ეს კი ვიპოვე, რაღაც დაუმუშავებელი, მაგრამ ვერ მივხვდი, წარმოსახული ადრესატი ვინ იყო, სერგეი ავერინცევი? ვინ რა უნდა გაიგოს აქედან?
ნდს
ზეფირი
აი, აზიდეს მეგობრებმა ძვირფასი ფარი, ფარით ან ფარზე შინ ბრუნდება ყველა შენფერი.
შენს მერე ვისაც ვეხებოდი, მე ვეხებოდი, ვით ანტიკური ქანდაკების რომაულ ასლებს. შენს მერე ვისაც შევიგრძნობდი, მე შევიგრძნობდი, როგორც ასლებს ანტიკური პანთეონის ღმერთების ანდა ღმერთ-კაცებისა, სახელნაცვალებს ჯერ რომაულად და მერე უკვე სხვათა ენაზე ანდა ქართულად.
შენს მერე ვისაც ვუღრმავდებოდი, ვუღრმავდებოდი, როგორც ანტიკურ წყაროთა თარგმანს, უკვე რომაულს.
და მე ვფიქრობდი - - რომაულობა ერთი მხრით რომ ანტიკურობის გადამრჩენია, რომაულის გზით რაც მოსულა, ყველაფერი - მაინც ასლია.
და გვიან მივხვდი, რომ ანტიკისკენ ჩაბრუნების ამაო ცდებმა თვით რომაულის ნამდვილი სახე გამომაპარა.
ამასობაში ყველაფერი ჯერ ხომ მოდერნმა აათამაშა, ამ პოსტმოდერნმა მთლად გასართობად გადააქცია.
მე კი გამწყდარი მეფარება თვალებზე ფირი, რაღაც ციტატა გამჭედვია გონში ზეპირი: შორი ნაპირი, ფეხსანდლიანი მეომარი, სვლა პირდაპირი, მზერა - მეფური, ძოწის მოსასხამს უფრიალებს თბილი ზეფირი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რაროგორი საინტერესო რითმმიანი ლექსია. რაროგორი საინტერესო რითმმიანი ლექსია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|