ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2024


სუსხივით მჭრელი კაცის ამბავი

ისე წავიდა სუსხივით მჭრელი
მზერით რომ მესვრის გულის მახვილებს
ყველაფერს დასვრის, არას დაგიდევს
სურვილებს მოსავს გულის საპირე.

სხვანაირია ფიქრები-ნისლი
ბურუსში გაგხვევს მისთვის საყურეს
გადმოალაგებს ხელსაწყო-თითებს
ათასში ერთსაც არ დაგიყვირებს

სიმართლეს გეტყვის, ყვავობა რომ სძულს
გიფიქრებს ბევრს და თითქოს-არაფერს
საქმეს დაგაწევს თითქმის ყოველთვის,
თავის საქმესაც შენ განაცვალებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები