ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2024


ცოცხლები და მკვდრები

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ცოცხლები და მკვდრები

      (მას, ვინც თავი იმართლა, “ადამიანები იცვლებიანო”)

დამიხსენი სიზმრისგან, ღმერთო, გევედრები!
ხალხს ვნახულობ, სასალმედაც რომ არ ვეკადრები,
კვლავ პაოლო მესიზმრა, ვტირი ნაავდრები,
ვკითხე - რით გაირჩევა ცოცხლები და მკვდრები?

-ვიცი უკვე, წლებია,
მკვდრები არ იცვლებიან,
მაგ  ქვეყნიდან  რადაც წავლენ,
საუკუნეც რომ გავიდეს,
ცეცხლიც ენთოს ზეცის კიდეს,
ბედს ვერ ეურჩებიან
ისევ იმად რჩებიან.
მკვდრები -  არ იცვლებიან,
მკვდრები  - არ იცვლებიან!

ცოცხლები კი იცვლებიან,
ივსებიან, იცლებიან,
აზრს იცვლიან ერთმანეთზე.
ტყუილი თქვა ერთმან ერთზე,
რომ არ დაიჯერება,
არც რას შეეჯერება,
დააბრალა ყველაფერი,
საფერი თუ  არსაფერი.
მკვდარსაც ხელი დარია,
მერე რა, რომ მკვდარია!
- არც სინდისი აწუხებს,
სულაც ვერ გრძნობს მარწუხებს,
მკვდარს რას დაერიდება,
ფიქრობს, - არეს იდება,
სადაც მკვდრის ალაგია,
მარმარილო აგია,
ყვავილიც ალაგია.
რას დამაკლებს, მკვდარია!
ავდარია, დარია,
მე ცოცხალი დავდივარ და ცოცხლებში ვტრიალებ,
ვხარობ, წუთისოფელო,
ვიდრე გამატიალებ.
ჯერ კი ჩემი ნებაა,
რასაც,  მინდა,  ვიტყვიო,
სხვამ - სიმართლე არკვიოს, თავი რად ავიტკიო!…

  დარდმა დაადუმა და ერთი ჩამომცინა…

დღესაც  არ განირჩევა უკანა და წინა,
ვერც რამ წამალი შველის, ვერც რამ მედიცინა,
ვინც მართალი ამრუდა, სწორი აბრეცინა!
მასთან ვერას გახდება თავად ავე ცინა,
განსხვავება - ერთია, საერთოა მრავალი,
მკვდრობა  - მარადისია, ცოცხლობა - წარმავალი.
შევასმენო, რა მთვრალებს? თუმცა შეუმცდარია:
- ვინც მკვდარს ტყუილს აბრალებს,
ის  - ცოცხალიც - მკვდარია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები