 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 25 მარტი, 2024 |
გიორგი სააკაძე ჩემთვის მამულიშვილობასთან ასოცირდება... ბევრი ფიქრობს რომ დიდი მოურავი ამოუხსნელი ფენომენია, არასდროს იმდენი არ დაწერილა, რამდენიც სააკაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
გიორგი სიაუშის ძე სააკაძე ჯერ მარტო იმიტომ არის დასაფასებელი, რომ საკუთარ სამშობლოს ყველაზე ძვირფასი – შვილების სიცოცხლე შესწირა პაატას და ავთანდილის სახით.
„არაფერია ქვეყნად ისეთი ძვირფასი, ნამდვილმა მამულიშვილმა სამშობლოსათვის მსხვერპლად რომ ვერ გაიღოსო“, შვილის წარკვეთილი თავის ხილვისას უთქვამს სახელოვან ქართველ სარდალს.
,,ჩვენი დიდი მოურავი - გიორგი სააკაძე აღმაშენებლის მოდელის პიროვნება იყო - თანმიმდევრული, დღენიადაგ დაძაბული, მარად და ყველგან მთავარი იდეით შეპყრობილი - ერთიანი საქართველოს ხილვის მოსურნე“ ეს სიტყვები ჯანსუღ ღვინჯილიას ეკუთვნის!
გიორგი სააკაძეს ასეთი სიტყვები აქვს ნათქვამი:
„გახსოვდეს: დიდკაცობას კარგი კაცობა სჯობს, კარგ კაცობას - კარგი მამულიშვილობა!“
გიორგი სააკაძეს ქებით მოიხსენიებდნენ და მის ღვაწლს დადებითად აფასებდნენ: პლატონ იოსელიანი, ანტონ ფურცელაძე, ილია, ვაჟა, აკაკი, სიმონ ქვარიანი, ვასილ ბარნოვი, ტიციან ტაბიძე, სანდრო შანშიაშვილი, კოლაუ ნადირაძე, გიორგი ლეონიძე, იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი), ნიკო ბერძენიშვილი, კორნელი კეკელიძე, ალექსანდრე ბარამიძე, მიხეილ ჭიაურელი, ირაკლი აბაშიძე, ივანე გომართელი, დავით გვრიტიშვილი, გივი ჯამბურია, მერაბ ბერძენიშვილი, ჯანსუღ ღვინჯილია, ლევან სანიკიძე, ნოდარ ასათიანი, როსტომ ნიორაძე, დევი კაჭარავა, ოთარ მამფორია, აკაკი გელოვანი, აკაკი ხორავა და სხვები.
რაც შეეხება ისტორიკოს ივანე ჯავახიშვილის აზრს, სადღაც წავიკითხე: სტუდენტებს უთხოვიათ ბატონი ივანესთვის, თავისი აზრი დაეფიქსირებინა გიორგი სააკაძესთან დაკავშირებით. ივანე ჯავახიშვილს მოკლედ მიუგია თავისი სტუდენტებისთვის: ,,ვერც კარგს ვიტყვი, ვერც ავსაო“.
ჩემში აღფრთოვანებას იწვევს პოეტ ვაჟა ოთარაშვილის დამოკიდებულება გიორგი სააკაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან. ბატონი ვაჟა ყოველთვის განსაკუთრებულად საუბრობს სააკაძის ღვაწლზე, წიგნი გამოსცა გიორგი სააკაძეზე.
დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:
ჩემთვის გმირია ბერი თევდორე, ვაქებ ცოტნეს და ბაგრატიონებს, ვარ იმ გმირების თანამედროვე, აფხაზეთში რომ მაგრად იომეს.
ჩემთვის გმირია მერაბ კოსტავა, სამშობლოსათვის ნამსახურია, ზვიადს მამულის მადლი მოსავდა, ნათელში იყოს გამსახურდია.
ახლა შარტავაც უნდა ვახსენო და მასთან ერთად გაბესკირიაც, მათ სანთლებს ვუნთებ, სანამ ვარსებობ, წყალობას შევსთხოვ: ნანას, მირიანს.
დედა ქეთევანს - კახთა დედოფალს ვუქებ სიმტკიცეს, რწმენას, მოდგმასაც, წრფელი მადლობა ყველა ეპოქას, გუბაზს, ფარნავაზს, ვახტანგ გორგასალს.
მე მოწამეთას მიწაზე ვდგევარ, სული ტრიალებს არგვეთელ ძმების, მათ არ სჩვევიათ უკან დახევა და ქარქაშებში ჩაგება ხმლების.
იყო შინდისი, ცხრა აპრილი და იყო წლების წინ ბრძოლა ტამიშის, დღეს ჩემშიც ცოცხლობს ყველა გმირი და ქვეყნის სიყვარულს ვერვინ დამიშლის.
ფეხზე ვუდგები სამას არაგველს, მარაბდის ველზე დაცემულ ცხრა ძმას, დედა ღვთისმშობლის კალთა ჰფარავდეს ამ საქართველოს - სალოცავ ტაძარს.
არ შემიძლია - მეც არ ვახსენო სააკაძეთა გვარი, ბუნება, ჩვენი ქვეყანა დღეს რომ არსებობს, არის იმათი დამსახურებაც.
ქართველი თუ ხარ, არ გქონდეს შიში, შეინარჩუნე შენი ზნეობა, დღემდე მაოცებს მხარგრძელთა ჯიში, ახალციხელთა მხიბლავს მხნეობა.
მტკივა ობლობა ვაჟას შვლის ნუკრის, წყაროს წყალს ვასმევთ ქორბუდა ირმებს... ვიდრე ჩაქრება თვალებში შუქი, თავს ვხრი და ვამბობ: დიდება გმირებს!
ოთარ რურუა
................................................................................................................................
გიორგი სააკაძეს
მარტყოფიდან მარაბდამდე, თბილისიდან ნოსტემდე, გზა ბრძოლებით გაიკაფა, თუმცა ხშირად მოსდევდნენ.
იდგა ერის სამსახურში - უშბასავით ამაყი, ვიდრე წავალ და თბილ გულზე ქართულ მიწას დამაყრით,
მსურს ვესტუმრო ერთაწმინდას, გული დარდმა დახია, იქ გიორგი სააკაძის შვილის თავი მარხია.
თუ გვსურს წყლული გავამრთელოთ - საქმე წინ - წინ მიგვყავდეს, მოვუაროთ საქართველოს, ერთმანეთი გვიყვარდეს.
ოთარ რურუა
.....................................................................................................................
პაატა
ისევ ვწერ ლექსებს, როგორც ბარათებს, გული წერილებს ქარს არ გაატანს, ვიდრე ჩემთვისაც გამოანათებს მზე... შესანდობარს ვეტყვი პაატას.
გული ბარათებს ქარს არ გაატანს, ხარ ქანდაკება გამოკვეთილი, თავმოკვეთილი მტკივა პაატა, ვით არსაკიძე მკლავმოკვეთილი.
ყველა ზვარაკად შეწირულ გმირის ხსოვნა ქართველ კაცს მინთია კვარად, მსურს: მოვიხადო მამულიშვილის ვალი და ერში ვიცოცხლო მარად.
ოთარ რურუა
......................................................................................................................................
„არაფერია ქვეყნად ისეთი ძვირფასი, ნამდვილმა მამულიშვილმა სამშობლოსათვის მსხვერპლად რომ ვერ გაიღოსო“, შვილის წარკვეთილი თავის ხილვისას უთქვამს სახელოვან ქართველ სარდალს.
ამონარიდი ისტორიკოს ტარიელ ზოზრაშვილის წიგნიდან ,,დიდი ქართველები“
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ძალიან სასიამოვნო, ისტორიულ და პატრიოტულ ლექსებს წერთ. გაიხრე ოთარ ბატონო! ძალიან სასიამოვნო, ისტორიულ და პატრიოტულ ლექსებს წერთ. გაიხრე ოთარ ბატონო!
1. გიორგი სააკაძის სურათზე
ცალკერძ შენა ხარ და შენს პირდაპირ მეორე სახე მე მეხატება შენის ქვეყნისა - საქართველოსი. რამდენი ფიქრი მწვავს, მებადება:
თუ ვერ ვიგუებთ, ვერ შევიფერებთ, კარგი შვილები რად გვებადება? შვილის სიკეთე მშობელს შეჰშურდეს, ნამდვილს მშობელსა ეს ეკადრება?
ცრემლები მაღრჩობს ვეღარას ვამბობ; კარგის დაღუპვა რად გვენატრება ჩვენის შვილისა, ჩვენივე ძმისა?! ვეღარას ვიტყვი, ვთრთი, მეხათრება.
ჩემო ქვეყანავ, ჩემო სიცოცხლევ, არ გეკადრება, არ გეკადრება!..
ვაჟა-ფშაველა
.................................................................................................. სააკაძის ძახილი
ქართლის მიწა ჩოხის კალთით დამქონდა, მისთვის ღამე მითევია თეთრადა. სხვა მიწაზე შავი მერნით დავქროდი და ჩემს მკერდში საქართველო ფეთქავდა.
მარჯვენა და ხმალი ერთად მიჭრიდა, წინ მიძღოდა ჩემი მიწის ხატება, განსაცდელში ჩავარდნილს თუ მიჭირდა, მასზე ფიქრი ძალას მომიმატებდა.
მაგრამ როცა დამილეწეს ბექთარი, ჩემი ხელით გადავტეხე მახვილი. ო, გული კი მანდ დავტოვე მფეთქავი, დაჭრილი ვარ, გესმის ჩემი ძახილი?
ნოსტეს ციხევ! ნისლი მოგიხვევია, სამშობლოში გშვენის მხარგაშლილობა. ღრუბელი რომ ციდან მოგიხევია, მაგ ღრუბელით დამიფარე ჭრილობა.
დაისრული ორჯერ ცრემლით გაგშორდი, გამწირეს და მოღალატეს მადარეს. ჩემი ხმალი, სისხლიანი, ნაბრძოლი, სამშობლოში ორბებს გამოვატანე.
მხოლოდ ქარი არის სევდით მდაფნავი, გვერდით ძმები სისხლით შენაფიცარი, სხვა მიწაში მტანჯავს ჩემი საფლავი, არ მეცემა საქართველოს ცის ნამი,
ამომიღეთ, მთები გადამატარეთ, მკერდზე მწველი ამაცალეთ ისარი, ქართლის მიწა გულზე გადამაყარეთ, იქ წაიღეთ ჩემი კუბოს ფიცარი.
ოთარ მამფორია
გიორგი სააკაძის სურათზე

მონაცემები არ არის |
|
|