ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცოტათი პოეტი
ჟანრი: პოეზია
26 მარტი, 2024


  ჩამოტვირთვა

მოდი გავიქცეთ✨

მოდი გავექცეთ ამ სამყაროს შემოვრჩეთ ერთურთს,
საბნად დავიმხოთ ზეცა კრთოდეს ვარსვლავთა ცვენით,
მოდი გავექცეთ ყველა დარდს და ამაოებას,
შევქმნათ ცხოვრება ბედნიერი ჩვენ მხოლოდ ჩვენი.

მოდი გავიქცეთ, დავივიწყოთ წარსულის დარდნი,
ახალ ცხოვრება სულ ახალი მივცეთ საწყისი,
ჩამკიდე ხელი ახალ დღეებს წარსულს არ ვადრი,
ახლა მომინდა მე სიცოცხლე და ვინ დამიშლის,

რომ ფეხშიშველმა გავირბინო იების ველი,
რომ წვიმის თქეშმა დამისველოს თმების ბარდები,
მინდა ვიყვირო მიყვარხარ და რაც გინდა ის თქვან,
ასე ჯერ რომ მოვკვდე შენთვის ასჯერ დავიბადები



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები