, რა ენაზე უნდა გელაპარაკო უკვე აღარ ვიცი რა..!
_ ხო, ძმაო მოვიტაცე და ჩემთან სოფელში წავიყვანე. _ გუგამ ახლა ფეხზე წამომაყენა და კიდევ დამარტყა, მაგრამ ამჯერად უფრო ძლიერად.
_ მოხდა რამე თქვენს შორის? ნუ ხარ ჩუმად, ილაპარაკე!!!
_ არაფერი, მაგ გოგოს შენ უყვარხარ. _ ახლა ძლივს ვცადე, ფეხზე წამოვდექი და გუგას თვალი გავუსწორე. _ მაგრამ იცოდე, მაგ გოგოს გულს ატკენ და მე არცერთ დარტყმას არ შეგარჩენ.)
_ არ გაბრდო და თამთას აღარ შეეხო თორე უნამუსო ვიყო დაგბრიდავ!
_ მიყვარს ძმაო, საკუთარ თავზე მეტად მიყვარს! _ ეს იყო და ეს ამის მერე არაფერი აღარ მახსოვს.
თვალები რომ გავახილე ისევ ,,ჩვენ სამნი" ვიყავით. თამთას ხელში ზეწარი ეჭირა და სახეს სისხლისგან მიწმინდავდა გუგა კი თავზე ისე მედგა, როგორც Scar (პერსონაჟი ,,მეფე ლომიდან") . მაშინ არ ვიცოდი, თამთას მზრუნველობა უნდა გამხარებოდა, თუ გუგას განრიცხებული სახე, რომელიც კიდევ მზად იყო დაერტყა ჩემთვის. ვცდილობდი წამოჯდომას, მაგრამ ვიცოდი რო ამის შანსი არ იყო. ,,გუგა, რა არის ეს? ადამიანი სასიკვდილოდ გაგიმეტებია..." ბუნდობნად მახსოვს ერთმანეთში რაღაცას საუბრობდნენ, მაგრამ მე ხმის ამოღების თავიც კი არ მქონდა. ,,მე მაგას გავაფთხილე. გავაფთხილე, რომ რაც ჩემია ნუ შეეხები..!" ეს სიტყვებიც თითქოს ჰაერში იფანტებოდა და მერე ისე გავითიშე გათენდა კიდეც მეორე დღე. როგორმე ფეხზე წამოვდექი და გავედი გარეთ. გუგა დავინახე ეზოში იდგა და ყავით ხელში...
**
_ მოიცადე, სანამ კიდევ დამარტყავ მადლობა მინდა გადაგიხადო.
_ ვახ, ბიჭო შენ კიდევ ცოცხალი ხარ?
_ კი ცოცხალი ვარ და ვაი ამ სიცოცხლეს. ძმაო რა გინდა? ყველაფერი გაქვს, რაც გინდა. ოჯახი გყავს, მშობლები, საყვარელი ქალი, კარიერა გაქვს და წარმატებული ხარ. ხო იცოდი, რომ თამთა მიყვარდა არა?
_ აი, კიდევ იგივე... _ გამოიწია ჩემსკენ.
_ კარგი, დაჯექი და მშვიდად დალიე ეგ ყავა. ბილეთები უკვე ვიყიდე და შემდეგ კვირას მივფრინავ. ამიერიდან არც შენს ცხოვრებაში და არც თამთასთან გამოვჩნდები, მაგრამ იცოდე გაუფთხილდი. თამთას ნაირი გოგო იშვიათია, შეუძლებელია სხვა არსებობდეს მისი მსგავსი.
_ მოიცადე, მართლა მიდიხარ?
_ აი, შეხედე! _ ტელეფონში ბილეთებს ვაჩვენებ.
_ ესეიგი მიდიხარ. _ ჩვენ საუბარს თამთაც ჩაერთო.
_ მივდივარ მისის და ვნებდები. შენზე, მეგობრებზე და აქაურობაზე უარს ვამბობ.
_ რატომ ეს ასე მკაცრად?
_ თამთა, შენც ხო არ გინდა ბილეთები დაგითრიო?
_ გუგა, ახლა ამის დროა? ვერ ხედავ ადამიანი რა დღეშია?
_ აბა, რა სენტიმენტები მომიწყეთ აქ?!
_ გეყოფათ, უბრალოდ წავალ... და ხო, მართლა მადლობა ორივეს გუშინდელისთვის.
_ ანრი!
_ გისმენ თამთა.
_ კარგად იქნები ხო?
_ კარგად ვიქნები და შენც კარგად უნდა იყო.)


-10-
_ ყველაფერს აგიხსნი...
_ რა უნდა ამხსნა? ის, რომ იმ გოგოს დასცხა და შენს კაბინეტში ნახევრად შიშველი მუშაობდა?
_ ვაპირებდით შენთვის ამის თქმას, მაგრამ...
_ რა მაგრამ გუგა? რა მაგრამ?!
_ უბრალოდ შენ ისეთი ემოციური ხარ, თანაც შენი ჯანმრთელობა...
_ ძალიან გთხოვ გაჩუმდი, სანამ კიდევ რამე სისულელეს იტყვი. მოიცადე, ეს ის გოგოა ხო შენ რომ მარწმუნებდი ,,არა, რა მევასება... სისულელეა". ეგ არის ხო?!
_ ხო, მაგრამ მაშინ ეგრე იყო.
_ და ახლა როგორ არის?
_ შენც ხომ კარგად იცი, რომ ჩვენი ურთიერთობა განწირული იყო არა? ბოლოს ერთმანეთის აღარც კი გვესმოდა...
_ შეიძლება შენობით მოგმართო?
_ ხო, აბა რა.
_ წადი შენი!!!)
ორი წლის შემდეგ!
სამსახურიდან სახლში გვიან ვბრუნდებოდი და სანამ მანქანას ეზოში შევიყვანდი ზურგით დავინახე კაცი, რომელიც ჩემ სახლთან იდგა. სანამ მანქანა არ გავაჩერე არაფრით შემობრუნდა ჩენსკენ. მეც, როგორც კი ჩავაქრე მანქანა მაშინვე გარეთ გავედი. ,,უკაცრავად, შემიძლია რამით დაგეხმაროთ?" შემობრუნდა თუ არა მაშინვე ჩამეხუტა.
**
_ რატომ არ მითხარი ჩამოსვლას თუ აპირებდი?
_ ვიფიქრე, ასე უფრო ეფექტური იქნებოდა. როგორ ხარ?
_ კარგად, შენ როგორ ხარ? წამოდი, შიგნით შევიდეთ... _ სახლში შემოვიპატიჟე.
_ ლამაზი სახლია და ზუსტად ისეთი, როგორზეც შენ ოცნებობდი.
_ ხო, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი. აი, იქით მინდა ღია ფილმებისთვის კუთხე მოვაწყო. _ ანრის ხელით ვანიშნე, სადაც ამის გაკეთება მინდოდა.
_ სხვა რა ხდება კარიერაში?
_ ო, მანდ დიდი ამბებია. მერე მიგიყვები, მაგრამ მანამდე შენ მითხარი, როგორ შეეჩვიე უცხო ქვეყანას? _ და თან ცივი ყავის მომზადება დავიწყე.
_ შენც ხომ იცი, თავიდან ყველაფერი მარტივად მეჩვენება, მაგრამ ძალიან მალე მივხვდი, რომ ჩემ ქვეყანას მაინც არაფერი არ ჯობია. იქ ყოფნისას ჩემი სოფლის ჰაერიც კი მენატრებოდა, სურნელი და საერთოდ ყველაფერი.
_ მესმის შენი. აი, მეც გასტროლებზე ერთი კვირითაც რო მიწევს წასვლა ერთი სული მაქვს იქიდან მალე დავბრუნდე. _ გავაკეთე ყავა და გარეთ ბაღში დავსხედით.
ის დღე იყო და გავიხსენეთ ყველაფერი. ვცდილობდი თავიდან ამერიდებინა ის, რაც ორი წლის წინ მოხდა, მაგრამ მაინც ვერ შევძელით. რთულია, როცა იგებ მოგაყუეს, გამოგიყენეს... თავიდან გიჭირს ამასთან შეგუება.. მერე არის, რომ საკუთარ თავსაც ადანაშაულებ ამაში. იწყებ ფიქრს ,,ნეტავს არ შემომეშვა ჩემს ცხოვრებაში". სულ ვიმეორებდი, რომ საკუთარი თავის და ემოციების მართვა შემიძლია, მაგრამ გუგა იყო ადამიანი ვისთან ერთადაც ეს ვერ შევძელი. იმაზე მეტად მივენდე, ვიდრე ოდესმე ვინმეს. ვიყავი ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვარ.. და ასე როგორც წესი არ ხდება. მანამდეც და დღესაც ხშირად მიწევს თამაში ,,ბედნიერი ქალის". გამუდმებით ვიღიმი და ხალხს ვარწმუნებ იმაში, რომ ღამე არ მითენებია, რომ ისევ იმ საშინელი წამლებით არ ვარ გაჟღენთილი. ასეთ დრო ქალები კრიტიკულ პირველ რამოდენიმე დღეს გავდივართ, ვწყდებით აბსოლიტურად ყველაფერს... ჩვენი გონება კი მხოლოდ ერთი რამისკენ არის მიმართული. ,,აი, ნახავ თუ არ ვანანებ". თავში გვიტრიალებს ათასი ფიქრი, თუ გეგმა, მაგრამ საბოლოოდ არაფერს ვაკეთებთ. ვტოვებთ ყველაფერს ისე, როგორც არის და ვიწყებთ საკუთარი თავის შეყვარებას. ძალიან მალე, ჩვენ უფრო პროდიქტიურები ვხდებით და კაცები, რომლებიც ჩვენს სიმაღლეს ვერ ეწევიან, ან ვერ ეგუებიან შენს მწვერვალებს... რჩებიან იქ, სადაც ახლაც არიან. ქალი ივიწყებს კაცს, რომელიც მისი ცხოვრებიდან წავიდა, მაგრამ შეუძლებელია კაცმა დაივიწყოს ქალი, რომელიც ოდესმე მისი იყო. თავიდან იყო რთული, როცა უარი ვთქვი სამსახურზე, მეგობრებზე, მუსიკაზე და ჩავიკეტე სახლში. ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და გავედი სამსახურში. რა ხდება დღეს? წამოვედი ქალაქიდან და ჩემთვის მარტო ცხოვრება დავიწყე. ამ სახლსაც ერთი წელია ვაწყობ და ვაშენებ ისე, როგორც მე მინდა. ჩემს ოცნებებში ყოველთვის ვხედავდი ამ ადგილს. ვხედავდი დიდ ბიბლიოთეკას, რომელიც აუცილებლად ბოლო სართულზე უნდა ყოფილიყო. ვხედავდი სტუდიას სახლის პირველ სართულზე, რომელიც აუცილებლად ყველა საძინებელი ოთახისგან განცალკევებით უნდა ყოფილიყო. ვხედავდი ბაღს ყვავილებით სავსეს და ვხედავდი ფილმებს, რომელიც ჩემს ეზოში იქნებოდა ჩართული... და თქვენ, როგორ ფიქრობთ ქალმა, რომელმაც ეს ყველაფერი უკვე რეალობად აქციაა სჭირდება ვიღაც? მოკლედ რომ ვთქვა ახლა საკუთარი თავის და კარიერის გარდა არაფერზე აღარ ვფიქრობ.
**
საღამო იყო. ალბათ იქნებოდა 8_ საათი და მირეკავს მეგობარი. ,,გუგამ ცოლი მოიყვანა და ნახე?" სიმართლე გითხრათ მაშინ ეს ამბავი ძალიან გამიხარდა. ყველაფრის მიუხედავად ეგ იყო ადამიანი, ვისი ბედნიერება დღესაც კი მიხარია. მაშინაც ის სატელეფონო ზარიც მოკლე პასუხით დავასრულე. ,,კარგია, ბედნიერებას ვუსურვებ!" კარგია, როცა იგებ ,,ჩვენ სამში" ერთი მაინც არის ბედნიერი. ეს მოხდა ჩვენი დაშორებიდან რამოდენიმე კვირაში. იყო სიყვარული? არ ვიცი, იქნებ არც ყოფილა არაფერი. დღეს ამაზე პასუხიც კი არ მაქვს.
დღევანდელი დღე!
_ თამთა, დროა დავიწყოთ! _ კიდევ ერთი საღამო უნდა წავიყვანო.
_ მოგესალმებით! მიხარია, რომ დღეს და თანაც ასეთ მნიშვნელივან დღეს აქ შევიკრიბეთ. გოგოებო, რა ლამაზები ხართ! _ მივუახლოვდი პირველივე მაგიდას.
_ გოგოებო, გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! _ გიორგი ყველაზე კარგი თანაწამყვანია, ვინც კი აქამდე მყოლია.
_ მადლობა გიორგი. გოგოებო, თქვენ კი თუ მზად ხართ დავიწყოთ თამაში. მზად ხართ? აბა, ცოტა ხმამაღლა... გამაგონეთ თქვენი ხმა!!!
_ მზად ვართ!!! მესმის დარბაზის ომახიანი შეძახილები.
ჩემი ორგანიზებით დაგეგმილი საღამოები არასდროს არ არის მოსაწყენი. პირიქით, ვცდილობთ ხმაურიანი და აზარტული იყო. გვაქვს უამრავი თამაში და ვცდილობთ ამაში ყველა ავიყოლიოთ. გიორგის საყვარელი თამშია ,,მომიტანე რასაც გეტყვი". ოღონდ თუ თქვა შარვალი მომიტანე... უნდა გაიხადო და მიუტანო. შეუძლებელია ამ თამაშმა სიცილის და ემოციების გარეშე ჩაიაროს. გამარჯვებულებს კი რათქმაუნდა ჩვენი ბარმენი უგრმრიელესი კოქტეელებით ასაჩუქრებს. მე ყურადღება არასდროს არ მაკლდა და იმ საღამოსაც ჩემი კაბინეტი სავსე იყო ყვავილებით და საჩუქრებით. ცოტა სახლში წავიღე, დანარჩენი დავტოვე კიდეც იქ. იმ დღეს თითქმის გამთენიისას მივედი სახლში. ისეთი დაღლილი ვიღავი შხაპის მიღების კი არა კაბის გახდის თავიც არ მქონდა. როგორც დავეწებე ბალიშს თავით ზუსტად იმ პოზაში გამეღვიძა დღის 4_ საათზე. ისიც სიმშილმა შემაწუხა და ავდექი. ბუნდოვნად გავედი სამზარეულოში წყალი დავლიე... მერე კაბის გახდა იქიდანვე დავიწყე და შევედი კიდეც შხაპის მისაღებად. აი, მაშინ მივხვდი, რომ თავიდან დავიბადე. მაისურით და თმა გაშლილი ისევ სამზარეულოში მივდიოდი და მესმის ნაცნობი ხმა:
_ შენ ისევ ისეთი ხარ, არ შეცვლილხარ.
_ გუგა, აქ როგორ შემოხვედი? _ თან ხელით მაისურს ქვემოთ ვექაჩები.
_ უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა.
_ ხო მნახე, ახლა წადი აქედან..! _ მოვკიდე ხელი და კარისკენ მივათრევ.
_ მოიცადე, არ მოგენატრე?
_ ამის კითხვა იყო და სახეში ხელი გავარტყი.
_ როგორ არ გიტყდება? ცოლი გყავს, მალე ბავშვი გეყოლებათ. შენ კი მოდიხარ და ამას მეკითხები.
_ შენ არ იცი, როგორი ურთიერთობა მაქვს ცოლთან.
_ გეთრიე და აღარასდროს გაბედო აქ მოსვლა!!! _ ამის თქმა იყო კარები ცხვირთან მივუჯახუნე.
თავიდან ძალიან გავბრაზდი, სულ ვკანკალებდი, თუმცა მალევე ვეცადე საკუთარი თავი ხელში ამეყვანა. ,,როგორ გაბედა აქ მოსვლა?" ან ,,როგორ შემოვიდა დაკეტილ სახლში?" მაგის მერე სახლს გასაღებიც კი შევუცვალე, რომ იგივე არ განმეორებულიყო. თან ყველაზე ირონიული რა იყო იცით? მაგის მერე ცოლთან ერთად შემხვდა და უნდა გენახათ რა ბედნიერები იყვნენ. ცოლს ხელზე ისე ეამბორა, თითქოს მათ გარდა სამყაროში არავინ არსებობდა. აი, სწორედ ასეთი კაცები არიან ყველაზე საშიშები. სწორედ ასეთ კაცებს არ უჭირთ ორმაგი თამაშით ცხოვრება და თუ შეაჩნევთ რომ გატყუებთ, ან გრძნობთ, რომ მის ცხოვრებაში არსებობს სხვა... წადით მისი ცხოვრებიდან. ეს რაც არ უნდა რთული იყოს თქვენთვის, უბრალოდ გადადგით ეს ნაბიჯი.
გაბრაზებულმა არ ვიცი რატომ, მაგრამ ანრის დავურეკე. ისიც ერთი საათი არ იყო გასული მაშინვე ჩემთან გაჩნდა.
**
_ გამომართვი, ძლივს ვიპოვე. _ და ხელში მაწვდით შოკოლადს, რომელიც თითქმის აღარსად იყიდება.
_ სერიოზულად? რამდენი ხანია ეს შოკოლადი არსად აღარ შემხვედრია.
_ ,,Lady" გილოცავ ქალთა საერათაშორისო დღეს. _ ასე მომმართავდა სულ და მიკვირს რანაირად ახსოვს ეს ყველაფერი. ( სიმღერა Kenny Rogers - ,,Lady")
_ მადლობა. _ სახლში შემოვიპატიჟე.
_ აქ რა ხდება? ვინმეს პანაშვიდია? _ გადაავლო თვალი ყველა ჩემს თაიგულს, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით ეწყო.
_ ხო, ასეთ დროს ასე ხდება.
_ კარგი, მითხარი რა მოხდა?
_ გუგა იყო აქ მოსული.
_ მოიცადე, მაგან ცოლი არ მოიყვანა?
_ ხო, მაგრამ მომენატრეო და მოვიდა.
_ მერე შენ რა უთხარი?
_ რა უნდა მექნა? სახეში გავარტყი და გავაგდე სახლიდან.
_ ხო, შენ იზავდი მაგას... და მე რა გინდა რომ გავაკეთო?
_ არ ვიცი, უბრალოდ დაელაპარაკე და უთხარი, რომ აქ აღარ მოვიდეს.
_ თამთა, ხო იცი მე რო ვნახავ უნდა ვცემი არა? ისედაც ვალი მაქვს მაგისთვის დასაბრუნებელი.
_ არა, ზედმეტი ხელის შეხების გარეშე...
_ აი, ეგ უკვე მე ვიცი.)


-11-
უცნაურია, მაგრამ ანრისთან თავს კარგად ვგრძნობ. თუმცა ეგ არ ნიშნავს იმას, რომ მინდა რაიმე სახელი დავარქვა ამ ურთიერთობას. არ ვარ მზად იმ ყველაფრისთვის, რაც უკვე ორი წლის წინ დავასრულე. რთულია, იმ დიდი იმედგაცრუების შემდეგ დაეყდნო ადამიანს, რომელიც შენზე წლებია შეყვარებულია. არ მინდა, ჩემი ეს ტკივილები მასთან ერთად ყოფნისას მოვიშუშო. ეს არასწორი იქნება ჩემი მხრიდან და მაქსიმალურად ვცდილობ თავი შორს დავიჭირო მისგან. ხო, მართალია მსიამოვნებს მასთან ერთად ყოფნა, საუბარი.. მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. ასე კარგად ვარ, კომფორტულად ვარ ჩემს თავთან და აღარ მინდა ვინმეს შევუთანხმებდე, რა გეგმები მაქვს დღეს? აი, ახლაც ვემზადები და მინდა მარტო წავიდე სადმე მშვიდ ადგილას. ფიქრი და დასვენება მჭირდება ყველაფრისგან. ჩემი სახლი ამისთვის სრული კომფორტია, მაგრამ კიდევ უფრო შორს მინდა წავიდე. გამახსენდა კოტეჯი, სადაც მე და გუგა ერთად ვიყავით. ის, მართლაც მოწყვეტილია ქალაქს და მეც სწორედ ეგ ადგილი მჭირდება ახლა. ჩავალაგე ჩემოდანში ყველაფერი, რაც 48 საათის განმავლობაში მჭირდებოდა. გზაში გავაჩერე მანქანა, საჭმელი და ცოტა სასმელიც ვიყიდე. იქ ისეთი ადგილია, გარშემო ვერაფერს ნახავ და სწორედ ამიტომ ქალაქიდანვე მომზადებული წავედი. როგორც კი მანქანიდან გადმოვედი თითქოს ერთბაშად ამოსუნთქვა გამიჭირდა. ჩვენ, რომ ვიყავით ეზოში თითო ოროლა ხე იდგა და გული დაგვწყდა კიდეც ამაზე. ახლა მცენარეებით სავსეა იყო აქაურობა და კიდევ უფრო მშვიდი მეჩვენა. ეს ალბათ იმიტომ, რომ მარტო ვიყავი. გავაღე კოტეჯი, ავედი მეორე სართულზე და ჩემოდანი დავტოვე. მართალია ჯერ კიდევ მარტია, მაგრამ ეს სიოც ძალიან სასიამოვნოდ ეფინებოდა ჩემს სახეს. გამოვაღე ფანჯრები, გავხსენი კარები და მაშინ მივხვდი, რომ ,,კარგად ვარ". ახლა სწორედ ეს მჭირდებოდა და მეტი არაფერი. ჩავიცვი კომფორტულად, მხრებზე პლედი მოვიხურე და გარეთ დავჯექი. დავიწყე ფიქრი ყველაფერზე: როდის დაიწყო და სადამდე მოვიყვანე ჩემი თავი? და გამახსენდა, რომ სრულიად მოულოდნელად გადავწყვიტე გუგა ჩემს თავბრუსდამხვევ ფანტაზიებში მომექცია. ეს იმდენად მალე და სწრაფად ხდებოდა, რომ ზოგჯერ ვერცერთი ვერ ვასწრებდით სიტუაციის გააზრებას. ამასობაში კი იქმნებოდა დღეები, რომელიც ახლა რომც მოვინდომო ვიცი აღარ გამომივამა. მოულოდნელი აფეთქება იყო ჩვენ შორის და ახლა ამ ყველაფერს გუგა უწოდებს ,,სამყაროს" , სადაც ჩვენ ორნი ვცხოვრობთ. ახლა როგორ ვარ? მენატრება...) ხო, რთულია დაივიწყო ის ყველაფერი, რაც ერთად გადავიტანეთ. მახსენდება მაგდას სიტყვები: ,,მოვა დრო და ძალიან გაგიჭირდება". და აი, დადგა კიდეც ეს დრო. მიჭირს, მაგრამ ვიცი ესაც დროებითია. რაც უფრო ბევრს იფიქრებ, რომ გეტკინა და ახლაც გტკივა... ძალიან დიდ დროს მოანდომებ ამ მდგომარეობიდან გამოხვიდე. ყოველთვის კარგი ფსიქოლოგი ვიყავი საკუთარი თავის. მაშინაც სანამ ყველაფერს დავიწყებდი ვიცოდი, რომ დროებითი იყო და სადღაც მაინც დასრულდებოდა ჩვენი ამბავი, მაგრამ მზად ვიყავი. მზად ვიყავი მასთან ერთად გამეტარებინა დღეები, რომელიც ვიცოდი ბევრჯერ კარგად გამახსენდებოდა. ჩამოვედი აქ და მინდა ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში ვიფიქრო ყველაფერზე, რაც აქამდე იყო და წასვლისას, როცა კარებს ჩავკეტავ მინდა წერტილი დავსვა. ცოტა ვჭამე და ახლა წიგნის კითხვა გადავწყვიტე. სანამ დაღამდება მინდოდა გამეხსენებინა მომენტი, თუ როგორ ცდილობდა გუგა ღვინის ბოთლის გახსნას, გასახსნელის გარეშე. სწორედ მიხვდით, ბოთლის საცობი კი არ ამოიღო.. პირიქით, შიგნით ჩააგდო.  მოვსვი ღვინო და ამაზე კიდევ ერთხელ გამეცინა გემრიელად. ,,ქარია, თავი სველი გაქვს და არ გაცივდე. ადექი, შიგნით შევიდეთ". თითქოს მისი ხმა კიდევ ყურში ჩამესმის და ალბათ საღამოს 7 საათზე შიგნით შევედი. ვუყურებ სავარძელს და მახსენდება ჩემი სახე, როგორ დაკვირვებით ვუსმენდი მის თავგადასავლებს. ,,შენ არ იცი, რა დაჟინებით მიყურებდა ის ადამიანი..." ალბათ რამდენს შემოუღია ამ კოტეჯის კარები და რამდენს ტკბილ მოგონებად ექცა, მაგრამ გუგას ხმა თითქოს მკვეთრად ჩაუწერია ამ კედლებს. ,,რატომ არ ჭამ? არ გშია?" დავხედე პიცას და ისევ ერთი ნაჭერი აკლდა, როგორც მაშინ, იმ დღეს. საკმარისია!!! შემოვუძახე ჩემს თავს და ნოუთბუქი ჩავრთე. გადავწყვიტე დამესრულებინა სიმღერა, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებული მქონდა. ამაშობაში დრო ისე მალე გავიდა გახდა კიდეც ღამის ორი საათი. ავედი მეორე სართულზე და საწოლს როგორც კი შევხედე მაშინვე გამოვბრუნდი უკან. ის იყო ჩამეძინა სავარძელზე და დილით მესმის ვიღაც კარებზე მიკაკუნებს.
_ მაპატიეთ, თქვენი შეშინება არ მინდოდა.
_ გისმენთ, შემიძლია რამით დაგეხმაროთ? (ალბათ იქნებოდა შუახნის მამაკაცი)
_ კი შვილო, მე ამ ეზოს ვუვლი. მეპატრონებ მითხრა, რომ სარდაფის გასაღები წიგნების თაროზეა.
_ დამელოდეთ, ახლავე ვნახავ.
_ შვილო მარტო ხარ?
_ დიახ. აი, გასაღებიც..! _ მივაწოდე თუ არა მაშინვე საქმეს შეუდგა. (დეჟავუ მაქვს) თითქოს ეს ადამიანი, აქამდეც მინახავს, მაგრამ არ ვიცი სად.
მე ყავა გავიკეთე და სანამ მოვწესრიგდი დავინახე, რომ ის კაცი უკვე წასვლას აპირებდა.
_ მობრძანით, ყავაზე დამეწვიეთ. _ თან ჩემი საყვარელი ფუნთუშეულობაც თეფშზე დავაწყე.
_ შვილო, არ შეწუხდეთ.
_ რა შეწუხებაა, ისედაც ამდენი იმუშავეთ. ჩამოჯექით, ცოტა სული მოითქვით.
_ აქ, სულ რამოდენიმე ბაღს ვუვლი და ყველა მცენარე, რომელიც მე დავრგე საკუთარი შვილებივით მიყვარს.
_ დიდი ხანია, რაც ამ საქმით ხართ დაკავებული?
_ რაც თავი მახსოვს სულ ბაღში ვარ და მიწაზე ვმუშაობ. აი, სანამ ჩემი ცოლი ცოცხალი იყო სულ სხვა სიხალისე ჰქონდა ცხოვრებას ახლა კი ამ მცენარეების გარდა აღარავინ მყავს.
_ შვილები?
_ სამი შვილი მყავს და სამივე ქალაქში ცხოვრობს. დღეს სოფელი აღარავის უნდა... _ ეს თქვა და სამუშაო ხელთათმანები მოიხსნა.
_ ძალიან გთხოვთ მიირთვით სანამ ცხელია. კიდევ რამე ხო არ გინდათ? წავალ, წყალს მოგიტანთ...
_ შვილო დაჯექი, ისედაც ბევრი რამ გაგიმზადებია.
_ იცით პირველად, რომ აქ ვიყავი მხოლოდ ორი ხე იდგა. მახსოვს მაშინ ჩავიფიქრე კიდეც სურვილი, რომ მეორედ მოსვლაზე ეს ბაღი სავსე ყოფილიყო მცენარებიით.
_ შვილი კიდევ ბევრია სამუშაოა, მაგრამ მიხარია თუ შენი გახარება შევძელით.
_ დიახ, თქვენ ნამდვილად შეძელით და ამისთვის მადლობას გიხდით.
ეს იყო და წავიდა კიდეც ის კაცი. სანამ აქ ჩამოვიდოდი გუგამ კარგად იცინა ამაზე. ,,მარტო რა მუღამი აქვს წასვლას?" აი თურმე საჭიროა, თუნდაც იმიტომ რომ გზად ასეთი კეთილი ადამიანი შეგხვდეს. ,,შვილო, იშვიათი ხარ. აქ, ქალაქიდან ზოგჯერ ისეთი ახალგაზრდები მოდიან ზედაც რომ არ გიყურებენ. შენ კი მაჭამე, მასვი და თანაც რა სასიამოვნო მოსაუბრე ხარ. შვილო, ასეთი კარგი რომ ხარ ცხოვრებაში აუცილებლად გაგიმართლებს". წასვლამდე, სრულიად უცხო ადამიანმა ეს სიტყვები მითხრა და თითქოს მაშინვე დასრულდა ჩემში ის დაძაბულობა, რასაც იქ ყოფნის დროს ვგრძნობდი.
დაღამებამდე მინდა ქალაქში დავბრუნდე და ალბათ 5_საათზე უკვე ჩალაგება დავიწყე. ის იყო მოვაწესრიგე კოტეჯი და სანამ კარებს ჩავკეტავდი მესმის ნაცნობი ხმა. თავიდან მეგონა მომესმათქო, მაგრამ რომ გავიხედე ჩემს უკან იდგა.
**
_ რა მოხდა, კიდევ გასაღები გაიჭედა?
_ როგორც ჩანს კი, ვერ ვკეტავ.
_ გამოდი, მე მივხედავ.
_ აქ რას აკეთებ?
_ არ ვიცი...) _ კარები ჩაკეტა და თითქოს მოწყვეტილი ბაღში ჩამოჯდა.
_ სახეზე რა გჭირს?
_ ისეთი არაფერი, წავიქეცი...
_ როგორ არ გამოგდის ტყუილი.
_ ხო, შენთან ეგ შეუძლებელია.
_ გუგა, აქ რას აკეთებ? რატომ ჩამოხვედი?
_ არ ვიცი, გესმის? არ ვიცი!!! ვცდილობ დაგივიწყო, მაგრამ არ გამომდის. ყოველთვის, როცა ყველაფერი კარგად არის სწორედ მაშინ მახსენდები... შენც არ მაძლევ იმის საშვალებას, რომ ეს შევძლო. ყველგან ხარ გესმის?! სადაც არ უნდა გავიხედო შენ ხარ და შენი წინასიტყვაობა. იტყვი რამეს და მაშინვე შენ თავს მახსენებ. _ ადგა და ჩემს წინ ძალიან ახლოს დადგა.
_ გპირდები, ამიერიდან ასე აღარ იქნება. _ ეს ვთქვი და თითოს ყველა უთქმელი სიტყვა ერთბაშად დამიგუბდა ყელში.
_ არა, ნუ მაძლევ პირობას, როცა ვიცი ვერ შეასრულებ.
_ შევასრულებ.
_ ვერ შეასრულებ! _ ახლა კიდევ უფრო ახლოს მოვიდა ჩემთან.
_ შევასრულებ. _ ეს კიდევ უფრო ხმადაბლა ვთქვი.
_ არა, შენ ჯერ კიდევ გიყვარვარ. _ ეს თქვა და ჩემს გარშემი სიარული დაიწყო, თითქოს ჩემს ჩაცმულობას და ჩემოდანს აკვირდებოდა.
_ საიდან მოიტანე?
_ თამთა, ნუ მასწავლი შენ თავს... აბა, აქ რატომ ხარ? მაინც და მაინც აქ და არა სხვაგან. გარშემო რამდენი ადგილია და შენ მაინც და მაინც აქ ხარ, ჩემს წინ.
_ კარები ჩაკეტე?
_ ხო ჩავკეტე და ეგ რა შუაშია?
_ ხო და მორჩა, მანდ დავუსვი მე ყველაფერს წერტილი. მაგ კარების მიღმა დავტოვე ჩემი და შენი სიცილი, საუბრები, ჩახუტება, მუსიკა, ცივი წყალი, ღვინო, პიცა... ყველაფერი მაგ კარების მიღმა დარჩა.
_ ესეიგი ეგრეა ხო?
_ გუგა დამთავრდა... ის რაც იყო, წარსულში დარჩა. ახლა შენც და მეც უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი ცხოვრება გახდეს უკეთესი.
_ და შენ ანრი ერთად ხართ? ხო, რატომაც არა. ახლა ხელს არაფერი გიშლით...
_ გაჩუმდი ძალიან გთხოვ.
_ დღეს იყო მებაღე?
_ კი, შენ საიდან იცი?
_ შენ ხომ გინდოდა, რომ ეს ბაღი სავსე ყოფილიყო მცენარეებით ხო და მიიღე.
_ მოიცადე შენ..
_ კარგი, ჩაჯექი მანქანაში მე კიდევ უკან გამოგყვები.
_ კარგი, კარგად.
_ მოიცადე, არ წახვიდე. _ მკლავში ჩამავლო ხელი და მოულოდნელად მისკენ მიმიზიდა.
_ გუგა რას აკეთებ?
_ უბრალოდ ჩამეხუტე...
_ არა, შემეშვი! _ ვკარი ხელი და მაშინვე კანკალი ამივარდა. ძლივს ჩავდე ჩემოდანი საბარგულში და უკვე ბოლო ხმაზე დავიწყე ყვირილი.
რატომ ჩამოხვედი? შენ გეკითხები, აქ რატომ ხარ?! სანამ შენ მოხვიდოდი ყველაფერი კარგად იყო. ხო მენატრები, საშინლად მენატრები და აქაც ამიტომ ვარ. მინდოდა ყველაფერი, რაც აქ დაიწყო აქვე დამესრულებინა. შენ კიდევ რას აკეთებ? მოდიხარ, წინ მიდგები და მთხოვ რომ ჩაგეხუტო. გუგა რას ვუკეთებთ ერთმანეთს? ასე გაგრძლება აღარ შემიძლია გესმის? ვეღარ ვმუშაობ, საკუთარ თავს ვერაფრის ვშველი... _ კანკალმა კიდევ უფრო ამიტაცა და ვგრძნობ, რომ ძალა სულ მთლად გამომეცალა.
_ კარგი, მოდი ამ საღამოს აქ დავრჩეთ.
_ შანსი არაა! _ და ვაღებ მანქანის კარებს.
_ თამთა, არ მოგცემ უფლებას ასეთ მდგომარეობაში საჭესთან დაჯდე.
_ კარგი, მაშინ შენ წამიყვანე.
_ არც მე ვარ კარგად...)
**
მასე ნუ მიყურებთ... ისე ცუდად ვიყავი, რომ მართლა არ შეიძლებოდა ჩემი იმ მდგომარეონაში მანქანის მართვა. სად მეძინა? თავიდან ჯერ ვერ შევთანხმდით, ვინ სად დაიძინებდა. ორივემ შევხედეთ თუ არა საწოლს მაშინვე დაბლა ჩამოვედით. დაბლაც მხოლოდ ერთი სავარძელი და ორი პუფი იყო. თავიდან კარგი ერთი საათი ერთმანეთს ხმას არ ვცემდით. ცოტა ხნის წინ, იმდენი ვიყვირეთ, რომ ემოციებისგან დავიცალეთ და ახლა ვისვენებთ. მე ჩაი მომინდა გავიკეთე და გარეთ დავჯექი. გუგა კი სავარძელზე იჯდა და ტელეფონში რაღაცას თამაშობდა. მეც მაქსიმალურად ვცდილობდი მისგან თავი შორს დამეჭირა, მაგრამ როგორ გინდა მშვიდად იყო, როცა ამ პატარა კოტეჯში ჩვენ ორნი ვართ და ისიც ისევ ისე თავხედურად გიყურებს. თვალი ჩემი წიგნისკენ გააექცა. გადმოაბრუნა და უკანა ყდაზე წარდგინება წაიკითხა. (წიგნის სახელია ,,ელინორი & პარკი") ,,ოხ, ამის თავს კიდევ აკლდა ფანტაზიები და ახლი რომანის კითხვა დაუწყია." თავისთვის ბუტბუტებს რაღაცას და თან თვალი წიგნის პირველ გვერდს შეავლო. ასე გაფურცლა მეორე, მესამე... და ვხედავ რომ შეყვა. ,,რას აკეთებ?" მოულოდნელად ვიკითხე და მასაც მაშინვე წიგნი ხელიდან გაეშვა. ,,თამთა, აქ ხარ? მეგონა დაბრუნდი შენს პლანეტაზე". გუგა ყოველთვის მახსენებდა, რომ მე სხვა პლანეტიდან ვიყავი ჩამოსული. მოვკიდე წიგნს ხელი და მაშინვე გამოვართვი. ,,ისევ ისეთი ხარ, თავნება, ჯიუტი, მომთხოვნი, ფეთქებადი... შენი გამოხედვა და შარმი მაგიჟებს. აკეთებ იმას რაც გინდა და საერთოდ არ გადარდებს სხვები რას ფიქრობენ ამაზე. მეც სწორედ ამან მომხიბლა შენში... დამოუკიდებელი ქალი ხარ, ძლიერი, თავდაჯერებული... ხედავ, როგორ იწვიან ადამიანები შენს გამო და შენ მაინც არ ჩერდები. შეუძლებელი შენ გაჩერდე და მე ვიცი, მთელი ცხოვრება არ მექნება ამის მოსვენაბა." მე ამ დროს სამზარეულოში ზურგით ვდგევარ და ვცდილობ, ცრემლი ისე მოვიწმინო, რომ გუგამ არაფერი შენიშნოს. ,,არ გაჩერდე, შენ არასოდეს არ უნდა გაჩერდე..! ხო, შეიძლება შენს ყოველ გამოჩენამ ჩემზე კარგად არ იმოქმედოს, მაგრამ შენ გააგრძელე სიმღერის წერა, მუსიკის შექმნა, მოგზაურობა, ივენთები, გამუდმებით იყავი ჩართული ახალ-ახალ აქტივობებში... ეს ყველაფერი შეიძლება ნებისმიერმა გააკეთოს, მაგრამ შენსავით არავის გამოუვა..." ახლა მოვიდა და ზურგთან ამომიდგა, ხელები მკლავებში ჩამჭიდა და გააგრძელა... ,,წავალ შენი ცხოვრებიდან, მაგრამ იცოდე, რომ შენზე ფიქრებს დავიმარტოხელებ".
გათენდა მეორე დღე და ვგრძნობ, რომ კისერი ძალიან მტკივა. მაშინვე იქაურობას გადავავლე თვალი და გუგა აღარსად იყო. საუზმე გაუმზადებია ჩემთვის და იქვე ბარათიც დაუტოვებია. ,,გარეთ ძალიან ცივა, მაგრამ იცოდე, რომ შენს გულში თბილა..."
**
რამოდენიმე დღის შემდეგ!
_ წამოხვალ ჩემთან ერთად პაემანზე?
_ არ ვიცი...
_ კარგი, თუ არ გინდა სადმე გავიდეთ ჩემთან ამოდი, ცოტა ღვინო დავლიოთ და მე შენს საყვარელ კერძს მოვამზადებ.
_ რა მაცდური წინადადებაა. მახსოვს, იტალიურ კერძებს შენ ძალიან კარგად ამზადებ.
_ ხო და გელოდები, ხვალს საღამოს, 8_საათზე.
_ ხომ იცი, რომ ეს ყველაფერი არაფერს არ ნიშნავს.
_ თამთა ამდენი წელია მიყვარხარ და როგორ ფიქრობ ეს პემანი რამეს შეცვლის? უბრალოდ მოდი და სასიამოვნო საღამო გავატაროთ ერთად.
_ და მერე შენც წახვალ ხო?
_ ხო, რამოდენიმე კვირაში ისევ მივდივარ..)
ის დღე იყო და გუგა აღარ გამოჩენილა. არც დაურეკია, არც ლაბორატორიში შემოუვლია, როგორ სჩვეოდა...) თითქოს იმ დღეს ყველაფერი ვუთხარით ერთმანეთს და დავასრულეთ კიდეც. ახლა ანრისთან ვარ სახლში და მის მომზადებულ კარბონარას (იტალიური კერძია) მივირთმევ. ისიც ისეთი ფთხილია. არ უნდა, რაიმე ზედმეტი თქვას და ძალიან ცოტას საუბრობს. ვივახშმეთ და გამოიტანა ალბომი, სადაც მისი ოჯახი ერთი შეხედვით ძალიან ბედნიერია. ,,ეს ჩემი ძმა არის. მაიმუნმა თითზე უკბინა და ტირილი დაიწყო". ამაზე ერთხმად გაგვეცინა. აგრძელებს: ,,ეს მამაჩემია, ამ წელს გაიწვიეს ჯარში და რო დაბრუნდა მე უკვე 5 წლის ვიყავი." ამ ყველაფერს ისე ემოციურად ყვება, რომ თითქოს შეაზანზარებდა სამყაროს და დრო უკან დააბრუნებდა. ახლა შეხედა ოჯახის საერთო სურათს და ალბომიც მაშინვე დახურა. მოულოდნელად მაგიდის ალაგება დაიწყო და სამზარეულოში რამოდენიმე წამით მარტო დარჩა. ,,კარგად ხარ?" მხარზე ხელი დავადე და ისიც მაშინვე ჩამეხუტა. ,,კარგია, რომ არსებობ". ეს ჩახუტება ისეთი ძლიერი და ხანგძლივი იყო, რომ მეც ვერ დავიხსენი თავი. ,,მაპატიე, როცა საქმე ჩემი ოჯახს ეხება მაშინ ძალიან ემოციური ვხდები".
ეს იყო და თითქოს მოვიდა კიდეც ხასიათზე.
_ ახლა რა გინდა რომ გავაკეთოთ?
_ რომელი საათია?
_ ღამის 12.
_ სულ მინდოდა, რომ ამ დროს გასართობ პარკში წავსულიყავი და კარუსელებზე დავმჯდარიყავი, მაგრამ არა, პატარა ბავშვები ხომ არ ვართ?
_ ადექი, მივდივართ!
_ საით?
_ კარუსელებზე.
ელვის სისწრაფით მომკიდა ხელი და წავედით ქალაქით ყველაზე მაღალ წერტილში. ის ერთადრთი ადგილია, რომელიც ჩემ ქალაქში ყველაზე მეტად მიყვარს. მანქანიდან გადმოვედით თუ არა ისევ ჩამკიდა ხელი და სირბილით შევედით პარკში. ვუყურებთ უშველებელ ეშმაკის ბორბალს, შემდეგ ერთმანეთს შევხედეთ და მივხვდით, რომ ორივე მზად ვიყავით ამისთვის. ,,ბიძია, შეგიძლიათ კარუსელები ჩაგვირთათ?" დარაჯს ეს ისეთი საწყალი თვალებით ვუთხარით, რომ უარი ვეღარ გვითხრა. აი, ჩართო კიდეც ყველა კარუსელი. ეშმაკის ბარბალის შემდეგ მანქანებზე დავჯექით. ,,იცოდე წითელი მანქანა ჩემია!" ჩავჯექი და მაშინვე დავიწყე შეჯიბრი, ვინ უფრო უხეშად დაეჯახებოდა ერთმანეთს. ამდენი არ მიცინია ალბათ დიდი ხანია და ეს ყველაზე კარგი შეგრძნებები იყო ჩემს ცხოვრებაში. შემდეგ იყო მატარებელი, რომელიც ძალიან მაღლა ადიოდა და წარმოდგენა რომ არ გქონდა, სწორედ მაშინ მოწყდებოდა ადგილიდან. შემდეგ იყო სარკეები, რომელიც ჩვენს გამოსახულებას მეტისმეტად სასაცილოდ ცვლიდა. ,,შემომხედე, მგონი შენ გრძელი სახე მოგიხდა"... ,,არასოდეს წარმოვიდგენი ანრის დიდი მუცლით... ღმერთო ჩემო, რა სასაცილო ხარ..."
ეს იყო და გამოსვლისას თვალი მოვკარი კრემისფერ დათუნიას, რომელიც მეტისმეტად იწვევდა ინტერესს ჩემში.
_ მოგწონს?
_ კი, მაგრამ ჯიხური დაკეტილია.
_ მერე რა... წამოდი, წამოვიღოთ. _ ხელი ჩამკიდა და მთელი ძალით მიმათრევს ჯიხურისკენ.
_ არა, ნამდვილად არ მინდა ამ დათუნიის გამო დაგვიჭირონ.
_ მერე ვინ ამბობს, რომ მოვიპარავთ? ფულს და წერილს დავუტოვებთ მეპატრონეს...
_ რის დაწერას აპირებ?
_ ,,მაპატიეთ, მაგრამ ჩემი გოგო ისეთია დილამდე ვერ მოიცდის. იმედი მაქვს ფული საკმარისია..."
**
ის იყო მანქანში ვჯდებოდით და უკნიდან პატრულმა გაგვაჩერა.
_ რა მოხდა უფროსო, დავარღვიეთ რამე?
_ პარკში შეპარვის და ქურდობის გამო დაკავებულები ხართ. დანარჩენს განყოფილებაში გავარკვევთ.
_ ანრი ნუ იცინი. იცით, ჩვენ კეთილი განზრახვა გვქონდა. ეს დათუნიაც არ მოგვიპარია, ფული და წერილი დავუტოვეთ მეპატრონეს... _ ვუხსნი, მაგრამ ვინ გისმენს? მაინც მოგვკიდეს ხელი და ის ღამე განყოფილებაში გავათენეთ. არა, რა ადამიანს ერთ გემრიელ საღამოს, რომ არ შეგარგებენ. ან საიდან ავიჩემე ახლა ამ შუაღამისას კარუსებები? ახლა სირცხვილით თავი სად გამომეყოფა. შეგვიყვანეს გამომძიებელთან და იქ დაგვხვდა კაცი, რომელიც სავარაუდოდ იმ ჯიხურის მეპატრონე იყო. ,,მადლობა ახალგაზრდებო, მაგრამ აქ მეტისმეტად ბევრი ფულია". ხელი, როგორც კი გამოგვიწოდა ანრიმ გააჩერა. ,,აიღეთ ბატონო, ეს ფული თქვენია". ის იყო და ისეთი ბედნიერი გავიდა ის კაცი იქიდან, რომ უკან არც მოუხედია. ეტყობოდა, რომ მას იმ მომენტში ის ფული ძალიან სჭირდებოდა. მე კი ველოდებოდი პოლიციის თანამშრომელს, რომელიც ჩემს კრემისფერ დათუნიას დამიბრუნებდა.
_ რამდენი წელია ამ სფეროში ვმუშაობ და პირველად დავაკავე წყვილი ამ პატარა დათუნიის გამო.
_ ჩემი დათუნია..! _ მაშინვე გამოვართვი გამომძიებელს.
_ მეგობარო გილოცავ, გვერდით გყავს ქალი, რომელსაც სულ მცირედიც აბედნიერებს. აბა, ჩემი ცოლი სახლში ისე არ შემიშვებ რამე რომ არ ვუყიდო.
_ იცით ჩვენ... _ უნდა მეთქვა, რომ ჩვენ ერთად არ ვართ.
_ თამთა ნუ წვალობ, უბრალოდ წავიდეთ აქედან.
_ ვახ, ეს რა იყო?
_ კიდევ ერთი ლამაზი თავგადასავალი შენთან ერთად.
_ და ამ პოლიციის შენობაში გათენებული ღამეც ლამაზი იყო?
_ შენ წარმოიდგინე და ეგაც.
_ ანრი...
_ არ გინდა, არაფერი არ მითხრა. უბრალოდ ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის.
_ კი, მაგრამ...
_ არავითარი მაგრამ. ისე კარგად უჭერ ხელს მაგ დათუნიას... ნუ ღელავ, ამიერიდან არავის მივცემ უფლებას წაგართვას.
_ ნუ დამცინი.
_ აუ, ჩემი მანქანა... _ აქ გაახსენდა, რომ მანქანა პარკის პარკინგზეა.
_ ეგ არაფერი, ტაქსი უკვე გამოვიძახე.
_ ისე დაამუღამე გამომძიებლის სახე, თავს ძლივს იკავებდა სიცილისგან.
_ ეგ როდის?
_ აი, შენ რო ძლივს გამოგგლიჯეს ხელიდან დათუნია...


-12-
ის ღამე იყო, რომ ვერაფრით მოვისვენე. თითქოს ვიწვოდი, არადა სიცხეც არ მქონდა. საათობით ვიტრიალე საწოლში და ისევ ავდექი. საათს, რომ დავხედე უკვე ღამის ოთხი საათი იყო. წყალი დავლიე და ცოტა ხანს ეზოში გავჩერდი. ვუყურებდი ცას, მაგრამ ვერ გამეგო რას განვიცდიდი. ,,თამთა..." ჩემდაუნებურად ეს სახელი წარმოვსთქვი და მომენტალურად უკან გავიხედე. არ მინდოდა, ეს ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს გაეგო. ნეტავ თუ იცით რას ნიშნავს, როცა მთლიანად შენი გონება ერთ ქალს უკავია და იმის იქით ვერაფერს აკეთებ. ხო, მართალია ვცდილობ, თავი ხელში ავიყვანო. მშობლებისთვის ვიყო კარგი შვილი, სამსახურში კარგი თანამშრლმელი და მეგობრებისთვის სამაგალითო. არ ვიცი, ეს რამდენად გამომდის, მაგრამ ხო ვცდილობ არა?
დავწექი და ვუყურებ ქალს, რომელსაც ცხოვრება დავუკავშირე. ის ისეთი ლამაზია, მზრუნველია, რომ მე არც მაქვს უფლება მას გული ვატკინო. ვწვები და ვცდილობ დავიძინო, რადგან ხვალ დილით ადრე უნდა ავდგე.
გამთენიისას, როგორც მჩვევია ვეძებ მანქანის გასაღებს, ვსაუზმობ მხოლოდ ყავით და გავდივარ კიდეც სახლიდან. ოფისში მისვლა ასე მძიმედ არ მახსოვს. თითქოს არ მინდოდა კიდეც, რომ შიგნით შევსულიყავი. კარები გავაღე თუ არა ყველა ისეთი სახით დამხვდა, თითქოს ერთიანად თავს მარიდებდნენ.
**
_ რა მოხდა, რა სახეები ჩამოგტირით?
_ ძმაო...
_ აუ, ბიჭო იტყვით ბოლოს და ბოლოს რა მოხდა?
_ თამთა, გუშინ ღამე ავარიაში მოყვა. _ ეს იყო სიტყვები, რომელიც ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი გახდა. გავქვავდი, ვერც ვერაფერს ვამბობ...
_ გუგა მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალია და იბრძვის.
_ ცოცხალია? _ თითქოს არაფერი მესმოდა, რაც მანამდე მითხრეს.
_ კი ძმაო ცოცხალია და მალე კარგად იქნება. _ მამხნევებს ჩემი თანამშრომელი, რომელმაც კარგად იცოდა ვინ იყო თამთა ჩემთვის.
არ ვიცი, სად მეყო გამბედაობა, მაგრამ მივედი სავადმყოფოში. ეზოში გამწარებული დედის და წაშლილი მამის სახე დამხვდა. ჯანდაბა!!! მე შემეძლო ამ გოგოსთვის მიმეცა ბედნიერი ცხოვრება, მაგრამ ამისთვის საკმარისი ნებისყოფა არ მეყო. დავთმე და ახლა სიცოცხლეს ებრძვის. აი, მოდის ექიმი და ამბობს შემდეგ სიტყვებს: ,,ძალიან ვწუხვარ..." ხანგძლივი პაუზის შემდეგ ისევ აგრძელებს ,,გული გაუჩერდა". ეს იყო და უკვე ემოციების მართვა ძალიან გამიჭირდა. მივედი ექიმთან, ორივე ხელით საყელოს ჩავჭიდე და ვეკითხები:
_ სად არის?
_ ვერ ვხვდები, რას მეკითხებით...
_ სად არის ეგ წყეული რეამინაცია?!
_ მესმის თქვენი, მაგრამ ძალიან გთხოვთ სიმშვიდე შეინარჩუნეთ.
_ ამის დე....ც!!! მითხარით სად არის თამთა?! _ ახლა ჩემი ხმა უკვე ყველანაირ საზღვრებს გასცდა.
ხელით მანიშნეს სადაც იყო რეამინაციის ფანჯარა და მივედი ახლოს.
,,თამთა, რა ჯანდაბას აკეთებ? ასე მარტივად ნებდები? ხელებს უკონტროლოდ ვიქნევ და თან ყვირილსაც არ ვწყვეტ. შენ სიკვდილის უფლება არ გაქვს! გესმის? შენ კიდევ ბევრი მუსიკა უნდა შექმნა. თუ ღმერთი გწამს ამოისუნთქე... ვგძნობ, რომ ძალა აღარ მაქვს, დაცვა ცდილობს ჩემს წამოყენებას. ყველაფერი გააკეთეთ, თამთა ძლიერია უბრალოდ მიეშველეთ... ახლა ამას ვთხოვ ექიმს, ვინც უკვე თქვა, რომ თამთას გული გაუჩერდა.
მიეშველეთ, უბრალოდ მიეშვეელეთ.
მას მერე გავიდა ალბათ რამოდენიმე წამი, რომელიც საუკუნემ გასტანა. და მესმის ექიმის ხმა ,,ძლიერი გოგოა, სიკვდილზე უარი თქვა..!" ეს იყო და ფეხზე წამოვდექი. ,,ჩემი გოგოა, ის ასე მარტივად არ დანებდება..!" რას აკეთებ? არ გაქვს უფლება ეს სიტყვები თქვა. ვიხევი უკან და ვცდილობ დავტოვო იქაურობა. გამოსვლისას, სანამ მანქანაში ჩავჯდებოდი დავინახე ანრი, მუხლებში ჩაკეცილი იყო და თან თამბაქოს ეწეოდა. წლებია მაგანაც მოწევას და სმას თავი დაანება, მაგრამ ახლა ამ სიტუაციამ კიდევ უფრო შეახსენა თავი. ასეთ დროს მე შემიძლია ვიღრიალო, მაგრამ ანრი წავა და თავის თავთან გამართავს დიალოგს.
ბევრი არც მიფიქრია მივედი და მეც მასთან ახლოდ ჩამოვჯექი.
**
_ ხო, ვამბობდი გიჟია ეგ ქალი. გული გაუჩერდა და ისევ თავიდან დაიწყო სუნთქვა.
_ ჩემი ბრალია... _ ანრიმ ძლივს ამოღერღა ეს ორი სიტყვა.
_ რას ამბობ, ვერაფერი გავიგე.
_ ჩემს გამო მოხდა ეგ ავარია, მე ვუთხარი, რომ ძალიან ცუდად ვიყავი და მჭირდებოდა.
_ და ისიც მეამიტი მაშინვე წამოვიდა შენთან... მოიცადე, ავარია რომელ საათზე მოხდა?
_ ღამის 4_ზე. სანაპიროზე მანქანამ გზა გადმოუჭრა, ამანაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ცხვირით ლამპიონს შეეჯახა.
_ ის ვინც გზა გადმოუჭრა?
_ ადგილზევე დაიღუპა.
_ მომისმინე, შენ თავს ნუ იდანაშაულებ. თამთა ასეთია, რაც არ უნდა მოხდეს და რომელი საათიც არ უნდა იყოს ის მაშინვე შეეცდება ადამიანების დახმარებას. მითუმეტეს თუ იცის, რომ მას ეს შეუძლია.
_ არადა ყველაფერი ისე კარგად იყო.. მაგ დროს დამირეკა, გზაში ვარ და მალე შენთან ვიქნებიო. გავიგე მარტო საშინელი ხმა და მეც მაშინვე გავვარდი მანქანით. ახლაც თვალებიდან არ ამომდის ის საშინელი სურათი რაც იქ დამხვდა. ის, კაცი ხო ეგრევე დაიღუპა და მეც ერთი სიცოცხლე გავათავე სანამ თამთას მანქანიდან გადმოიყვანდნენ. როგორც კი საკეცზე დააწვინეს მაშინვე ვთქვი, რომ ,,ეს თამთა არ არის"... ასე მეგონა, რომ სულ რამოდენიმე წუთში თავზე ჩამომენგრა მთელი ცხოვრება.
_ და ახლა რა იქნება? _ ხმის კანკალით მეც არ ვიცოდი რას ვეკითხებოდი.
_ ერთი იპერაცია შემოიყვანეს თუ არა მაშინვე ჩაუტარდა. თავი აქვს დარტყმული და ეგ მაშინებს თორე სხვა ყველაფერი შენც ნახე, ჯერ კიდევ ყოჩაღად არის.
_ სხვანაირად შეუძლებელია, უნდა გამოძვრეს.
_ მოწევ?
_ არა, არ მინდა.)
რამოდენიმე დღის შემდეგ!
მდგომარეობა არ შეცვლილა თამთა ისევ ისე გათიშულია და იბრძვის. მეც არ ვიცი, რატომ მაგრამ გავხსენი სოციალური ქსელი. არ მჩვევია აქტიურობა და ჩატსაც იშვიათად ვიყენებ. სამსახურის ეზოში ჩამოვჯექი და მაშინვე თვალში მომხვდა თამთას შეტყობინებები, რომლიც აქამდე არ გამიხსნია.
,,არ ვიცი, შენ რატომ გწერ, მაგრამ მინდოდა მეთქვა, რომ დღეს მივიღე შემოთავაზება ერთი ძალიან კარგი კომპანიისგან და თუ დავთანხმდები ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი. შენც ხომ იცი, რომ ეს ჩემი ოცნება იყო. ახლა, აქ რომ იყო ალბათ მომწერდი: ეგრე გააგრძელე, მე ვამაყობ შენით!"
ნელ-ნელა გადავავლე თვალი და ვხედავ, რომ ბოლო შეტყობინება ავარიამდე რამოდენიმე საათის წინ იყო გამოგზავნილი.
,,შენ ხომ მეუბნებოდი, რომ შენი აზრების წაკითხვა კარგად შემეძლო. პირობა მოგეცი და დიდი ხანია ამასაც აღარ ვაკეთებ, მაგრამ ახლა... ახლა მგონია, რომ ჩემი&შენი ამბავი სრულდება. ასე მგონია სცენაზე ვარ და ჯერ კიდევ, რომ სიტყვა არ დამისრულებია ფარდა იხურება. არადა კიდევ ბევრი რამ მინდოდა მეთქვა შენთვის. გახსოვს, რამდენი რამ ვეღარ შევასრულეთ? ჩვენ კიდევ ბევრჯერ უნდა გავცდენილიყავით საზღვრებს, უნდა გვერბინა წვიმაში უაზროდ ბევრი. მერე მე გავჩერდებოდი გზის შუაგულს და გაკოცებდი. ვიცი, ბევრჯერ მოგიხადე მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე, მაგრამ მიიღე ეს კიდევ ერთხელ. მადლობა, რომ მომეცი უფლება ბედნიერი ვყოფილიყავი შენთან ერთად. მართალია ცოტა ხნით, მაგრამ ესაც ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. შენ კარგად იცი, როგორ მეშინია ექიმების და პირველად როცა მეხსიერება დავკარგე პატარა ვიყავი. ახლაც სიზმრებით ან მშობლების მონათხრობით თუ ვიხსენებ ჩემს ბავშვობას. სწორედ ამის მერე მეშინია, რომ კიდევ დადგება დღე და შეიძლება ეს ყველაფერი დამავიწყდეს. არადა ეს ყველაზე მეტად არ მინდა. არ მინდა, ის დღეები დამავიწყდეს, რომელიც შენთან ერთად გავატარე..." ეს იყო და ტელეფონი გვერდზე გადავდე, ვეღარ შევძელი გამეგრძელებინა იმ შეტყობინების კითხვა, რომელიც თამთამ ბოლოს მომწერა. ,,კარგად ხარ?" მოულოდნელად ჩემი თანამშრომელი მეკითხებს. მეც ასე უხმოდ ავდექი და თითქოს დაწყებული საქმის დასრულება დავიწყე. ვხედავ, რომ ხელიდან მივარდება ყველაფერი, ვგრძნობ, რომ ძალიან სუსტად ვარ და როცა მივხვდი ასე გაგრძელებას აღარ შეიძლებოდა სამსახურიდან გავენთავისუფლე. დავჯექი მანქანაში და არ ვიცი სად, მაგრამ წავედი სადღაც მარტო ყოფნას და ფიქრს შევძლებდი. გავაჩერე მენქანა თუ არა მაშინვე გავაგრძელე შეტყობინების წაკითხვა.
,, ... მაგრამ იცოდე, რაც არ უნდა მოხდეს შენ გაქვს უფლება ბედნიერი იყო. შენ კარგად იცი, ეს მე როგორ გამიხარდება. ჩასჭიდე ხელი შენს საყვარელ ადამიანებს და გაუფთხილდი. გააკეთე ის საქმე, რომელიც შენ ასე ძალიან გიყვარს და მე სადაც არ უნდა ვიყო აუცილებლად ვიამაყებ შენით. რომც არ მახსოვდე, სულ მთლად რომ გადამავიწყდე, თავიდან მაინც გაგიცნობ და ვიცი, მაშინვე მივიხიბლები შენი სიკეთით. ახლა უნდა წავიდე, გვიანია და იმედი მაქვს, რომ შენსკენაც ყველაფერი კარგად არის. მომავალ შეხვედრამდე მისტერ..!"
**
სახლში ვიყავი, ყველა ერთ მაგიდას მივუსხედით და ის იყო ვახშმობა უკვე დასრულებული გვქონდა, რომ მოულოდნელად ჩემი და მომიჯდა გვერდით და მეუბნება ახალ ამბავს: ,,იცოდი, რომ თამთა გონზე მოვიდა? მთელ სოციალური ქსელი მაგას აზიარებს." სახლშიც თითქოს ყველას ერთიანად გაუხარდა ახალგაზრდა გოგოს გადარჩენა, მაგრამ არავინ იცოდა ამ დროს მე რას განვიცდიდი. ავიღე მანქანის გასაღები და მაშინვე ანრისთან წავედი. საბოლოოდ ყველაფერი ყველაზე პირველი მაინც მაგან იცოდა. მივედი თუ არა სახლი ისეთი არეული დამხვდა, როგორც რამოდენიმე წლის წინ. ყველგან, მაგიდაზე, სავარძელზე, ფანჯრის რაფაზე... სულ ყველგან ლუდის ბოთლები ეყარა და ვინ იცის რამდენი თამბაქოს ღერი.
**
_ ბიჭო, რა არის ეს? სახლი ჩემი უბნის ურნას დაგიმსგავსებია.
_ აუ, შემეშვი რა! _ ხელი ამიკრა.
_ თამთა გონზე მოვიდა.
_ ხო, მოვიდა და არაფერი ახსოვს.
_ ეგ არაფერი დროებითია და სიარულს შეძლებს? ექიმები რას ამბობენ?
_ ხო შეძლებს, მაგრამ მანამდე ხანგძლივი რეაბილიტაცია იქნება საჭირო.
_ რას ამბობ, მთავარია გადარჩა. ახლა სად არის?
_ ისევ იქ, მაგრამ თუ ასე კარგად წავიდა საქმე ხვალაც შეიძლება გადაიყვანონ პალატაში.
_ და საერთოდ ვერავის ცნობს?
_ კი, მხოლოდ ოჯახის წევრებს და მაგდას.
_ კარგი, მიდი შხაპი მიიღე, ადამიანს დაემსგავსე და საავადმყოფოში წავიდეთ.
_ შენა და იცოდი, რომ თამთამ ავარიამდე რამოდენიმე ადანიანს წერილები გაუგზავნა?
_ შენც მიიღე?
_ ახლა გასაგებია.
_ რა არის გასაგები?
_ თამთას ისევ შენ უყვარხარ. შეუძლებელია, ქალმა რამდენჯერაც არ უნდა დაკარგოს მეხსიერება წავა და თავიდან მაინც იპოვის თავის ადამიანს.
_ არამგონია ეგრე იყოს.
_ კარგი, ჩავიცმევ და გავიდეთ.)
მეორე დღე იყო და გავიგე პალატაში გადაიყვანეს, მესამე დღეს წამოჯდომასთან ერთად თურმე წამოდგომაც მოინდომა. მეოთხე დღეს გარეთ გასვლა და უკვე სახლში ყოფნა უნდოდა. მეხუთე დღეს დავინახე ეტლით, როგორ გამოჰყავდათ მშობლებს საავადმყოფოდან. მეც ვიდექი შორიახლოს და ვცდილობდი მისი სახე უფრო კარგად დამენახა, მაგრამ თმა გაშლილი ჰქონდა და სახესაც თითქოს მალავდა. ავარიდან გასული იყო ალბათ ერთი თვე და გამოფენაზე ჩემ თანამშროლებს ყური მოვკარი: ,,თამთა ნახეთ? პირველად ვნახე ადამიანი ავარიის შემდეგ მალე ასე ფორმაში რომ ჩადგა..." მაშინვე დავიწყე თამთას მოძებნა და დავინახე, ზურგით იდგა, ერთ ნახატს გამალებით აკვირდებოდა.
_ მოგწონთ?
_ დიახ, ის ძალიან ლამაზია. _ ნახატი კი არა თამთა იყო ძალიან ლამაზი. ზედაც არ შემოუხედავს პასუხი ისე დამიბრუნა.
_ იცით, ვინ არის ამ ნახატის ავტორი?
_ დიახ, ჩემი მეგობარია, აქ არის და თუ გინდათ გაგაცნობთ... _ აი, ახლა უკვე შემომხედა და მისი თვალები, ისევ ისეთი უმწეო იყო... გამოხედვაც ცოტა დაბნეული, მაგრამ ისევ ბავშური ჰქონდა.
_ და თქვენ? _ აქ, თითქოს ცოტა ხანს პაუზა გვქონდა. ერთმანეთს შეპარვით ვაკვირდებოდით. მეგონა მეტყოდა: ყველაფერი მახსოვს, ჩვენ ძალიან ბედნიერი დღეები გავატარეთ ერთად.
_ მე უბრალოდ სტუმარი ვარ.
_ თამთა. _ ხელი გამომიწოდა და თან გამეცნო. არ ვიცი, ახლა ეს უნდა გამხარებოდა თუ პირიქით, მაგრამ ძალიან სასიამოვნო კი იყო.
_ გუგა, სასიამოვნია თქვენი გაცნობა.
თვალი ვერაფრით მოვაშორე. ჯერ კიდევ ყავარჯნებით იყო, თუმცა სიარული შეეძლო და სახეზეც ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მთელი გამოფენის პერიოდში ან ნახატებთან იდგა და დაჟინებით აკვირდებოდა, ან ეძებდა ავტორებს და კითხვებს უსმევდა. ,,როგორ ფიქრობთ, მზე ამოსვლისას თუ ჩასვლისას?" აი, არ ვიცი, ადამიანს ეს კითხვა თავში აზრად რატომ უნდა მოუვიდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ხელოვანს ეს ძალიან მოეწონა. იქ, გაიმართა ძალიან სასიამოვნო დიალოგი და მეც ვიდექი სულელივით ვაკვირდებოდი მის სახეს, ღიმილს, გამოხედვას... თითქოს ყველაფერი იგივე იყო, მაგრამ მაინც მაგიჟებდა ფიქრი, რომ მიყურებდა ისე როგორც უცხოს. როგორც ექიმები ამბობენ ნელ-ნელა მეხსიერებაც დაუბრუნდება, მაგრამ თუ თვითონ არ მისცა თავს უფლება გაიხსენოს ადამიანები, ან დღეები შეიძლება ამ პროცესმა ძალიან დიდ ხანს გასტანოს. წასვლისას კარებში შემხვდა და მეც ვეცადე ცოტა კიდევ მესაუბრა მასთან.
_ მადლობა, რომ მოხვედით. იმედი მაქვს გამოფენით კმაყოფილი ხართ?
_ თანაც როგორ... ყველა ნახატი ერთმანეთზე უკეთესია. თითქოს ყვებიან ამბავს და ისიც იმ ფერების, ხეების, ადამიანების მიღმა რჩებიან. ყველა კარგი იყო, მაგრამ განსაკუთრებით ერთ ნახატს გამოვარჩევდი... _ ამ დროს ერთი ყავარჯენი ხელიდან გაუვარდა.
_ ნება მომეცით დაგეხმაროთ.
_ მადლობა, ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე.
_ ცოტა ხნის წინ თქვი, რომ ერთი ნახატი განსაკუთრებულად მოგეწონათ და რომელია?
_ აი, ის გოგონა წითელ მანქანაში. მისი სახე... _ აქ, თამთას მოწონა ნახატი, რიმელიც ჩემ მეგობარმა დახატა.
_ მისი სახე ძალიან განრისხებულია, მაგრამ შეყვარებული. ამის თქმა გინდოდათ?
_ დიახ, სწორედ მაგის. ახლა უნდა წავიდე, მადლობა კიდევ ერთხელ.
_ ნახვამდის თამთა!


-13-
უკვე ერთი თვეა ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. ჩემი მშობლებიც ისე მექცევიან თითქოს პატარა ბავშვი ვიყო. ნაბიჯს ისე ვერ გადავდგავ დედაჩემმი მაშინვე მეკითხება ,,საით გაგიწევია?" თან მესმის ჩემი ოჯახის წევრების. წარმოდგენაც არ მინდა, ჩემს გამო რისი გადატანა მოუწიათ. პირველად რეამინაციაში თვალი რომ გავახილე მაშინვე ფეხების გამოძრავება ვცადე. მთელი სხეულზე რაღაცეები მქონდა შეერთებული და თავიც სულ შეხვეული. მაგის გამო თმის ძალიან მოკლედ შეჭრაც კი მომიწია. პალატაში გადასვლის შემდეგ დედას პირველად სარკე ვთხოვე და როგორც კი ჩავიხედე ელდა მეცა. ჩემი გონებით მეგონა, რომ ვიყავი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე. აი, სარკიდან კი მიყურებდა ქალი, რომელიც ჩემს გონებაზე მეტისმეტად დიდი და დახვეწილი ნაკვთები ჰქონდა. ვაკვირდებოდი ხელებს. ეს ჩვევა ბავშვობიდან სულ მქონდა და განსაკუთრებით მაშინ როცა ზაფხულობით ბებიასთან ვისვენებდი. დავიჭერდი ბებიას ხელს და ჩემსას ვადარებდი. თითქოს უკვე მინდოდა მეც დიდი ქალივით ჩამეცვა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ტუჩზე წითელი ტუჩსაცხი წამესმა. ახლა კი, როცა საავადმყოფოდან გამოვედი სიარული თავიდან დავიწყე. ჯერ იყო ეტლი და მახსოვს, როცა პალატაში შემომიტანეს ტილირისგან თავს ძლივს ვიკავებდი, მაგრამ ჩემი შრომის და ექიმების დახმარებით ფეხზე მალე წამოვდექი. სრული ერთი თვის განმავლობაში და ახლაც ჩემს რეაბილიტაციაზე ზრუნავს ადამიანი, რომელიც ჩემზე კარგად მოქმედებს. შეუძლებელია ვიყო მოწყენილი ის მაშინვე ახერხებს ჩემს გაცინებას. გიორგი 33 წლისაა და უკვე 7 წელია ამ სფეროში მუშაობს. საავადმყოფოს გარეთაც რამოდენიმეჯერ შევხვდით ერთმანეთს და ყველა ჩვენი შეხვედრა ერთმანეთზე საინტერესო და სასიამოვნო იყო. გასულ კვირას გამომიარა და სავახშმოდ რესტორანში წავედით. ის იყო წამოსვლას ვაპირებდით და დავინახე კაცი, რომელიც როიალს მიუჯდა. მუსიკას ოდითგანვე დიდი ადგილი ეკავა ჩემს ცხოვრებაში და შეუძლებელი იყო ეს დამვიწყებოდა. იქ, შესრულდა ბეთჰოვენის მე_9 სიმფონია ნაწილი 1 (Allegro ma non troppo, un paco maestroso) და მეც ისეთი ბედნიერი ვიყავი ასე მეგონა ჩემთვის უკრავდა მხოლოდ. დაკვრა კაცს დასრულებული არ ჰქონდა და გიორგი მოულოდნელად ფეხზე წამოდგა. დამიჩოქა და მკითხა: ,,ცოლად გამომყვები?" ამის კითხვა იყო თუ არა და ვხედავ ყველა ჩემ ოჯახის წევრს, მაგდას, გიორგის მეგობრებს, რომელსაც ჩემთვის უზარმაზარი თაიგული მოაქვთ. მეც ისეთი გაოგნებული ვუყურებდი გიორგის არც ვიცოდი რა უნდა მეთქვა. ატყდა ყვირილი: ,,მიდი უთხარი: დიახ, დიახ, დიახ..!" მეც მოვკიდე გიორგის ხელი, ფეხზე წამოვაყენე. ჩავეხუტე და თან ვუპასუხე: ,,თანახმა ვარ!" ეს იყო და ხელში ამიტაცა, დამატრიალა... მოულოდნელად მოცვივდა ყველა, დედაჩემი ისეთი ბედნიერი იყო მთელი ეს დრო სულ ტიროდა. ,,რაღაც დამავიწყდა..!" გიორგის დაბნეულობისგან დაავიწყდა ბეჭდის გაკეთება და სანამ ფეიერვეკი დასრულდებოდა ბეჭედიც სწორედ მაშინ გამიკეთა. ახლა ოფიციალურად გიორგიზე ვარ დანიშნული. შეიძლება არ მახსოვს აქამდე რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ახლა ვიცი, რომ ამ ადამიანთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. სახლში ვარ და უცებ გამახსენდა ნოუთბუქი, რომელიც მამამ დაბადების დღეზე მაჩუქა.
_ დე, სად არის ჩემი ნოუთბუქი?
_ შვილო, რომელზე მეკითხები?
_ აი, ის მამამ დაბადების დღეზე რომ მაჩუქა.
_ შვილო, ახლა ეგ რამ გაგახსენა? გაფუჭდა და გადავაგდეთ.)
სულ ვგრძნობდი, რომ დედა გამუდნებით რაღაცას მიმალავდა. რაღაცას რას საშვალებას მომცემდა წარსული გამეხსენებინა. სახლშიც თითქმის არაფერი იყო ჩემი. ჩემი ოთახიც ზუსტად ისე იყო მოწყობილი, როგორც ჩემს ბავშვობაში და დავიჯერო, რომ მას მერე არაფერი შეცვლილა? მამაჩემია და ტელევიზორს სწორედ მაშინ თიშავს, როცა რაიმე კომპანიის წარდგენა ხდება. აი, ჩემი ძმა კი სულ მაკონტროლებს, რომ სოციალურ ქსელთან შეხება არ მქონდეს. ერთადერთი ვისაც შემიძლია გული გადავუშალი მაგდაა და ისიც რაც დავინიშნე სულ თავს მარიდებს.
ჩემი ოჯახი ჭკუაზე აღარ არის, ყველა აქტიურადაა ჩართულია ჩემი ქორწილის ამბებში და მეც მაინც და მაინც არ მინდა ეს გრანდიოზული ქორწილი. ბოლოს ხო ვიცი ისეთ ხალხს დაპატიჟებენ 90% , რომ საერთოდ არ ვიცობ. შაბათი დღე იყო. მე და მაგდა საქორწინი კაბის ასარჩევად გავედით და გამოსვლისას დავინახე ადამიანი, რომელიც ერთი შეხედვით კარგად არ გამოუყურებოდა.
**
_ უკაცრავად, ცუდად ხომ არ ხართ? _ დავინახე კაცი, რომელმაც წონასწორობა დაკარგა და მანქანის კარებს მჭიდროდ ჩასჭიდა ხელი.
_ შენ... _ წამოიწია ჩემსკენ და თითქოს მზად იყო ჩამხუტებოდა, თუმცა მაშინვე უკან დაიხია.
_ ჩამოჯექით, გული ხომ არ გაქვთ ცუდად? წავალ, წყალს მოგიტანთ.
_ არა, თამთა არაფერი არ არის საჭირო.
_ დამელოდეთ, მოვალ ახლავე. _ გავიდა ალბათ 5-10 წუთი და წყალი მოვიტანე.
_ რატომ შეწუხდი? არ იყო საჭირო...
_ რას ამბობთ, ნებისმიერი ჩემს ადგილას ასე მოიქცეოდა.
_ თამთა, ძალიან გთხოვ თქვენობით ნუ ვისაუბრებთ, თანაც ჩვენ ხომ უკვე გავიცანით ერთმანეთი გამოფენაზე?
_ ხო, ის ნამდვილად ლამაზი საღამო იყო. უკეთესად ხარ?
_ კი, კარგად ვარ. ალბათ წნევა დამივარდა. შენც, როგორც ჩანს კარგად ხარ. ვხედავ, შენი მეგობარი ყავარჯნებიც არ გახლავს თან.
_ ეგრე გამოვიდა. ვცდილობ, რაც შეიძლება მალე გავხდე დამოუკიდებელი თორე უკვე რთულია გამუდმებით ყურადღების ცენტრში ყოფნა.
_ მერე მაგას რა ჯობია?
_ კი კარგია, მაგრამ მაინც მირჩევნია გადაწყვეტილებები დამოუკიდებლივ მივიღო.
_ მაპატიე ამას რომ გეკითხები, მაგრამ მე როგორც ვიცი არაფერი გახსოვს? არის მანდ რამე სიახლე?
_ ნელ-ნელ ვცდილობ გავიხსენო, მაგრამ ჯერ მხოლოდ ბავშვობის და სკოლის პერიოდს ძლივს ვიხსენებ. ვგრძნობ, რომ ძალიან დამოუკიდებელი ქალი ვარ, მაგრამ არ მახსოვს აქამდე რას ვაკეთებდი.. რამდენს ვლაპარაკობ, ალბათ თავი მოგაბეზრე.
_ არა, რას ამბობ.. პირიქით, შენ ძალიან კარგად საუბრობ.
_ ჩემი წასვლის დროც მოვიდა.
_ ყველაფერი კარგად იქნება და აი, ნახავ, ძალიან მალე დაუბრუნდები შენ საქმეს.
_ თავს გაუფთხილდით!
,,წამოდი, წავიდეთ..!" მაგდა გამუდნებით მექაჩებოდა და მეც ჯერ კიდევ არ ამომდის გონებიდან, როგორ უყურებდა გუგა ჩემს საქორწინო ბეჭედს. ეს ყველაფერი ისე მალე მოხდა, რომ დანიშვნიდან ორ კვირაში ქორწილი გვქონდა. ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც ჩემს მშობლებს უნდოდათ. გვქონდა ფოტოსესია, შემდეგ ხელისმოწერა და ბოლოს როცა რესტორანში მივედით შიმშილისგან გონებას ვკარგავდი. როგორც კი დავჯექი მაშინვე ჭამა დავიწყე და მერე ალბათ ნახევარ საათში, როცა გადავხედე იქ მყოფი ადამიანებს თითქმის ვერავის ვცნობდი. ასე 10_საათამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მერე ჯგუფ-ჯგუფად დაიყო საზოგადოება. გარეთ ეზოში ახალგაზრდები ეწეოდნენ (ბოლდებოდნენ) ბიძია კაცები ლამის პირში კოცნიდნენ ერთმანეთს და ქალები ამ დროს ქმრების ან ძმების დამშვიდებაში იყვნენ. ის იყო გახდა ღამის 12_საათი და გიორგის ვთხოვე: ,,აქედან წამიყვანე..!" აი, ასე გავიპარეთ საკუთარი ქორწილიდან. მერე იყო დაუვიწყარი ორი კვირა ჩემს საყვარელ ქვეყანაში. ესაც ერთ-ერთ სეანსზე ვახსენე, რომ სულ მინდოდა ამ ქვეყანაში მოგზაურობა. დაუმახსოვრებია და ბილეთები ისე იყიდა მე არაფერი არ ვიცოდი. ერთი შეხედვით ძალიან ბედნიერი ცოლ-ქმარი ვიყავით. უამრავი ფოტო და ვიდეო დაგვიგროვდა იქ ყოფნისას და გიორგიმ გადაწყვიტა საეთო Instagram შეგვექმნა. მეც ისე ვუყურებდი ყველაფერს თითქოს პირველად ვხედავდი. გიორგიც რამდენჯერაც სახლში ბრუნდებოდა მეუბნებოდა, რომ ჩვენს ვიდეობს დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ერთხელაც, როცა სახლში დაბრუნდა ტელეფონი მაჩუქა და მითხრა ,,გადაიღე რაც გინდა, როგორც ჩანს ხალხს ძალიან მოსწონს შენი ვიდეობი". მეც ასე თავიდან პატარ-პატარა მომენტების გადაღება დავიწყე. როგორ ვატარებდი დროს სახლში? სად და რომელ მაღაზიაში ვყიდულობდი პროდუქტებს და მერე ამ ყველაფერს კამერის წინ ვხსნიდი... მერე და მერე ეს ყველაფერი ისეთი სასიამივნო გახდა და თანაც მაყურებლები ნელ-ნელა ემატებოდნენ. უამრავი დადებითი კომენტარები იწერებოდა, თუმცა ერთი-ორი იყო ისეთი ადამიანიც, რომელიც გამიზნულად წერდა იმას, რაც ჩემს წასრულთან ახლოს იყო. ,,აუ, ეს ის გოგო არ არის, ერთდროულად ორ კაცს, რომ ხვდებოდა?" ეს ჩემ ქმარს, როგორც კი ვუთხარი მითხრა, რომ ყურადღება არ უნდა მიმექცია. აი, თურმე ასე იგონებენ ამბებს და ადამიანების მწყობიდან გამოყვანას ცდილობენ. ამ ჩემ ვიდეობმა მართლაც იმხელა პოპულარობა მომიტანა, რომ უკვე ქუჩაშიც კი მცნობდნენ. ვერ აგიღწერთ, როგორი სასიამოვნოა როცა პატარა ბავშვები შორიდან გამორბიან იმისთვის, რომ ჩაგეხუტონ. აი, მაგალითად რამოდენიმე დღის წინ სადღაც დავწერე, რომ ძალიან მიყვარს Oreo (შოკოლადის ორცხობილა) და ვხედავ ახალგაზრდა გოგონას, რომელიც სალონში შემოვიდა და დიდი შეფუთვით Oreo მომიტანა. ისეთი ემოციური იყო თავი ვერაფრით შევიკავე და ისტერიკული ტირილი ამივარდა. რა არის ეს ცხოვრება არა? როცა ადამიანებს შეგვიძლია ასეთი მცირედითაც გავახაროთ ერთმანეთი.
ავარიის შემდეგ ამინდის ცვლილებები ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს. როცა მეწყება მძვლების ტკივილი მაშინ ერთადრთი რაც მინდა ძილია და მეტი არაფერი. სალონიდან სახლში ავედი თუ არა არც შემიმჩნევია ვინ იყო სტუმრად ჩვენთან, მაშინვე დასაძინებლად წავედი.
ის იყო გავიხადე ყველაფერი და შხაპის მიღებას ვაპირებდი. მესმის, რომ ვიღაც ოთახში შემოვიდა.
_ გიორგი შენ ხარ? აუ, მიდი რა ხალათი შემომიტანე. მანდ საწოლზე დავდე... _ გავიდა რამოდენიმე წამი და ვხედავ, რომ მხოლოდ ხელი შემოყო.
_ რა მოხდა, არ შეგიძლია შენი ცოლის სხეულს შეხედო? _ ხელი მოვკიდე და შიგნით შემოვაგდე.
_ თამთა მაპატიე, ძალიან გთხოვ მაპატიე... _ ჯანდაბა!!! ვიყვირე და მაშინვე ხალათი ჩავიცვი.
_ შენ აქ რას აკეთებ? ნუ მიყურებ, ახლავე გადი აქედან!
_ ნუ ყვირი, გავდივარ ... _ და თან ხელი პირზე ამაფარა. მეც არ ვიცი, რა ძალა მეყო, რომ მისგან თავი დავიხსენი და გიორგის მოძებნა დავიწყე. ჩამოვედი ქვემოთ და დავინახე, რომ გიორგი სავარძელში იჯდა ბიჭებთან ერთად და FIFA (კომპიუტერულ თამაშს) თამაშობდნენ.
_ გიორგი! _ მაცვია მხოლოდ ხალათი და შეშინებული სახით მას მოვეკარი.
_ რა მოხდა ძვირფასო, კარგად ხარ?
_ არა, არ ვარ კარგად.
_ ბეჭებო, მოდი სხვა დროს გავაგრძელოთ.
_ ბაზ არაა..!
**
მას მერე სულ ვცდილობ ჩემ ქმარს ვუთხრა, რაც იმ საღამოს მოხდა, მაგრამ თითქოს რაღაც მაკავებდა. არადა ის ადამიანი გიორგის საუკეთესო მეგობარია, თითქმის ერთად გაიზარდნენ და ვინ იცის შეიძლება არც დამიჯეროს ამას, რომ ვეტყვი. ერთი კი ვკითხე ,,რამდენი ხანია რაც მეგობრობთ?" გიორგიმაც ისე აღწერა მისი ადამიანობა, კაცობა, მეობა, რომ მეც კი შემეპარა ჩემ თავში ეჭვი. იქნებ მე მომეჩვენა იმ საღამოს ყველაფერი და საერთოდ არ შემოუღია ჩემი ოთახის კარები და მერე დაჟინებით არ უყურებდა ჩემს სხეულს. ახლაც საშინელი ზიზღის შეგრძნება მეუფლება, როცა ვიხსენებ, როგორ ამაფარა პირზე ხელი. მაგის მერე, როცა ვიცოდი ბიჭები ჩვენთან მოსვლას აპირებდნენ ან მანამდე გავდივარ სახლიდან და თუ მომისწრეს მალევე ვეძებ გარეთ გასვლის მიზეზს. მივდივარ დედაჩემთან, ან მაგდასთან. ამდენი ხნის შემდეგ, ძლივს მივეცი თავს უფლება მარტო გამესეირნა ქალაქში. ჯერ ბიბლიოთეკაში შევიარე და ვიგრძენი, რომ აქ მანამდეც ვიყავი. ყურადღებას იქცევდნენ კაფეები, ბარები, რესტორნები და ქალები, რომლებიც სადღესასწაულოდ იყვნენ გამოწყობილები. ვუყურებდი და თითქოს ჩემს სახეს ვხედავდი. შეუძლებელი იყოს მუსიკის ხმა და მეც მას მივყვები. არ ვიცი, რატომ მაგრამ გამოვიძახე ტაქსი. ინსტიქტურად მივუთითე მისამართი და ზუსტად ვიცოდი, რომ ეს სახლი, რომელიც ქალაქ გარეთ იყო ჩემი იყო. მანქანიდან ჩამოვედი თუ არა ეზოში შუახნის ქალი დამხვდა. ,,ვინ ხართ? აქ რას აკეთებთ?" ანერვიულებული ხმით უამრავ კითხვა დამისვა და თან არ მაძლევდა უფლებას სახლში შევსულიყავი. ვუყურებდი ეზოს, ვერანდას, სახლს და ყველაფერი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ჩემს ოცნებებში. ,,ამ სახლის მეპატრონე ძალიან მკაცრია, რომ გაგიგოთ აქ ხართ მეც გამაგდებენ სამსახურიდან და შენც არ დაგადგება კარგი ამბავი..." ეს ქალი მაინც გაუჩერებლივ საუბრობს. მეც თითქოს დიდი ხნის შემდეგ სახლში, რომ დაბრუნდები ზუსტად ეგეთი შეგრძნება მქონდა. ვეფერებოდი ყველა მცენარეს, ხეს, ყვავილებს... და მახსენდებოდა, რომ ჩემი ხელით დავრგე. ახლა ისეთი ლამაზები და გაზრდილები იყვნენ, რომ მზად ვიყავი ყველას სათითაოდ მოვფერებოდი. ის იყო სახლში შესვლას ვაპირებდი და მოვიდა დედაჩემი.
_ თამთა აქ რას აკეთებ? _ მასაც ზუსტად ისეთი სახე ჰქონდა, როგორიც იმ ქალს.
_ არაფერს, უბრალოდ ეზო ძალიან მომეწონა და ვათვარიელებდი. _ აი, მაშინ გადავწყვიტე, რომ თუ რამეს გავიხსენდი ეს პირველ რიგში ჩემ მშობლებს არ უნდა გაეგოთ.
_ კარგი, წამოდი ახლა წავიდეთ აქედან.
_ შენ რას აკეთებ აქ? _ ნუ სავარაუდოდ იმ ქალმა დაურეკა დედაჩემს და ისიც მაშინვე მოვიდა.
_ არაფერს შვილო, აქვე ახლოს ჩემი მეგობარი ცხოვრობს და მასთან ვიყავი სტუმრად.
**
მას მერე დამოუკიდებლივ დავიწყე ჩემზე ინფორმაციის მოძიება, ვინ ვიყავი და რას ვაკეთებდი აქამდე? სოციალურ ქსელებში ბევრი არაფერი ეწერა და ესაც ალბათ კარგად იყო დამუშავებული, რომ ჩემამდე არაფერი მოსულიყო. არადა დარწმუნებული ვიყავი იმ სახლში როგორც კი შევიდოდი მაშინვე ყველაფერი გამახსენდებოდა. არ ვიცი რატომ მაგრამ გავბედე და ღამის 4 საათზე, მოვიპარე გიორგის მანქანის გასაღები, ჩავიცვი კომფორტულად და გადავწყვიტე იმ სახლში ქურდივით შევპარულიყავი. სანამ სახლის კარების გატეხვას დავაპირებდი გამახსენდა, რომ სათადარიგო გასაღებს ერთ-ერთი ყვავილის ქოთანში ვინახავდი. ვიპოვე თუ არა მაშინვე შევედი სახლში. პირველი რაც დავინახე ყველაფერს თეთრი ზეწარი ჰქონდა გადაკრული. ავეჯს, სუვენერებს, ნახატებს, სარკეებს... სულ ყუთებში იყო ჩალაგებული, (უფრო ჩაყრილი) წიგნები, წიგნაკები, მუსიკალური ფილები, დისკები... როცა ყველაფრის ამოლაგება დავასრულე სულ ბოლოში დავინახე ჩემი ნოუთბუქი, რომელიც დედაჩემმა მითხრა ,,გაფუჭდა და გადავაგდეთ..." მაშინვე ჩართვა დავაპირე, მაგრამ დამჯდარი იყო და სანამ დასატენად შევაერთე გამოვაღე ჩემი ტანსაცმელის კარდა, როგორც კი ხელით შევეხე მტვრისგან გაჟღენთილ კაბებს მაშინვე გამახსენდა ჩემი ომახიანი ხმა თუ როგორ ვესალმებოდი დარბაზს ,,კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! დარწმუნებული ვარ ერთად ძალიან კარგ დროს გავატარებთ." ეს იყო და მაშინვე გავიქეცი პირველ სართულზე, სადაც ჩემი სტუდია იყო. კარები შევაღე თუ არა აპარატურას მაშინვე გაშლილი ხელებით ჩავეხუტე. ყველაფერი გამახსენდა... ვტირი და ვერც ადგილს ვპოულობ, რომ ვიღრიალო. ეს როგორ გამიკეთეს? ჩემმა ოჯახმა, მეგობრებმა, ყველაფერი წამართვეს რაც მე წლების განმავლობაში ვაშენებდი. კარიერა, საყვარელი საქმე, სახლი... ნუთუ ერთს მაინც არ გაუჩნდა სურვილი, რომ ეს ყველაფერი გამხსენებოდა, მაგრამ არა! პირიქით, ჩემ ოჯახმა ასე ხელის მოსმით ჩაყარეს ყუთებში ჩემი შრომა და ეს სახლიც ისე მიატოვეს, თითქოს მტრის ყოფილიყო. არადა რამდენი ვიწვალე, რომ აქამდე მოვსულიყავი. არა, ჩემ ოჯახს წარმოდგენაც არ აქვთ რა დამიშავეს? როგორ მატკინეს... ახლა ყველაფერი გასაგებია, რატომ უნდოდათ გიორგიზე მალე დავქორწინებულიყავი, რადგან იცოდე, რომ მე ჩემი ამ ცხოვრებით უარს ვიტყოდი დაოჯახებაზე. გამწარებული ხელებს კედელს ვურტყავ და მესმის ნოუთბიქის წრიპინი. გავხსენი თუ არა მაშინვე ჩემი ვიდეო ჩაირთო.
,,გამარჯობა თამთა, როგოც კი ამ ვიდეოს ჩართავ იცოდე, რომ მე შენით ძალიან ვამაყობ. ცხოვრებაში რა რთული გზის გავლაც არ უნდა მოგიწიოს არ დაგავიწყდეს, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც ძალიან უყვარხარ..." დავაპაუზე და ვნახე თარიღი, რომ ეს ვიდეოც ავარიამდე რამოდენიმე საათის წინ იყო ჩაწერილი. ახლა იმავე ყუთში ვხედავ ჩემ თეთრ ტელეფონს, რომელიც ალბათ ერთი წელია არავის ჩაურთია. და მეც ამდენი ხანი ვიცხოვრე იმ ცხოვრებით, რომელიც ჩემგან რადიკალურად განსხვავდება. არადა ქმარი მყავს და 18 კვირის ორსული ვარ. ახლა ნამდვილად არ ვიცი, როგორ უნდა დავბრუნდე სახლში, როგორ უნდა ჩავხედო თვალებში ოჯახს, რომელმაც ყველაფერი წამართვა. ტელეფონის ჩართვის შემდეგ ჩემი ძველი ნომრიდან დავურეკე გუგას და მანაც ეგრევე უპასუხა. თავიდან ხანგძლივი სიჩუმე ჩამოვარდა, არცერთი ხმას არ ვიღებდით.
_ ჰალო... _ ზუსტად ასე ესალმებოდა თამთა, როცა გუგა სიგიჟემდე უყვარდა.
_ კი, მაგრამ შენ... _ სიტყვებს თავს ძლივს უყრიდა.
_ ჩემს სახლში ვარ და მოდი, ძალიან მჭირდები...
ის იყო და ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ ვხედავ, ,,ჩვენ სამს" თუ როგორ გაუცხოებულები ვუყურებთ ერთმანეთს. თამთა გათხოვდა, გუგას უკვე შვილი ჰყავს, ანრიც ხან აქ არის და ხან უცხო ქვეყანაში... სამივე ერთმანეთის მიყოლებით ჩამოჯექით კიბეზე და მოულოდნელად ანრიმ იკითხა: ,,როგორ ფიქრობთ, ეს ამბავი უკვე დასრულდა, თუ ახლა იწყება"?



გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები