ეჩვენება გარიგების შეფერებით, წახდა კარი ,საკერავი არის თურმე, მე ამ სიტყვით ჩემებურად გეფერები, იწყებს ქარი ატრიალებს გზებზე ურმებს, ცამდე ნანახს ,ზეცის მსგავსი სიტყვის ჯერა, და ჯერ ნანახს ნაპირივით შენაფერი, ასე დარდობს და ინანებს ამ წელს ყველა, დანარჩენი ამაოა ყველაფერი, როცა ზამთარს ავი სუსხი ისევ ამკობს და შესადარს გაზაფხულზე ვიტყვი ზეცად, არად სარგოს,არაფერი არ სურს ,ამბობს, მეც ვერ მოველ ზამთრის სუსხი მარტში მეცა, გაიარე სატირალი თურმე ეზო, ეზოს კარებს ლესავს ქარი დარდიანი, ფიფქებს ზამთრის უსიამო მტვერი ედო, მტვერი აფთრის აფთარივით ავდრიანი, მირქმის ლოცვა თუ გვიშველის ახლა ყოველს, მე სასწაულს მოველი და დარჩეს ჩუმი, ვარ მე ერთი აღარ ვგავარ თურმე ფხოველს, დაწვეს ხორცად ,ხორცადვე კი არის უმი, მაგრამ ნანახს ვერ გეტყოდი ასე მარდად, გალეული პოემიდან ჩემი სიტყვა, ასე გეტყვი,მიპასუხებ ალბათ -კარგად, მე ეს სიტყვა მხოლოდ შენთვის ასე მითქვამს, შეფერება ,ბედის მსგავსად არიდება, შემკობილი ჩუმი აზრის გამოთქმაა, ასე არის ჩემი ღმერთთან გარიგება, ამის მსგავსი დარდებიდან გამოსვლაა, და ქუხს ზეცა ,მარტის თვეა დამინული, მინის მსგავსი გაიბზარა ჩემი ხედვა, ვარ მე ლექსად ულექსობით გაყინული, ვარ მე ერთი და მიმტყუნა აქაც ბედმა.
თ.გუბელიძე
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ბედი, თან დასდევს ადამიანს,
იმედი, იმედი არ კვდება არასდროს. ბედი, თან დასდევს ადამიანს,
იმედი, იმედი არ კვდება არასდროს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|