ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2024


Femme Fatale

#ლექსები

ნინო დარბაისელი

Femme Fatale

რაღაც, სხვა იყო მასში, ქვეყნად არავის ჰგავდა,
იმისი ნამყო - არვინ უწყოდა,  თავის გარდა,
ჰყვებოდნენ ათას ზღაპარს,  ათას დრამასაც დგამდა,
უახლოესი იყო პირთა თვალშეუდგამთა.

არაფრისაგან შესძლო  აგება ყველაფრისა.
რა ჯადო ჰქონდა მართლა, რა მითის, რა ზღაპრისა!
ახდენდა სასწაულებს შეხებით ერთი ფრთისა.
ვერაგიც ბევრი  ნახა და ბევრიც იკაპრიზა.

და დაუბერა ქარმა,  გამოდგა რამ გრიგალი!
თავს დაატეხა  უცებ რა შიში, რა კანკალი
და აიტაცა ზემოთ, ცის გაარღვია რკალი,
  ის - ბედისწერის წერა -  საბედისწერო ქალი!

ვის სურდა  ხილვა  მისი ყველა კუნჭულის, კიდის?
სიბერის ასცდა  წლები -  საცოდაობის დიდის.
იქნებ  სჯობია, როცა ლამაზი  - ადრე  მიდის,
გადამვლელია ადრე  ციური ბეწვის ხიდის?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები