ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2024


სათუთი ურო

ჩემი ცხოვრება ისე გართულდა
ყველა კუთხეში სხვისი კარია
ვერ გამოვაღებ უხმოდ უმოწმოდ
მერე სხვა სახით კაცი ავია

მე სხვანაირი ვიყავ ბავშვობის
ჩემში სათუთი ურო მაწუხებს
მათში რად იწვევს კეთილ მარწუხებს
რთული კლიტულის გასაღებს ვიკრებ

ან იქნებოდნენ სხვანაირები
ჩემნაირები იქნებ არც სჯობდნენ
მე არაერთი უპასუხებელ
ბოროტებაზე გამონაშუქი.

ყველა ფანჯარა გავაღე ერთად
თუ სიტყვებია ასე ხმაური
ღაღადებს თითქოს და წკეპლას იქნევს
იქნება ხვალაც გამოსადეგი.

ეს მერამდენე ბავშვი ვიშვილე
ყველა მათგანი ჩემი მოჯიქე
ჯოხი დამჭირდა და მოვიქნიე
მაგრამ ვიტკინო მაშინვე ხელი

თუ კი ვეცდები რომ სხვას ვატკინო
მაგრამ ხომ უნდა შევაგნებინო
ასეთი დედა არ მინდა გყავდეთ
ხარი რომც ვიყო რქებდამტვრეული

ხარი ნამსხვრევებს გულამდე ისობს
მე კი ვინც ვშობე მეგობრობისთვის
მაგრამ წვრთნა უნდა საყურადღებო
ფხიზელი თვალი ავ-კარგის გასმით
ცეკვა იცეკვონ მხოლოდ საცეკვო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები