ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2024


სამარტვილო

როცა სული სამარტვილოდ
იბადება გალაკტიონ,
არ სურს ბედი სამარტივო,
წამებას თვლის საპატიოდ,

სულერთია მისთვის ფრონდა
და ცხოვრება საპარტიო,
თუნდაც ქვებით განტვინონ და
არაფერი აპატიონ.

17 მარტი, 2024 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები