ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2024


ნისაბი


ამოიღეთ, ამ ქალის ორმო,
ღრმად დაფლული ციმბირის თერო,
ესაა მისი ნისაბი და წყალზე ნაწერი -
იმ ქალებმა თელონ,
რომლებსაც არასდროს ულოციათ
თოვლის ნიჩაბზე, როგორც ჯვარზე.
ამოიღეთ, ეს ორმოს ქალი,
დამბლა ფესვებით, ჯიუტი ყოფნით,
ის სადაც არის,  ქარი იქარი..
იმ ქარმა, იმ ქალებმა ქელონ,
რომლებსაც არასდროს უჭამიათ
თოვლის საბელი, როგორც პური.

ხედავთ?
თქვენს სიზმრებს როგორ ხედავს?
ნელა მოცურავს  დავიწყების
გრძელი ფესვებით.
ხედავთ მის შვილებს?
წყება-წყება, როგორ წვებიან
თქვენს საწოლებში,
თქვენს მუცლებში..

*
ამოავასეთ ამ ქალის ორმო,
ორმაგად და ბეჯითად მოასწორეთ.
მიწას სჩევია დაბლა ჩავარდნა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები