ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2024


მთავარია პიარი!

#ჩემი_მხიარული_რითმებიდან

ნინო დარბაისელი

მთავარია პიარი!

სადაც  კი ბეცი არი,
სადაც კი მხეცი  არი,
სადაც ზარმაცი არი,
სადაც რამ -ცი კი არი,
მიდის ერთი პიარი!
ყველა არხით პიარი,
ინტერნეტით - პიარი
და პრესითაც -პიარი,
მთელი ინტერმედია ამის ზვარაკი არი!

ხელთ აქვთ  ტელეარხები,
შველით  ფული ტიალი.
სადაც მოსაწევია, ანუ კანაფი არი,
სხედან დაბოლილები, ერთი ლაყაფი არი,
დიდია თუ პატარა, ტყუილნაყლაპი არი.
განაბული უცქერენ,  სადაც განაბი არი,
ორი სამი მხრისაგან - მტრისგან “ნავერბი” არი,
მიდის სისულელეთა ტრიალი და ტრიალი.
ვინ დაეძებს სიმართლეს,
მთავარია პიარი!

არ მოსწყინდა მთქმელ-მომსმენს ბოდიალი, რიალი,
აშლილი როიალი,
ეკრანიდან ღრიალი,
არის დიდი წრიალი,
ზუზუნი და ზრიალი,
ჭორები ნაჭიარი,
სისულელე ზიარი,
ხიბლავთ  ძველი ბოზობა, ნაზად ანაღიარი,
და აქტრისის ცრემლები, ყალბად ანაღვიარი.

სადაც შტერი კი არი,
სადაც ბრიყვი კი არი,
უწიგნური კი არი,
უსინდისო კი არი, დიდად ანაღიარი,
სადაც ვერაგი არი,
ეკრანს დაეპატრონა,
“სთრეითი” თუ “ქვიარი”,
მკითხავ-მარჩიელთაგან ყველგან ნაქექი არი.
ვინ დაეძებს სიმართლეს,
სადაც კი ტრაპი არი,
პირის პეროგაჩრილის
მიდის  დიდი პიარი.
სადაც  - რამ ზღაპარია, სადაც  - არაკი არი.
ყველაფერი  საღდება -
მთავარია პიარი!
პიარი და პიარი,
პიარი და პიარი!

ეკრანს შესჩერებია ხალხი დანამშიარი,
აღარც სასმელი არი,  აღარც საყლაპი არი,
აღარც საშველი არი, აღარც კაპიკი არი…
ხალხი მაინც აიტანს,
ხალხი?!  -  არიფი არი,
თეთრია თუ შავია,
მთავარია პიარი!
პიარი და პიარი
პიარი და პიარი…

ქვეყანა კი წამხდარა,
გლოვის აღაპი არი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები