ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2024


ის სანადირო თოფი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ის სანადირო თოფი
          (პაოლო იაშვილს)

ცა რისხვით იმუქრება,
როდესაც მიდის კრება,
განწირული ხარ უკვე, ფუჭია დაფიქრება. 
ვინღა შენიშნავს მაშინ, თუ ვინმე გადის, ქრება!
არის ოთახი ერთი, ერთი სართულით მაღლა,
შენ განიზრახე უკვე სიკვდილი,  ტყვიის დახლა.
უნდა მოასწრო,  ვიდრე მომენტი არის ახლა.
დროს უნდა მოუფრთხილდე ოთახში მარტო მყოფი,
დაშლილი, შეხვეული  უნდა  ააწყო თოფი,
უნდა გაიძრო დროზე  ორივე ფეხსაცმელი,
უცქერდეს წყვილად მიდგმულს ის  კორიდორი ვრცელი.
თვითმკვლელობისთვის უნდა  გამზადდე წინდაწინ და
მარჯვენა ფეხზე, ცალზე(!) უნდა გაიძრო წინდა,
მალე  გაიგებს ყველა, რაც გულში დამალულა,
ხოლო მანამდე პირში უნდა ჩაიდო ლულა,
ჩახმახს გამოჰკრა უნდა მარჯვენა
ფეხის ცერი,
ვერ შეგაჩერებს გონი, იმედი  და ვერც ერი!
მტერს დაუტოვო უნდა  სათქმელი, დასაწერი.
“პროვოკაცია იყო ეს თვითმკვლელობა მისი” -
ბრძანებს  ბერია, ითქმის პროტესტი არავისი.
მე დღემდე მესმის ჭექა,  იმ თოფის მარადისი,
არც პანაშვიდი გქონდა დღემდე,  არც  პარაკლისი!
იმ წლების - გაუძლების
შრიალებს კვლავ ფურცლები,
გასენილი მაქვს გული, კვლავ ცრემლად დავიცლები.
კვლავ გდევენ უმეცრები, თუმც გასულია წლები.
უნდათ, ათასგზის  მოგკლან, ათასგზის საცოცხლები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები