#თავშესაქცევი #ლექსები
ნინო დარბაისელი
წიგნის ჭია (იგავ-არაკი)
არ გეგონოთ მე ბაჭია, განაბული და პრანჭია! მე არც ჭიამაია ვარ და არც პერო გამირჭია, არც ღრეჭია, არც მანჭია, მე ვარ ჭია, წიგნის ჭია!
ამ თაროზე მიდევს ბინა, თუ პატრონმა მოირბინა, მოიკითხა წიგნი რამე, გული რომ ეცდუნებინა, გავღოღდები უსწრაფესად, არ დამბრალდეს წიგნის დახვრა, გვიანია ახლა ოხვრა, გარეკანი მთლად ბიბინა - თამაშში შემომეკბინა!
მე რას მერჩით! ამ ოთახის პატრონია წიგნის ჭია, წიგნზე სული უკაწკაწებს, კბილებიც დაუკრეჭია.
წეღან თავთან საუბრობდა, თან გავყევ და გავიგონე:
- რა ვქნა, თავს რით ვუშველოო, გამეცალა მთელი ღონე, დამიბნელდეს ლამის მზეო, ვდგავარ გზაგასაყარზეო, ვამბობ, ჩემიანი ხარ და ვერ ვიხსენებ, ვინ მიყვარდა, რა მიყვარდა, კითხვის გარდა, წერის გარდა, სულ გულიდან გადამვარდა, თუკი რამე გამიხარდა, ყველაფერმა ჩაიარა, ვირმაც თავი გაიცხენა, აღარავინ არად მიჩინს, დამავიწყდა ყველას წყენა. პოეზიაც არ მაღელვებს, ამოწურა თავისთავი, ყველაფერი მართვადია, რაღა დარჩა უმართავი! “მენატრები, გელი, მელი” …ვის რაღა აქვს ან სათქმელი? რაღაზე ღირს დაფიქრება, ვნებები რომ გაგიქრება? აღარაფერს მოსდევს ექო, ქვეყანაც რომ გადაქექო, აღარც მომდგამს ძველი რიხი, ყველაფერი გახდა ხიხი, ესეც ასე! - აი, ჩიხი!
დაჭმუჭნა და გადააგდო, რამდენჯერაც სცადა წერა, ავაღოღდი ფურცლის ველზე, დამდგომია, -ვთქვი, -მეც ერა! მაგრამ ფეხი გამიცურდა, მთლად სამყარო დამეცერა! “შენღა მაკლდი” -ბრაზიანმა მზერა გაიალმაცერა, ზედ ფურცელზე დამასრისა, დამაჭირა უცებ ცერა… ესეც - წიგნის ჭიის წერა! წერა, წერა, წერა, - - ასეთია ბედისწერა!
1. მორალი: თუ ხარ ჭია, მოერიდე შენზე დიდს და ომახიანს! განა ყველა მოკეთეა, ვისაც ჭიას ეძახიან!
2. თუკი ვინმე უცებ სათქმელს გვიზიარებს ჩვენ, პაწიებს, თავისავე გულწრფელობას არასოდეს გვაპატიებს!
3. იქ გაჩერდი, სადაც მშვიდი ლუკმა გაქვს და არ გელევა, მოსასმენად სხვას რას მისდევ, არ აგცდება მტრისგან ძლევა!
4. თუ ადგილი შეიცვალე, სხვას მისდიე და დაეცი, შენზე დიდი არ დაგინდობს, თვით სეხნიაც არის მხეცი.
5. ბევრიც წერო სტიხ პრო ჭია, მაინც გაგსრესს თუ… უნდა!
დანარჩენი თქვენ განაგძეთ!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ნინო დარბაისელი მადლობა. ნინო დარბაისელი მადლობა.
2. მადლობა მუხა. გენიოსობამდე ბევრი მაკლია, მაგრამ შენი სიტყვები მეამა. ახლა ამ ლექსის ამბავს გეტყვი, რა ხდება. მე ხომ 15 წელია, კრებული არ გამომიცია, აზრს ვერ ვხედავ, ჩემს დიდ ოჯახში ქართულად არავინ ლაპარაკობს. რასაც ვწერ, ინტერნეტშია გაბნეული და რაკი ერთხელ ვიწვნიე სიმწარე , გამოწვეული ლიტ. ჯი- ს სერვერის დაკარგვით, ყველა ჩემი ნაწერ-ნაშრომი თან რომ მიჰყვა ვცდილობ, ორ-სამ ადგილას დავდო და ასე გადავარჩინო რამე. ერთი ასეთი ადგილი ფორუმ.ჯი- ა ჩემთვის. იქ ერთმა ,, იუზერმა” მითხრა ისეთი რაღაც მინდა დამიწეროთ, ფორმა - კლასიკური იყოს, შინაარსი ალეგორიულიო და კიდევ რაღაცეები. მე არა ვარ პოეტი, მუზის იმედად რომ არსებობს, შეკვეთით, სხვადასხვა მიზეზის გამო, ბევრი დამიწერია და მჯერა, ბევრსაც დავწერ. ეს გამომივიდა და გამიხარდა , რომ შემკვეთს მოეწონა. მადლობა მუხა. გენიოსობამდე ბევრი მაკლია, მაგრამ შენი სიტყვები მეამა. ახლა ამ ლექსის ამბავს გეტყვი, რა ხდება. მე ხომ 15 წელია, კრებული არ გამომიცია, აზრს ვერ ვხედავ, ჩემს დიდ ოჯახში ქართულად არავინ ლაპარაკობს. რასაც ვწერ, ინტერნეტშია გაბნეული და რაკი ერთხელ ვიწვნიე სიმწარე , გამოწვეული ლიტ. ჯი- ს სერვერის დაკარგვით, ყველა ჩემი ნაწერ-ნაშრომი თან რომ მიჰყვა ვცდილობ, ორ-სამ ადგილას დავდო და ასე გადავარჩინო რამე. ერთი ასეთი ადგილი ფორუმ.ჯი- ა ჩემთვის. იქ ერთმა ,, იუზერმა” მითხრა ისეთი რაღაც მინდა დამიწეროთ, ფორმა - კლასიკური იყოს, შინაარსი ალეგორიულიო და კიდევ რაღაცეები. მე არა ვარ პოეტი, მუზის იმედად რომ არსებობს, შეკვეთით, სხვადასხვა მიზეზის გამო, ბევრი დამიწერია და მჯერა, ბევრსაც დავწერ. ეს გამომივიდა და გამიხარდა , რომ შემკვეთს მოეწონა.
1. გენიოსი ხარ ჩვენო ნინო, ჩემი წონის წიგნები გაქვს წაკითხული, , უგზო-უკვლოდ განათლებულო, ბედნიერი ხარ , წიგნის მეგობარო, მე წიგნებს მხოლოდ სხვების ჯიბრაზე ვკითხულობდი, რომ არ გავესრისე. გენიოსი ხარ ჩვენო ნინო, ჩემი წონის წიგნები გაქვს წაკითხული, , უგზო-უკვლოდ განათლებულო, ბედნიერი ხარ , წიგნის მეგობარო, მე წიგნებს მხოლოდ სხვების ჯიბრაზე ვკითხულობდი, რომ არ გავესრისე.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|