 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 25 მარტი, 2024 |
წელი გამართეთ, ქალბატონო, თქვენს ვერტიკალში, შავი ვუალით შეიმშრალეთ ცრემლი ყვრიმალთან... დამთავრდა, თუმცა, სულ მახსოვხართ, როგორ მიყვარდით, და მერე დრომ რა უმოწყალოდ გადაგვიყვარა... ფეხი დაადგით ცხელი ვნების ჩამქრალ ნამწვავებს. იყო კოცონი, დარჩა მხოლოდ რუხი ნაცარი. და სიყვარული სენივით რომ კიდეც გამწვავდეს, გთხოვთ, ნუ იდარდებთ, რაც იყო და ახლა რაც არი... გუშინდელიდან შეაბიჯეთ უცნობ ხვალეში, თან ნუ წაიღებთ იმ თვალნაკრავ ბეჭდებს სმარაგდის! და თუკი ქარი შემოგბედავთ წუთებს ალერსის, ნუ მიუხურავთ კარს, ზღურბლიდან ნურც სად გააგდებთ! გამართეთ წელი, თეძო ისევ გიგავთ გიტარას! თავი ასწიეთ ისე მაღლა, მზეს რომ სწვდებოდეს, მინდა, რომ ვიგრძნო, თქვენს გულში თუ გამოიდარა, და ქალი თქვენში არასოდეს მავიწყდებოდეს!.. გეჭიროთ ზურგი, მოცეკვავეს როგორც სჩვევია, წელში გამართვა არასოდეს არის გვიანი! წლები მიდიან, გრძნობები კი ისე რჩებიან, კისერგაწვდილნი, როგორც ჟანა მოდილიანის...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. რა მოხდენილი შედარება იყო ჟანა მოდილიანთან <3
რა მოხდენილი შედარება იყო ჟანა მოდილიანთან <3
4. წლები მიდიან, გრძნობები კი ისევ მიდიან, რამდენი ქალის სათქმელი თქვით. წლები მიდიან, გრძნობები კი ისევ მიდიან, რამდენი ქალის სათქმელი თქვით.
3. წლები მიდიან, გრძნობები კი ისევ მიდიან, რამდენი ქალის სათქმელი თქვით. წლები მიდიან, გრძნობები კი ისევ მიდიან, რამდენი ქალის სათქმელი თქვით.
2. გამართეთ წელი!
;) 5 გამართეთ წელი!
;) 5
1. კარგი, პოზიტიური ლექსი. კარგი, პოზიტიური ლექსი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|