ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2024


მისთვის კარგი

სახე უტყვი,მირქმის მსგავსი გეგონება,
ნახეს მარტი მშვიდი არის შეგონებით,
ასე არის შეწირულთა შეგონება,
სიტყვას ნუ წყვეტთ საქციელს ნუ ეშორებით,
მესმის ჩემთვის ანთებული ბევრი მესა,
მესმის კრავთა ,დადუმდება ბევრიც კიდევ,
არად მიღირს განწირული მათი კვნესა,
მზეც კი ჩქარობს რომ დილიდან ამოვიდეს,
მიმძიმს გული ,სანაკვეთო გახდა კიდეც,
ნაკვეთებში გადარგული ვისმე სახე,
აივლიდა თუ დატოვეს სადმე კიბე,
მე სულს ვხედავ,მის შიგნითაც დაგინახე,
მე მწამს ასე და სამრეკლო თურმე შორსა,
შენახული თავსთუმალთან რომე ნავსი,
გადავხედე გაღიმებულ გაღმა გორსაც,
შერჩენია მუხის ძირებს ცოტა ხავსი,
ვიტყვი ზამთარს ,უცილობლად ვიტყვი ამბად,
რომ დაყვება სინატიფე,მითქვამს ასე,
დავწერ ისევ თუნდაც ხევდეს ქარი ნაგვად,
მე მწამს სიტყვის,რომელიც ვერ დავაფასე.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები