ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა.მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2024


იარაჯულის ფიქრები

ვაჟა-ფშაველას

ადრიადა 1 შავ არაგვი არაგვობდა —
ერთიგალათ გაგეცალა ხთისოც.
ბოლო ცხორი გადარეკა ხახაბოდამ, 2
რა თქო ერთამ, შენ, არღუნის ნისლო!
ან რა ვქნაევ,
მე, მარტოკა აპარეკამ,
ბერდედაშჩემ ჯავარაის ხნისო...

დამიხვდება, მზე გამოვა სართავადა...
ფშავისაკე დარს რა დაუცდისო!
მხართეძოზე დამიწვება სანათა და
გამოაჩენს თავის გულისპირსო.

ფეხთ უხირებს, 3 მაგრამადა მაინც იარს,
ბედ 4 ცხენზეით შორმალთ, ბარჩი ქრისო,
დაბზანება ამჯობინე ოხრად ყიალს,
პირიქითა სამყოფოში მკვდრისო.

გატიალდი, ვერ გაუძელ ტანიემდი, 5
ტრედისყელავ, 6 მთა რად არ იძვრისო!
მამიედი, აპარეკას, მამიედი,
მარტუღელა შავ არღუნის ნისლო.

______________________
1. ადრიადა — (ხევს. დიალექ.) ძველად;
2. ხახაბო — სოფელი შატილის თემში;
3. ფეხთ უხირებს — წასვლა არ სურს;
4. ბედ — ვაჟიშვილი, წული;
5. ტანიეს ტბა;
6. ტრედისყელა — იისფერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები